მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by guruli » 13 ივლ 2010, 01:36

GT.ge
guruli
ეგრეა. რას ვიზამთ. დაველოდოთ ხელისუფლების შეცვლას.
ყველა სფეროში ჩათხუპნეს.
ფეხბურთზე ზოგი იმას მიედება, ზოგი ამას... მთავრობაა შესაცვლელი, ისე არაფერი გამოვა.
დიდი ფული ტრიალებს და ეგენი ფულის ჭამას ისე არ შეეშვებიან, როგორც ღორი Mძღ&^$@სას.
საქმე ისაა, რომ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაც ვერ უშველის მაგას. მთლიანად სისტემაა შესაცვლელი, მიდგომები, პოლიტიკური ნება, რისი სურვილიც, მეეჭვება, თუნდაც ამათ შემდეგ მოსულ ხელისუფლებას ჰქონდეს - იგივე ფულის ჭამის სურვილი იმათაც ექნებათ. საერთოდაც, არც ერთი ხელისუფლება ნებით არ იტყვის უარს თავის კომფორტზე, თავი სიამოვნებაზე, ეს საზოგადოებამ, ხალხმა უნდა დააძალოს, მაგრამ სადაა საზოგადოება. :cry:
არადა, ესენი გვარიან ფულს ჭამენ სპორტშიც. ფედერაციებშიც ამიტომ მოიყვანეს თავისი ხალხი იმის მიუხედავად, რომ მათი უმეტესობა შორსაა იმ სახეობისგან, რომელიც ჩააბარეს. ხელისუფლება არაპროფესიონალების მოსვლას ასე ამართლებდა - მთავარია, კარგი მენეჯერი იყოს და თანხები მოიზიდოს, თორემ არაა სავალდებულო, პრეზიდენტი პროფესიონალი იყოსო. სად, რომელ ფედერაციაში მენეჯმენტი გამართული კი არა, თუნდაც რაღაც დონეზე მაინც - უკლებლივ ყველა ფედერაცია ისევ ბიუჯეტის ფულის შემყურეა ანუ კვლავ კომუნისტური მიდგომებით ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ მოიყვანეს თავისი ხალხი - ფული მაინც ჩვენ უნდა გავცეთ და რაღა სხვას ჩავუგდოთ ხელში, ჩვენებმა ჭამონო. ცხადია, რომ ზევით ისინიც წილში იქნებიან. დიდი-დიდი, ამ პრეზიდენტებმა ბიზნესმენებს შეაწერონ ფული, როგორც საერთოდ ხდება ამ ქვეყანაში, სახელმწიფოს სახელით ბიზნესმენთა დარეკეტებას რა უნდა - მაგას მეც შევძლებ. :D არადა, მართლა რომ ვინმეს ესმოდეს მენეჯმენტი, მართლაც შეიძლება, ფედერაციამ ცოტა ფული იშოვოს.
საბიუჯეტო გუნდები ფეხბურთში ცალკე თემაა... :cry: მაგრამ უბედურება ისაა, რომ ეს ჟურნალისტებსაც კი გამართლებულად მიაჩნიათ. არადა, სინამდვილეში ეს ფულის გათეთრების მშვენიერი გზაა. ამიტომაა, თუნდაც ამ გზით მხოლოდ ფეხბურთს რომ აფინანსებენ და არა სპორტის სხვა სახეობებს - ფეხბურთი უფრო ფართო მასშტაბისაა და იქ ფულიც ბევრი თეთრდება, ვიდრე, მაგალითად, ჭიდაობებში, ძიუდოში, ბადმინტონში... ერთი გუნდი მაინც შეიძლება დავასახელოთ ასეთთაგან, რომელმაც გაქაჩა და იმ მფარველი გამგებლის თუ რწმუნებულის შეცვლის მერე არ წაიშალა? საკლუბო სისტემაც არ ჰქონია არც ერთ მათგანს, არათუ სხვა რამე ღირებული.
Vanski
ისე წუხანდელი თამაშიდან მე უფრო მეტს მოველოდი, მეგონა კარგ სანახაობას შემოგვთავაზებდნენ მაგრამ უხეშობა უფრო მეტი იყო ვიდრე სანახაობა...
+1000000000000000000000
qvevri
ნეტა როდის დააწესებენ თასს ფეხბურთის ბოლოობაში
რაგბიში არის ეგ წესი, მაგრამ, საბედნიეროდ, იქ არ გვემუქრება მსგავსი საფრთხე.
QEBURIUS
ასე, რომ პატრიოტებო დაივიწყეთ ტერმინი ქართული ფეხბურთი!
ასნუ, როგორც გიო ახვლედიანმა, იგივე აკა მორჩილაძემ უწოდა აწ გარდაცვლილ ”სარბიელში”, ”ჯორჯიან ფუტბოლი”, არა? :D
სხვათა შორის ზედიზედ 3-ჯერ გადიან ჩვენი ბიჭები სარაგბო მუნდიალზე.
იმიტომ, რომ კაცები არიან და მკერდში გული საქართველოსთვის უცემთ. რაც მაგათ გადაიტანეს, იმას ფეხბურთელები არ იკადრებენ, რჩეულ კასტად მიაჩნიათ თავი.

