ვატარებთ კარავის შეჯიბრს სამჭიდში -
სირბილი - 1კმ
ველოსიპედი - 5კმ
ცურვა - 500მ- 1კმ (დაახლოებით)
სამჭიდი ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი აკეთებს სამივე აქტივობას.
შეჯიბრი არის მეგობრული, გოგონების გამარჯვებული გამოვლინდება ცალკე, ვაჟების ცალკე
გათვალსწინებულია პრიზები!!

გთხოვთ, მონაწილეობის მიღების მსურველები უკვე ჩაეწეროთ სიაში, რადგან რაოდენობის განსაზღვრა მნიშვნელოვანია - ველოსიპედები რამდენი გვაქვს და რამდენი უნდა ვიშოვოთ, ასევე უნდა დავამზადოთ შეჯიბრისთვის მაისურები ნომრებით
ორგანიზაციულ საკითხებში მონაწილეობის მიმღებები (ღიპიანი ძიები და დეიდები

მაისურებისთვის და სხვა ხარჯებისთვის თანხა შევაგროვოთ არამონაწილე (მოქეიფე) კარაველებში 1-5 ლარის ფარგლებში, რეკეტი დაევალოს ვანსკის


შეიძლება რამე გამომრჩა და იხილეთ თემა-იდეა, რომელიც დროებით დახურულია, ორგან რომ არ ვწეროთ
მაშ ასე:
მონაწილეთა სია:
1.
2.
ორგანიზაციული ჯგუფი:
1.
2.