1.07.10 - კარავული ფოტო-გამოფენა - ოშკი და ხანძთა, უწინ და ახლა
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
1.07.10 - კარავული ფოტო-გამოფენა - ოშკი და ხანძთა, უწინ და ახლა
მეც მოვალ, ხუთშაბათს ვერა, მაგრამ 5 ივლისამდე რომელიმე დღეს აუცილებლად
ყოველდღე 6-ზე დაიწყება? რომელ საათამდე გასტანს ხოლმე?

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
1.07.10 - კარავული ფოტო-გამოფენა - ოშკი და ხანძთა, უწინ და ახლა
გამოფენა 5 მკათათვის ჩათვლითაა.tiskrine wrote:მეც მოვალ, ხუთშაბათს ვერა, მაგრამ 5 ივლისამდე რომელიმე დღეს აუცილებლადყოველდღე 6-ზე დაიწყება? რომელ საათამდე გასტანს ხოლმე?
საჯარო ბიბლიოთეკა დილის 10იდან საღამოს 6 სთმდე მუშაობს.
ასე რომ, ამ შუალდეში შეგიძლიათ გამოფენის ნახვა,
გამონაკლისია 1 მკათათვე, როდესაც გამოფენა იხსნება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
1.07.10 - კარავული ფოტო-გამოფენა - ოშკი და ხანძთა, უწინ და ახლა
ხვალ, უფრო სწორად, უკვე დღეს დიდი კარავული შეკრება გვაქვს, შენი გულისა.
აბა, მობრძანდით და ისიამოვნეთ
აბა, მობრძანდით და ისიამოვნეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
1.07.10 - კარავული ფოტო-გამოფენა - ოშკი და ხანძთა, უწინ და ახლა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
1.07.10 - კარავული ფოტო-გამოფენა - ოშკი და ხანძთა, უწინ და ახლა
GAMARJOBA SAKARTVELO
კაი აFიშაა ძალიან!!!!
ვინ გააკეთა?
კაი აFიშაა ძალიან!!!!
ვინ გააკეთა?
1.07.10 - კარავული ფოტო-გამოფენა - ოშკი და ხანძთა, უწინ და ახლა
ძალიან კარგი. იმედია, მოვალ აუცილებლად.
1.07.10 - კარავული ფოტო-გამოფენა - ოშკი და ხანძთა, უწინ და ახლა
მე ცოტა მოგვიანებით მოვალ, იმედი მაქვს კუდს მაინც მოვუსწრებ 

1.07.10 - კარავული ფოტო-გამოფენა - ოშკი და ხანძთა, უწინ და ახლა
ტაო-კლარჯეთის ძეგლების თემაზე გაზეთ '24 საათში' რამდენიმე სტატია დავწერე ამ წელს.
ოშკის მონასტერს ბარელიეფები სცვივა
უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა, თურქეთის გეოგრაფიულ ცნობარზე მუშაობის მიზნით, ამ ორიოდე კვირის წინ კიდევ ერთხელ იმოგზაურა ამ რეგიონში და უკან დაბრუნებისას ტაო-კლარჯეთის რამდენიმე ისტორიული ძეგლი _ ოშკი, ხახული და იშხანი მოინახულა.
როგორც ვიცით, ხახული მეჩეთადაა გადაკეთებული და მის სხეულს არაფერი ემუქრება, რაც შეხება იშხანს და ოშკს, მათი დაზიანება, სავარაუდოდ, 1771 წელს მომხდარ მიწისძვრას უნდა გამოეწვია, რომელიც ისეთი ძლიერი იყო, რომ თორთუმის ხეობაში 11 კილომეტრის სიგრძის ტბა და 52 მეტრის ჩანჩქერი წარმოშვა. ოშკი, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის აგებამდე ყველაზე დიდი ქრისტიანული ძეგლი იყო ქართულ სივრცეში, დღეს სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. დაზიანებული გუმბათიდან წყალი ჩადის, რამაც ფრესკები ერთიანად ჩამორეცხა, ინტერიერში კი ადგილი აღარ დარჩა დაუზიანებელი.
