გადავწყვიტე გამეხსნა თემა კარაველებისთვისაც, სადაც გავუზიარებთ ერთმანეთს აზრს და ხედვას ჩვენი კოლექციების შესახებ.
იმედი მაქვს არიან აქ შემგროვებლები და კოლექციონერები.
მე პირადად საშინელი სიყვარული მაქვს ძველი ნივთების მიმართ. განსაკუთრებით რადიოების, ავტომობილების და ფოტოაპარატების მიმართ.
მაქვს რამოდენიმე რადიოლა, ზოგი მათგანი შიშინებს, ზოგს რეაქცია არ აქვს.
მაქვს ასევე რამოდენიმე ძველი ფოტოკამერა.
აი ძველი მანქანები კი ოცნების სფეროდ რჩება.
მაგრამ გამოსავალი ნაპოვნი მაქვს.ყველაზე ბეჯითად ძველი საბჭოთა ნოსტალგიური მანქანების მცირე ზომის(1:43 მასშტაბის) მოდელებს ვაგროვებ. და არა მარტო საბჭოთას.
სხვებსაც გექნებათ რაიმე გამორჩეული ნივთები.
ამ თემის ერთ-ერთი მიზანია დავაინტერესოთ "არაშემგროვებელი" ადამიანები ამ ნივთებით და გავუზიაროთ ერთმანეთს ის სიამოვნება, რასაც ამ ჩვენი საყვარელი კოლექციებიდან ვიღებთ.

დავიწყებ საერთო ფოტოთი(ამ ფოტოს გადაღების მერე რამდენიმე მოდელი კიდევ შევმატე, განახლება ფაქტიურად ყოველდღიურად ხდება)
