კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
-
meleksa
- იეტი
- Posts: 2161
- Joined: 14 ივლ 2009, 21:16
- Location: წინაპართა ნაკვალევი..
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 15 ივლ 2010, 00:48
ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. ზრაპარში მიდიხართ. თან დღეობებს ემთხვევა თქვენი ასვლა. გფარავდეთ მთა-ბარის სალოცავები.
-
paata_
- იეტი
- Posts: 6275
- Joined: 06 დეკ 2006, 10:50
- Location: ხევსურეთი
-
Contact:
Post
by paata_ » 15 ივლ 2010, 07:33
წავიდნენ
მე და ადმინმა გავაცილეთ
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 15 ივლ 2010, 09:39
paata_ wrote:წავიდნენ
მე და ადმინმა გავაცილეთ
ყოჩაღ თქვენ! მეც ვფიქრობდი გაცილებას მაგრამ გამთენიისას დავიძინე ლამის და თავი ვეღარ ავწიე დილით
ახლა ველაპარაკე მთაშენკას და გზაში ვართო. კოტეტბელის გაფრთხილება ღორის ხორცის შესახებ უმეტესობას ხუმრობა ეგონა და ახლა წამოღებულ ძეხვეულს ვასაღებთო

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 15 ივლ 2010, 10:54
paata_
წავიდნენ
მე და ადმინმა გავაცილეთ
ადმინი არ წასულა?
მეც მინდოდა გასაცილებლად მოსვლა, მაგრამ მიზეზთა გამო, ვერ მივიცალე.
Naia
კოტეტბელის გაფრთხილება ღორის ხორცის შესახებ უმეტესობას ხუმრობა ეგონა და ახლა წამოღებულ ძეხვეულს ვასაღებთო
უპს!!!

არადა, კოტეტბელის მერე აღარ დავწერე ეგ.
კოტეტბელს ველაპარაკე რამდენიმე წუთის წინ და ალვანში შევდივართო.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 15 ივლ 2010, 19:54
ომალოში არიან უკვე. იქაც უწვიმია. გზაზე ცოტა ნაშალები კი იყოო, მაგრამ არ შევუფერხებივართო. იმედოვნებენ, რომ ხვალ უკეთესი ამინდი იქნება. ღმერთმაც ჰქნას!
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 16 ივლ 2010, 11:11
ამ წუტებში დოჭუში არიან. უამინდობის გამო ცოტა შეცვალეს გეგმები - ჯერ გომეწარში წავიდნენ. იქ დოჭუს გარდა, სხვა სოფლების ნახვას არ აპირებენ, ომალოში დაბრუნდებიან და თუ იდარა, დიკლო-შენაქოსკენ წავლენ.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 16 ივლ 2010, 18:14
გთავაზობთ მორიგ ჩართვას მთა-თუშეთიდან. ამჯერად შენაქოდან. ხაზზეა კარვის მარგალიტი:
- ეს-ესაა დიკლოდან დავბრუნდით შენაქოში და ახლა აქაურ ეკლესიაში შევდივართ. დიკლოში ძველი ნაციხარიც ვინახულეთ. აქ არ წვიმს, მაგრამ მოღრუბლულია. ისე ჩამობნელდა, ფოტოების გადაღებაც არ ღირს.
მარგალიტი მეტად აღარ მოგვიცდენია, რადგან კარაველები ის-ის იყო ეკლესიაში შედიოდნენ. ანუ ამ წუთას კარაველები ბერხვნეს ულამაზეს მინდორს თელავენ. გული დამწყდა, რომ კოტეტბელს დილის ჩართვაზე ვერ ვურჩიე, დიკლოდან შენაქოში ტყის გზით გადმოსულიყვნენ და არა სამანქანო გზით. ესაა ნიამორების გადასახედი ბილიკი, სადაც ორი წლის წინ ჩვენ გირას დაჟინებით გავედით. დიკლოს ძველი ნაციხარიდან იოლად მოხვდებოდნენ იქ და ულამაზეს ტყეშიც გაისეირნებდნენ, მაგრამ ეგენი დოჭუში დაკარგავდნენ დროს. მართლაც, მარგალიტმა გვითხრა, რომ იქ ლამის შუადღემდე იხეტიალეს - დოჭუ ისეთია, არც მიკვირს. ხეობის სიღრმეში, ვიწრო ქედზე გაშენებული ეს სოფელი ზევიდან ხეობაში ჩაფრენილ ფრაგაშლილ არწივს გაგონებს, ადგილზე კი სულ სხვა, არქაულ გარემოში ხვდები.
დაელოდეთ მორიგ ჩართვას თუშეთიდან, რომელიც ხვალ დილით იქნება.
-
NINUCA
- მაწანწალა
- Posts: 718
- Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
- Location: q. Tbilisi
Post
by NINUCA » 16 ივლ 2010, 19:08
guruli wrote:დაელოდეთ მორიგ ჩართვას თუშეთიდან, რომელიც ხვალ დილით იქნება.
სულმოუთქმელად ველი გულდათუშული კარველების ჩართვას 
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 16 ივლ 2010, 22:24
NINUCA
სულმოუთქმელად ველი გულდათუშული კარველების ჩართვას
ჩვენ აქ გვეთუშება გული უთუშეთობით, ისინი კი იქ ითუშებიან იქაურობით.

-
NINUCA
- მაწანწალა
- Posts: 718
- Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
- Location: q. Tbilisi
Post
by NINUCA » 17 ივლ 2010, 00:19
guruli wrote:NINUCA
სულმოუთქმელად ველი გულდათუშული კარველების ჩართვას
ჩვენ აქ გვეთუშება გული უთუშეთობით, ისინი კი იქ ითუშებიან იქაურობით.

აბა, აბაა... სწორედ დღეს ავღნიშნავდი მეგობრებთან საუბრისას რომ არცერთ კარვულ გასვლაზე ასე არ დამწყვეტია გული, ამ გამოცდებს რა ვუთხარი თორემ ახლა თბილისში რა მინდა
) ჩემი სული და გული იქ არის ახლა
)))
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 17 ივლ 2010, 12:55
NINUCA
ჩემი სული და გული იქ არის ახლა
ეჰ, შენ ჩემი იკითხე.
GAMARJOBA SAKARTVELO
ყოჩაღ გურულო.
ველი მორიგ ჩართვებს
როგორ მოხდა, თუშურად რომ არ მომიხსენიე?
ტექნიკური ხარვეზების გამო დღევანდელი ჩართვა იგვიანებს - ხელოსანი მყავს სახლში და პარალელურ რეჟიმში კავკასუსის ბრიყვებს ვეჩხუბები.

ინტერნეტი ვერ მუშაობს გამართულად და მითხრეს, კაბელის პრობლემააო, მაგრამ ორსაბათამდე ვერ მოვლენ ტექნიკოსები, რადგან მანამდე სან ზონაში არ მუშაობს ჩვენი ბრიგადაო...

მე ვთქვი, ესე იგი, შეფერხება იმის მიხედვით უნდა მოხდეს, თქვენი ჯგუფები რომელ უბანში მუშაობენ-მეთქი...

-
NINUCA
- მაწანწალა
- Posts: 718
- Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
- Location: q. Tbilisi
-
t.d
- იეტი
- Posts: 1201
- Joined: 29 მარ 2008, 16:12
- Location: saqartvelo.tbilisi
Post
by t.d » 17 ივლ 2010, 23:58
ნინი 85-ს რომ ვესაუბრე შუადღეს ცხენის ჭენების ხმა მესმოდა ისე გემრიელად მიაქროლებდა წაბლისფერ რაშს.