ტაძრის სამხრეთ ფასადზე გამოსახულია ვედრების ბარელიეფური კომპოზიცია, სადაც მაცხოვრის მარჯვნივ დგას ღვთისმშობელი, მარცხნივ იოანე ნათლისმცემელი, მარჯვენა კიდეში კი _ ბაგრატ ერისთავთ ერთისთავი, მომავალში ბაგრატ მესამე და დავით მაგისტროსი, მომავალში კურაპალატი. ბარელიეფს 1.მ.46 სმ სიგრძე და 70 სმ. სიგანე აქვს და მიწის ზედაპირიდან 3 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
კომპოზიციიდან თავდაპირველად ღვთისმშობლის ბარელიეფი ჩამოვარდა, რომელიც 2006 წლამდე ტაძრის კედელზე იყო მიყუდებული, შემდეგ კი სადღაც გაქრა. სხვა ფიგურებს კი, სიმაგრის მისაცემად, ხის ბოძები ჰქონდა შეუყუდებული. ასე ნახეს გასულ წელს ჩასულმა ქართველმა ტურისტებმა.
11 აპრილს კი, გეოგრაფ გიორგი დვალაშვილს კიდევ უფრო სავალალო სურათი დახვდა: კომპოზიციას საბჯენი მორები გამოცლილი ჰქონდა და ბარელიეფიდან მაცხოვრის ფიგურა ჩამოვარდნილი, შუაზე გადატეხილი და ისე დაზიანებული იყო, რომ ფიგურა აღარ იკითხებოდა.
გიორგი დვალშვილი: `ვერავინ იტყვის, შეგნებულად ჩამოანგრიეს თუ არა, ფაქტია, ტაძარი შველას ითხოვს. ბარელიეფის ჩამოვარდნის ალბათობას შესაძლოა, ხელი შეუწყო ფასადის გამოფიტვამ, ანდა მორმა ვეღარ გაუძლო. ეს ადგილი სეისმურად აქტიურია და თუ კონსერვაცია არ მოხდება, პატარ მიწისძვრაც საკმარისია, რომ რაც დარჩენილია, ისიც დავკარგოთ. კაბადოკიაში ასეთი ძეგლები რესტავრირებულია და მუზეუმის სტატუსს ატარებს. აქაც ასე თუ არ მოხდა, ყველაფერი განდაგურდება. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის ამ ბოლო წლებში. 2007 წელს დიდთოვლობამ ხანძთის გუმბათი ჩამოანგრია, ისეთ მდგომარეობაშია, რომ მალე ყელიც ჩამოიშლება~.
აღნიშნული ბარელიეფი ტაძრის თანადროულია, ანუ, მე-10 საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება და შესაბამისად, დიდ ფასეულობას წარმოადგენს. როგორც გიორგი დვალაშვილი აღნიშნავს, ნაკვალევის მიხედვით, მაცხოვრის ბარელიეფი აშკარად ახალი ჩამოვარდნილია. ამ ადგილას სასოფლო გზა გადის, მოსახლეობის თავშეყრის ადგილია და იმასაც არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს, მოსახლეობას თუ მიაწვდიან ინფორმაციას, რა მნიშვნელობის ძეგლი დგას მათ წინ.
ტაო-კლარჯეთის ძეგლების დაცვა საქართველოსთვის დიპლპომატიური მოლაპარაკების საკითხად არის ქცეული. ამ რამდენიმე წლის წინ ეს მოლაპარაკება ამგვარ ხასიათს ატარებდა: თურქეთის მთავრობა თავის თავზე იღებდა ძეგლების კონსერვაციას, თუკი საქართველო აჭარაში რამდენიმე ძველ მეჩეთს შეაკეთებინებდა. მაშინ ამ წინადადებას საპატრიარქომ არ დაუჭირა მხარი და ტაო-კლარჯეთის ძეგლები დასანგრევად გაიწირა. ეს მოლაპარაკება კვალავ განახლდა ნიკა რურუას კულტურის მინისტრად მოსვლის შემდეგ. და ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს. მანამდე კი, თურქეთის მთავრობის მიერ ტაძრის გევრდით გაკეთებულ ტურისტულ საინფორმაციო დაფაზე თურქულ და ინგლისურ წარწერებთან ერთად ქართული წარწერაცაა, სადაც ვკითხულობთ, რომ ოშკის მონასტერი 1985 წელს თურქეთის კულტურის სამინისტროს მიერ დასაცავი უძრავი კულტურული მემკვიდრეობის სიაში იქნა იქნა შეტანილი.

