10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Post by Falcon » 07 ივლ 2010, 10:17

rifi wrote:პარასკევსაც შეიძლება გასვლა, სამსახურების შემდეგ, მაგრამ იქ ღამე მოგვიწევს დაბანაკება, ბაკურიანის ბოლოს, მშვენიერი საბანაკე ადგილებია და ციხისჯვარში მთლად უკეთესი, სამაგიეროდ დილიდანვე შევუდგებით საქმეს :) ბაკურიანიდან ჯერ ანდეზიტში უნდა ჩავიდეთ და იქიდანაა თორისკენ მიმავალი გზა, მართლა ულამაზესი ადგილებია, და გზაც მშვენიერი გააკეთა BP-მ, მანდ ადრე ფეხით ვიარე, საშიენელი გზა იყო, ასე რომ თორამდეც შეიძლება მანქანით ჩასვლა. უკან მომავალი 6 კილომეტრიანი გზა ისევ ისე ცუდ დღეშია, მგონი.
ვაა, ესეიგი მოდიხარ?? მერე? მიეწერე სიას, რაღას უცდი :)
Last edited by Falcon on 07 ივლ 2010, 10:22, edited 2 times in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Post by Mta Mkvarebia » 07 ივლ 2010, 10:18

baqo
ბაქო, კახისიდან კოდიანის მთამდე 10 კმ-ია? და სიმაღლეშიც , ალბათ, 1000 მეტრი იქნება დაახლოებით ასაღები. ამიტომ ჩვენს მარშრუტში ალბათ ვერ შევიტანთ, სამწუხაროდ. ვერაფრით მოვასწრებთ. არადა როგორ მაინტერესებს იქიდან ხედები.

და კუკური რა არის? :roll:

ისე გზას ადვილად გავიგნებთ? ბილიკებით თუ ვივლით თორამდე, შეიძლება მართლა დავიკარგოთ, ამიტომ რას გვირჩევ, სამანქანო , მაგრამ გრძელ 9-კმ-იან გზას ხომ არ დავადგეთ 6-კმ-იანის ნაცვლად? :roll:
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Post by Naia » 07 ივლ 2010, 10:18

rifi
მანქანით წასვლა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ამ მარშრუტს ბაკურიანიდან ვიწყებთ და ჭობისხევში ჩამოვდივართ. როგორც მახსოვს, ბევრგან მხოლოდ 3-ხიდიანი თუ გაივლის. თან ეგ რომ არ იყოს, მოგვენატრა ფეხით სიარული :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Post by Mta Mkvarebia » 07 ივლ 2010, 10:21

rifi
გიორგი, მანქანით არ გამოვა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ რომ წრიულ მარშრუტზე მივდივართ, ანუ ბაკურიანში დაგვტოვებს მძღოლი და ჭობისხევში მოგვაკითხავს.
9:30-მდე კიდევ შეიძლება ვერ ჩამოვასწროთ. ამიტომ კარგად აწონ-დაწონე და ისე მიიღე გადაწყვეტილება, მერე რამე რომ არ დაგვაბრალო :wink:
ისე შენი წამოსვლა რომ გაგვახარებს, ხომ იცი? :D

თუმცა თუ არ ვიზოზინეთ და ტბაზე ჭყუმპალაობას არ შევყევით შეიძლება ჩამოვასწროთ კიდეც :roll:
Image

User avatar
baqo
მაწანწალა
Posts: 341
Joined: 01 ივნ 2009, 20:57
10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Post by baqo » 07 ივლ 2010, 10:26

ნადარბაზევი ძველი ნასოფლარია რომელსაც წლიდან წლამდე ალბათ რამოდენიმე ადამიანი სტუმრობს, ულამაზესი წმინდა გიორგის ეკლესია რომელიც მე განსაკუთრებულად მიყარს.


rifi ციხისჯვარში რო ახვიდე ანდეზიტიდან 4 კილომეტრია და მანდედან თუ წახვალ ბპ ის გზას უნდა გაყვე სულ აღმართია 9კმ კოდიანის ძირში გადის და საკირეში გადადის :D
Image
კოდიანი
Image
ნადარბაზევი
Last edited by baqo on 07 ივლ 2010, 10:33, edited 1 time in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Post by Mta Mkvarebia » 07 ივლ 2010, 10:27

rifi

ისე პარასკევ საღამოს გასვლა იდეაა ხომ იცი. 2-3 საათს მოვიგებთ :roll: . მაგრამ ორგანიზატორის და სხვა მონაწილეების გადასაწყვეტია.

