16,17,18_2010წლის ივლისი_ჯუთადან აბუდელაურებზე :*:*:*

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
16,17,18_2010წლის ივლისი_ჯუთადან აბუდელაურებზე :*:*:*

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ივლ 2010, 00:46

მეგზური გაიყოლეთ თუ რუკებითა და ბილიკებით იხელმძღვანელეთ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები



User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
16,17,18_2010წლის ივლისი_ჯუთადან აბუდელაურებზე :*:*:*

Post by LEVANIKO » 19 ივლ 2010, 00:50

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეგზური გაიყოლეთ თუ რუკებითა და ბილიკებით იხელმძღვანელეთ?
სადა მეგზური და კაი ცხოვრება :D:D ჩაუხების ძირამდე ავედით მაქამდე ვიცოდით გზა მერე გპს და რუკა
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
16,17,18_2010წლის ივლისი_ჯუთადან აბუდელაურებზე :*:*:*

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ივლ 2010, 00:51

dolidzeli
შესანიშნავი ფოტოებია
LEVANIKO wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეგზური გაიყოლეთ თუ რუკებითა და ბილიკებით იხელმძღვანელეთ?
სადა მეგზური და კაი ცხოვრება :D:D ჩაუხების ძირამდე ავედით მაქამდე ვიცოდით გზა მერე გპს და რუკა
ყოჩაღ თქვენ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
dolidzeli
მაწანწალა
Posts: 820
Joined: 20 ივლ 2009, 02:42
16,17,18_2010წლის ივლისი_ჯუთადან აბუდელაურებზე :*:*:*

Post by dolidzeli » 19 ივლ 2010, 00:55

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:dolidzeli
შესანიშნავი ფოტოებია
მადლობ :)

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
16,17,18_2010წლის ივლისი_ჯუთადან აბუდელაურებზე :*:*:*

Post by LiBrA » 19 ივლ 2010, 00:57

საათობით დავჯდებოდი ამ ტბების წინ და დავტკბებოდი ამ სილამაზით 8) 8)

dolidzeli
შენ არ გეძინებოდა? ყოჩაღ, რომ არ დაგეზარაა დადებაა :)
Image

User avatar
dolidzeli
მაწანწალა
Posts: 820
Joined: 20 ივლ 2009, 02:42
16,17,18_2010წლის ივლისი_ჯუთადან აბუდელაურებზე :*:*:*

Post by dolidzeli » 19 ივლ 2010, 01:00

ნახევრად მძინავს,ეხლა უკვე გავემართები დასაძინებლად.:):):)

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
16,17,18_2010წლის ივლისი_ჯუთადან აბუდელაურებზე :*:*:*

Post by meleksa » 19 ივლ 2010, 01:01

დავიწყებ მოყოლას :) ჰუჰ

ჯერ კიდევ პარასკევს დილით, იმ დროს როცა ჩემი გამოცდის დრო არ იყო,
დროზე ადრე ჩავაბარე გამოცდა და გამოვვარდი სახლში ბარგის ჩასაბარგებლად :)
სახლიდან გასვლის დრო რომ მოახლოვდა თბილისში ისეთმა წვიმამ დასცხო,
რომ კარგი პატრონი ძაღლს არ გააგდებდა გარეთ :) ხოდა მეც რომ არ დამეგვიანა
სწორედ ასეთ წვიმაში გამოვედი სადარბაზოდან საწვიმარ გადაფარებული და გავიქეცი თავქუდდაფარებული სამარშუტო ტაქსისაკენ.
კარგად დავნესტიანდე და როგორც იქნა ლადოს სახლამდე მივაღწიე,
მერე როგორღაც ტაქსი გავაჩერეთ, გზაზე მონადენი მდინარეები გადავტოპეთ და ს ქიმიისკენ მარშ :)
გზაში შემეშინდა ხალხმა არ გადაიფიქროს ბოლო მომენტში წვიმის გამო წამოსვლა თქო
და მესიჯები გავუგზავნე ყველას ყაზბეგში არ წვიმსთქო :) მე არვიცოდი რა ხდებოდა
ამ დროს ყაზბეგში, მაგრამ თურმე მართალი აღმოვჩნდი :) (კიდევ კაი)

სამთო ქიმიასთან შევიკრიბეთ, სანამ ყველა შევგროვდებოდით წივწივამ, ტ.დ.-მ და მარმენიომ გაგვაცილეს :) მადლობა სამივეს :)

ჯუთაში უკვე კარგად დაღამებულზე ავედით, ფანრები მოვმართეთ, პატარა ხიდზე გადავედით
და.....
აქედან დაიწყო :) არცერთმა არ ვიცოდით ნორმალურად სად უნდა წავსულიყავით :D იქვე ვიღაც შეგვხვდა და დაახლოებით მიგვანიშნა საით უნდა წავსულიყავით.
მივდიოდით ტალახში, ბნელში, დაკოტას ჯპს გვეუბნებოდა გზა გეშლებათო, მაგრამ იმდენი ვიარეთ მაინც მივედით ბილიკზე და ამავე დროს ჯუთაში ყველაზე მაღალ განათებულ ადგილზე... ე.წ. ბანაკი ზეთა
:)