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by burdiani » 13 ივლ 2010, 10:08

ერთადერთი პოზიტივი და ჩემთვის სასიამოვნო მოვლენა დიეგო ფორლანის საუკეთესოდ დასახელება იყო, მითუმეტეს რომ მიმა გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა (მეოთხეზე გასული გუნდის ფეხბურთელი მგონი არასოდეს გამხდარა საუკეთესო).
საქართველოსთვის!

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by Hereti » 13 ივლ 2010, 10:38

burdiani
მესი უნდა დაესახლებინათ :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by GT.ge » 13 ივლ 2010, 12:24

burdiani wrote:ერთადერთი პოზიტივი და ჩემთვის სასიამოვნო მოვლენა დიეგო ფორლანის საუკეთესოდ დასახელება იყო, მითუმეტეს რომ მიმა გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა (მეოთხეზე გასული გუნდის ფეხბურთელი მგონი არასოდეს გამხდარა საუკეთესო).
აშკარად იმსახურებდა ეს კაცი და ალალად მიიღო.
განიდან შეიძლებოდა გამხდარიყო გიანი... ფორლანისთვის რო ეჯობნა მეოთხედფინალში.
ურუგვაის მეტი შეეძლო... მწვრთნელის ბრალია 2:1-ის მერე თამაში რომ წააგეს.
კასილიასის სტაბილურობა მომეწონა. დიდი დამსახურება აქვს ესპანელების გაჩემპიონებაში.

ბრრრრრრრაზილიაში ვინ გახდება ჩემპიონი? :D
ნახევარფინალში ერთი აფრიკული აუცილებლად გავა.

guruli
რაც ახლა ხდება, არასდროს მსგავსი აქ არ მომხდარა.
კი, იპარავდნენ, მიქონდათ, იკიდებდნენ, მარა ამ დონეზე, მე არ მახსოვს.
ჟორდანიას დრო რო მოგენატრება კაცს...
არ მინდა საკვალიფიკაციოზე ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის გუნდები რო შეგვხვდნენ... ერთი თავით გვჯობნიან უკვე.
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by guruli » 13 ივლ 2010, 12:27

GT.ge
ბრრრრრრრაზილიაში ვინ გახდება ჩემპიონი?
რაღაც უცნაური ლოგიკების გავლენით, ლამის დარწმუნებული - ბრაზილია ვერ გახდება და სხვა არ ვიცი, ადრეა ჯერ იქამდე. :D
ღმერთმა ნუ ქნას, რომელიმე სამხრეთამერიკული გუნდი გჩემპიონდეს და მით უფრო - არგენტინა, თორემ ბრაზილიაში მოსახლეობის უმრავლესობას ინფარქტი შეიწირავს. :D :D
guruli
რაც ახლა ხდება, არასდროს მსგავსი აქ არ მომხდარა.
კი, იპარავდნენ, მიქონდათ, იკიდებდნენ, მარა ამ დონეზე, მე არ მახსოვს.
ჟორდანიას დრო რო მოგენატრება კაცს...
+10000000000. :cry: :cry:

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by burdiani » 13 ივლ 2010, 13:34

guruli


ბრაზილია უნდა გახდეს, არგენტინა გახდება თუ სხვა ვინმე აზრი არა აქვს. 1950 აღარ უნდა განმეორდეს თორე მაგას მირჩევნია ჯგუფში დარჩნენ :)
საქართველოსთვის!