Naia
ნაი, რას იტყვი?
სხვები რას ფიქრობთ?
Image

rifi
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 25 ივნ 2009, 12:16
10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Post by rifi » 07 ივლ 2010, 10:50

baqo wrote:ნადარბაზევი ძველი ნასოფლარია რომელსაც წლიდან წლამდე ალბათ რამოდენიმე ადამიანი სტუმრობს, ულამაზესი წმინდა გიორგის ეკლესია რომელიც მე განსაკუთრებულად მიყარს.


rifi ციხისჯვარში რო ახვიდე ანდეზიტიდან 4 კილომეტრია და მანდედან თუ წახვალ ბპ ის გზას უნდა გაყვე სულ აღმართია 9კმ კოდიანის ძირში გადის და საკირეში გადადის :D
Image
კოდიანი
Image
ნადარბაზევი

გატკეპნილი მაქვს ეგ გზა, ფეხითაც და და მანქანითაც :)

rifi
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 25 ივნ 2009, 12:16
10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Post by rifi » 07 ივლ 2010, 10:51

რუკას ვერ ვიშოვნით?

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Post by stranger » 07 ივლ 2010, 10:53

ნადარბაზევი ძველი ნასოფლარია რომელსაც წლიდან წლამდე ალბათ რამოდენიმე ადამიანი სტუმრობს, ულამაზესი წმინდა გიორგის ეკლესია რომელიც მე განსაკუთრებულად მიყარს.



Image

კარგია თუ ვნახავთ ,ოღონდ იმაზეც უნდა ვიფიქროთ,რომ გზა არ გაგვიგრძელდეს და ადგილზე დროულად ჩავიდეთ.

კარგი იქნებოდა თუ ბაქარიც წამოვიდოდა,ეტყობა ეს ადგილები საკმაოდ კარგად იცის


პარასკევს საღამოს გასვლის იდეა მეც მომეწონა,ოღონდ სამსახურის შემდეგ დაახლოებით 7-8 საათისთვის თუ მოხერხდება

User avatar
baqo
მაწანწალა
Posts: 341
Joined: 01 ივნ 2009, 20:57
10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Post by baqo » 07 ივლ 2010, 11:58

stranger ეს დაბაძვლის ეკლესიაა, ჯობს ანდეზიტის ხიდამდე მიხვიდეთ მარშუტკით, ბაკურიანიდან ტყვილა უნდა იაროთ 4 კილომეტრი და თორამდე მანძილი 13კმ-მდე გაიზრდება, Mta Mkvarebia სამანქანოთი სჯობს წასვლა ცოტა გრძელია მაგრამ გზა არ აგერევათ თან ღამე.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Post by Mta Mkvarebia » 07 ივლ 2010, 12:22

baqo
მეც მასე ვიფიქრე, ჯობია სანამქანო გზას გავყვეთ. გზა არ იყოფა სადმე? თუ პირდაპირ მიდის თორამდე?
Image

rifi
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 25 ივნ 2009, 12:16
10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Post by rifi » 07 ივლ 2010, 12:31

პირდაპირ მიდის, ანდეზიტიდან რომ გადაუხვევ, პირდაპირ მიდის ვაკე, სწორი, მოხრეშილი გზა, უმეტესად ტყეზეა და ჩრდილიანი, არმისული თორთან წყაროცაა

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Post by Naia » 07 ივლ 2010, 12:43

მე ვფიქრობ, რომ გასვლის თარიღი არ უნდა შევცვალოთ და შაბათს გავიდეთ.

პარასკევს ღამით ტყეში სიარული არ მხიბლავს. თან, ძირითადად გოგოები ვართ (მათ შორის ალბათ 1 ბავშვიც იქნება) და გზა არც თუ კარგად ვიცით.

აჯობებს დილით ყველა 7 სთ-ზე დაუგვიანებლად მივიდეთ ს/ქიმიასთან, ანდეზიტამდე ჩავიდეთ მანქანით და მერე ფეხით გავაგრძელოთ გზა. თორში ჩასვლისას შევხედოთ სიტუაციას და მოვიფიქროთ წავიდეთ თუ არა ნადარბაზევზე. მე პირადად ძალიან მინდა მისი ნახვა. საღამო ხანს ჩავალთ კახისზე და დავბანაკდებით. მეორე დღის გეგმასაც ადგილზე მოვიფიქრებთ.

ბაქოს შემოთავაზებული მარშრუტი ძალიან მომწონს, მაგრამ არა მგონია 2 დღეში ყველაფრის ნახვა მოვასწროთ. თორს, ნადარბაზევს, წეროს და კახისის ტბებს თუ ვნახავთ, პირადად მე, ძალიან ბედნიერი ვიქნები :)

User avatar
L-O-M-I
იეტი
Posts: 1170
Joined: 02 ივლ 2008, 10:53
10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Post by L-O-M-I » 07 ივლ 2010, 12:56

ძალზედ მაცდური წინადადებაა...

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
10-11 ივლისი - თორი, დაბაძველის პლატო, კახისის ტბები

Post by stranger » 07 ივლ 2010, 13:03

შაბათს იყოს კარგით.თუ მხოლოდ გოგოები მივდივართ აღარ შევცვალოთ მარშრუტი.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]