დაგვხვდა რაღაც შემოღობილი ადგილი რამდენიმე გაშლილი კარვით, დავიძახეთ მასპინძელოო, კარვებიჩ შევარხიეთ მაგრამ ხმა რომ არავინ გაგვცა გადავწყვიტეთ იქვე დაბანაკება,
მაგრამ ვინ დაგაცადა? :D გამოვარდა მეტად "სტუმართმოყვარე" ქალი, მერე კაცი და აყვირდნენ წადით მყუდროებას ნუ გვიღვევთ ეს ჩვენი ტერიტორია არის... :)
ჩვენც მოვუწონეთ "სტუმართმოყვარეობა" და გავეცალეთ... დავბანაკდით ცოტა ზემოთ მშვენიერ მოსწორებულ ადგილზე, გავშალეთ კარვები და სუფრაც გავშალეთ.... :)
ცოტა წავიქეიფეთ უკვე ღამის 1 საათი იყო მგონი ;)
ნა-თიამ, ლადომ და არჩილმა თავი გაიგიჟეს გარეთ ვიძინებთო :)
ტისკრინე და ნიცა ბეთქილას ფეშენებელურ კარავში მოთავსდნენ, ბეთქილა და ავთოსთან ერთად, დანაღცჩენებმაც სადღაც შეაფარეს თავი და მეც გარეთ ძილი ვამჯობინე :)
სასიამვნო სიგრილე და სუფთა ჰაერზე ძილი ძალიან მაგარი იყო, მაგრამ დილით ცოტა მსუსხავმა ნიავმა შეგვაწუხა, თან მთელი ღამე ნა-თიას სიცილი არ გვაძინებდა :)
როგორც იქნა გათენდა... ადექიით, ადექიიით.... :D :D :D
6ზე ყველა ფეხზე ვიყავით უკვე... ცოტა გამოვფხიზლდით და 7ის ნახევარზე უკვე დავადექით ჭაუხებისკენ მიმავალ ბილიკს... ისევ და ისევ ჯპს-ს იმედად... :)

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
16,17,18_2010წლის ივლისი_ჯუთადან აბუდელაურებზე :*:*:*

Post by meleksa » 19 ივლ 2010, 01:03

რა დროს ძილიაო... როცა წერის ხასიათზე ხარ კაცი :)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
16,17,18_2010წლის ივლისი_ჯუთადან აბუდელაურებზე :*:*:*

Post by Archil » 19 ივლ 2010, 01:03

LEVANIKO wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეგზური გაიყოლეთ თუ რუკებითა და ბილიკებით იხელმძღვანელეთ?
სადა მეგზური და კაი ცხოვრება :D:D ჩაუხების ძირამდე ავედით მაქამდე ვიცოდით გზა მერე გპს და რუკა
თუ პირიქით? ;)

უღელტეხილამდე GPS-ით მივედით. უღელტეხილზე ზემოდან უკვე კარგად ჩანდა სად რა იყო და უკვე პირდაპირ დავეშვით თეთრი ტბისაკენ. აბუდელაურების ტბების მონახულებას და იქიდან როშკამდე დაშვებას კი არც არაფერი სჭირდება (თუმცა ზოგიერთები ახერხებენ გრძელი გზების მონახვასაც ;) )
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
16,17,18_2010წლის ივლისი_ჯუთადან აბუდელაურებზე :*:*:*

Post by LiBrA » 19 ივლ 2010, 01:05

meleksa wrote: მაგრამ ვინ დაგაცადა? :D გამოვარდა მეტად "სტუმართმოყვარე" ქალი, მერე კაცი და აყვირდნენ წადით მყუდროებას ნუ გვიღვევთ ეს ჩვენი ტერიტორია არის... :)
:lol: :lol:
მიდი, მელექს, მიდი :lol:
Image

madlenuka
ბილიკზე მოარული
Posts: 58
Joined: 04 დეკ 2007, 13:28
Location: Tbilisi
16,17,18_2010წლის ივლისი_ჯუთადან აბუდელაურებზე :*:*:*

Post by madlenuka » 19 ივლ 2010, 01:07

უღელტეხილამდე GPS-ით მივედით. უღელტეხილზე ზემოდან უკვე კარგად ჩანდა სად რა იყო და უკვე პირდაპირ დავეშვით თეთრი ტბისაკენ. აბუდელაურების ტბების მონახულებას და იქიდან როშკამდე დაშვებას კი არც არაფერი სჭირდება (თუმცა ზოგიერთები ახერხებენ გრძელი გზების მონახვასაც ;) )[/quote]

ზვიადმა ხომ არ "მონახა" გრძელი გზა? :)
როგორი მოლაშქრე გამოდგა? :)

User avatar
Lado meleksishvili
მაწანწალა
Posts: 841
Joined: 03 სექ 2009, 16:59
16,17,18_2010წლის ივლისი_ჯუთადან აბუდელაურებზე :*:*:*

Post by Lado meleksishvili » 19 ივლ 2010, 01:09

წივწივა, ტ.დ. და მარმენიო
Image

User avatar
Lado meleksishvili
მაწანწალა
Posts: 841
Joined: 03 სექ 2009, 16:59
16,17,18_2010წლის ივლისი_ჯუთადან აბუდელაურებზე :*:*:*

Post by Lado meleksishvili » 19 ივლ 2010, 01:09

წივწივა, ტ.დ. და მარმენიო
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]