User avatar
Duckling
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 10 ივლ 2005, 09:43
Location: მეხუთე სართული :)
Contact:
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by Duckling » 13 ივლ 2010, 16:52

CAMPEONES DE EUROPA Y DEL MUNDO!!!
მოკლედ :) მატჩების ყურება ყოფილა წამება და სასჯელი! რაც მე ვინერვიულე :) რა სჯობია 2 გოლი რომ არის გატანილი და წყნარად უყურებ უკვე..... მაგრამ ფინალმა ხომ მომსპო! 90 წუთი კი არა დამატებითი დროც.....და მხოლოდ ბოლოში! მაგრამ გამარჯვება ამად ღირდა. არ მესმოდა არასოდეს როგორც შეიძლება სხვა ქვეყნის ნაკრებს უგულშემატკივრო ადამიანმა ასე.. მაგრამ, მე დამემართა და თან ძლიერ ფორმაში.....
კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას ვისაც გაუხარდა!

და სპეციალური მადლობა რვაფეხას :)

Image
Image
Image
Image
Image
Image
Barcelona - la ciudad de mis sueños...

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by LEVANIKO » 14 ივლ 2010, 01:37

უკვე რამდენიმე დღეა ლიტერატურა.გე გვთხოვს რომ ვეთამაშოთ ფეხბურთი აბა რა აზრის ხართ ხო არ გვეთამაშა?[/b]
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by Archil » 14 ივლ 2010, 02:55

LEVANIKO

გვცხელა ეხლა ჩვენ ბურთის სადევნელად? ლაშქრობების სეზონია
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by burdiani » 14 ივლ 2010, 08:17

LEVANIKO wrote:უკვე რამდენიმე დღეა ლიტერატურა.გე გვთხოვს რომ ვეთამაშოთ ფეხბურთი აბა რა აზრის ხართ ხო არ გვეთამაშა?[/b]
სამუშაო დღეებში საღამოთი თანახმა ვარ :)
საქართველოსთვის!

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by meleksa » 14 ივლ 2010, 10:51

ესპანეთს ვულოცავ, აი სერხიო რამოსი კი მაგარ კაცია, 16 ნომრიანი
მაისურის გამო. მასეთ დროსაც რო არ გავწყდება მეგობარი მაშინ ხარ კაცი
:!: :!:

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by Wanderer » 14 ივლ 2010, 13:40

Archil
გვცხელა ეხლა ჩვენ ბურთის სადევნელად? ლაშქრობების სეზონია
+1

ლიტერატურა.გე ლაშქრობაში წავიყვანოთ. :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by LEVANIKO » 14 ივლ 2010, 13:48

Wanderer
Archil
სამუშაო დღეებში 6ის მერე რაპრობლემა მანამდეისედაც ცხელა ;)
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by Archil » 14 ივლ 2010, 16:16

Wanderer wrote:Archil
გვცხელა ეხლა ჩვენ ბურთის სადევნელად? ლაშქრობების სეზონია
+1

ლიტერატურა.გე ლაშქრობაში წავიყვანოთ. :D
ლამა არ გვეყოფა ლექსებს რომ ამბობს? :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

წავიყვანოთ, რაზეა ბაზარი
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მსოფლიო 1ლობა ფეხბურთში - სამხრეთ აფრიკა-2010

Post by guruli » 14 ივლ 2010, 16:42

meleksa
აი სერხიო რამოსი კი მაგარ კაცია, 16 ნომრიანი
მაისურის გამო. მასეთ დროსაც რო არ გავწყდება მეგობარი მაშინ ხარ კაცი
ეგ მართლა ჯიგრული რამე გააკეთა!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]