გზამ დაიფაროს ყველა მგზავრი...
1.07.10 - კარავული ფოტო-გამოფენა - ოშკი და ხანძთა, უწინ და ახლა
ბანა - დაინგრა და ეგაა?
სამეზობლო პოლიტიკა ფაქიზი თემაა, მით უფრო, როცა მეზობელი, ისტორიის ცვალებადობით, შენს ყოფილ ტერიტორიას ფლობს. ეს ის შემთხვევაა, როცა ვერც გაღმა შეედავები და ვერც გამოღმა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ფენომენი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობა ჰქვია და რომელიც საკუთარ ეროვნებასთან იდენტიფიკაციისათვის ასე ძალიან გვჭირდება. ამ ფენომენს მიეკუთვნება ისტორიულ ტაო-კლარჯეთში დარჩენილი ტაძრებიც, რომელთაგან ზოგი დიდი ხნის წინ დაინგრა და ზოგიც ახლა, ჩვენს თვალწინ ირღვევა.
ხანგრძლივი და უგერგილო მოლაპარაკებების შემდეგ, მგონი როგორც იქნა ვაღწევთ შეთანხმებას თურქულ მხარესთან, რომ დარღვევის პირას მისული სამი ქართული ძეგლი: ხანძთა, იშხანი და ოშკი სარეაბილიტაციო პროექტში ჩაჯდეს. ეს ის შემთხვევაა, როცა შთამომავლობა კონკრეტულად ჩვენ მოგვთხოვს პასუხს მათი ვერგადარჩენის გამო. თუმცა კი, აქ არც სხვა ტაძრები თუ ნატაძრალები არიან უკეთეს დღეში, ხოლო მათ შორის ბანას ნანაგრევები ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იმყოფება.
14 მაისს ტაო-კლარჯეთში მორიგი გეოგრაფიული ექსპედიცია მოეწყო, სადაც სტუდენტი გეოგრაფები, ისტორიკოსები და თურქოლოგი მაგისტრანტები მონაწილეობდნენ. ექსპედიციამ მოინახულა ქართული კულტურის ძეგლები და მათ შორის ბანა, რომლის კედლების ქვეშ ახალი ორმოები დახვდათ. როგორც უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი გვიხსნის, მსგავსი ქმედებები განძის მაძიებლებს მიეწერებათ ხოლმე, რომლებიც ჟამიდან-ჟამზე ქართულ ტაძრებში რაღაცას თხრიან. საერთოდ, ქართულ ტაძრებში ხშირად გვხვდება განძის მაძიებელთა მიერ გადათხრილი საკმაოდ ღრმა ორმოები, რომლებიც ხშირად ატმოსფერული ნალექების დროს წყლით ივსება და დამატებით საფრთხეს უქმნის ისედაც საფრთხეში მყოფ ტაძრებს, ანალოგიური ორმოები მრავლად არის ხანძთაში, ოთხთაში, ხახულსა და ბანაში.
გიორგი დვალაშვილი: `ბანას ტაძრის ერთი კედელი დანგრევის პირასაა. მის ქვეშ განძის მაძიებლებს, ოქროს არსებობის იმედით, რამდენიმე მეტრის სიღრმის ორმო გაუთხრიათ. ზედაპირზე დაგვხვდა ადამიანების ძვლები, რომლებიც გათხრების დროს მიწას ამოჰყვა. ჩვენ არ ვიცით, აღმოაჩინეს თუ არა მათ რაიმე განძი, მაგრამ სავალალო ისაა, რომ ბანას ისედაც დანგრეული კედელი, ამ ფაქტის გამო, შეიძლება, მთლიანად განადგურდეს. ჩვენ გავესაუბრეთ ბანას ტაძარში მყოფ თურქ ახალგაზრდებს, მათ გვითხრეს, რომ 3 თვის წინ ეს ორმოები არ შეუნიშნავთ და ისიც დაამატეს, რომ ეს მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლო გაეკეთებინა. განძის მაძიებლებს ამოთხრილი რამდენიმე ორმო ტაძრის კედლებიდან ჩამოშლილი ქვებით ამოუვსიათ, თუმცა, რამდენიმე ადგილი ნახევრად არის გადათხრილი და უნდა ვივარეუდოთ, რომ ოქროს მოყვარულები, ალბათ, დაბრუნებას და გათხრების გაგრძელებას გეგმავენ. ბანას ტაძარი არ არის შეტანილი თურქეთის კულტურის სამინისტროს მიერ დაცულ ობიექტების ნუსხაში, ის არც ტურისტულ მარშრუტებში შედის. ბანას ტაძარში მომხდარი ვანდალური ფაქტის გამოძიებით ადგილობრივი მოსახლეობა არის დაინტერესებულიო, _ გვითხრეს თურქმა ახალგაზრდებმა. ქართულ ტაძრებთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ კულტურული მემკვიდრეობა საქართველომ თურქულ მხარესთან შეთანხმებით უნდა გადაარჩინოს~.
ბანას ტაძარი მე-19 საუკუნის 70-იან წლებში დაინგრა რუსეთ-თურქეთის ომის დროს, რადგან იგი ციხესიმაგრდ იყო გამოყენებული. საუკუნის დასაწყისში კი, როცა ის გერმანელმა მეცნიერმა და მოგზაურმა კარლ კოხმა ნახა, ბანას ტაძრის მშვენიერებამ ისე მოხიბლა, რომ ის აია სოფიასაც კი შეადარა. საუკუნის მიწურულს, ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის დროს ბანა უკვე დანგრეული იყო, თუმცა გუმბათის მკლავები შემორჩენილი ჰქონდა. მას შემდეგ ტაძარი ნელ-ნელა ინგრეოდა და დღეს მისი არქიტექტონიკა განადგურებულია.
რა ეშველება ამ ძეგლს? საქართევლოს კულტურის სამინისტრომ კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან გადაგვამისართა, სადაც გიორგი გაგოშიძემ მარტივად აგვიხსნა, რომ ბანას კონსერვაცია საშური საქმეა, მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ ეს ძეგლები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეა მოქცეული და ჯერ იმას მივხედოთ, რისი მიხედვაც შეგვიძლია, ანუ ოშკის და ხანძთას გადარჩენის საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, ბანას კი იმაზე მეტი რაღა უნდა დაემართოს რაც რაც აქამდე სჭირდა – ანუ, დაინგრა და ეგაა.

bela
ყოჩაღ ბელა, ყოჩაღ.
ჭეშმარიტად გულშემატკივრული პოზიციაა.
მეგობრებო, დიდი მადლობა გამოფენაზე მობრძანებისთვის.
გადასარევი ხალხი ხართ.
ცხადია, კგ იქნებოდა, სხვებიც მოსულიყვნენ და არა1 თანაფორუმელის ნამუშევარი ენახა.
გამოფენა 5 თიბათვემდე გასტანს
ყოჩაღ ბელა, ყოჩაღ.
ჭეშმარიტად გულშემატკივრული პოზიციაა.
მეგობრებო, დიდი მადლობა გამოფენაზე მობრძანებისთვის.
გადასარევი ხალხი ხართ.
ცხადია, კგ იქნებოდა, სხვებიც მოსულიყვნენ და არა1 თანაფორუმელის ნამუშევარი ენახა.
გამოფენა 5 თიბათვემდე გასტანს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
1.07.10 - კარავული ფოტო-გამოფენა - ოშკი და ხანძთა, უწინ და ახლა

ერთ სურათზე ვიხალისე, მგონი ვანოს ქუდი არის გამოჭიმული