"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.
www.paata.ge
2010 წლის 26 ივნისს ტურისტული კომპანია თებულოტურმა (პაატა.ჯი)ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში, გაიმართა საღამო -
მთის საჩუქარი ბარს
საღამში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები. წარმოდგენილი იყო საქართველოს მთიანეთისათვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები. გაიმართა დები გოგოჭურების მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია.
2007 წლიდან თბილისში, ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება "ხევსურული საღამო მზიურში" . საღამოს საფუძველი ინტერნეტ-ფორუმმა "კარავი.ჯი" ჩაუყარა.
საღამოში ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ვინაიდან საღამოზე ხევსურეთის გარდა მთელი საქართველოს მთიანეთია წარმოდგენილი, საღამოს დაერქვა “მთის საჩუქარი ბარს”.
ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.
საღამოს დევიზია - თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!
კარველებმა წელსაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ ღონისზიებაში. მათი თაოსნობით შეგროვდა ხელმოწერები თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ხევსურული კოშკის აშენების სურვილით. ამ მიზნით კარველების ერთი ნაწილი პარკის ტერიტორიაზე დადიოდა და საღამოს მაყურებლებს აწვდიდა ინფორმაციას იდეის შესახებ და სურვილის შემთხვევაში, ხელმოსაწერ მაგიდასთან მოყავდა, სადაც კარველების მეორე ნაწილი ხელმოწერებს აგროვებდა. სულ 1008 ხელმოწერა შეგროვდა. მეტიც შეგროვდებოდა, მაგრამ მეტი ფურცლები არ გვქონდა.
კოშკის აგების იდეა კარველებს ჯერ კიდევ 2 წლის წინ გაუჩნდათ და ამ თემაში იხვეწებოდა და მწიფდებოდა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1635
ზემოთმოტანილი მიზეზის გამო სცენაზე რა ხდებოდა, თვალს ვერ ვადევნებდი. თუმცა ძალიან საინტერესო საღამო რომ იყო, ამას ხალხის შეძახილები და რეაქციაც მოწმობდა.
ფოტოებიც ძირიტადად ხელმოწერების მაგიდასთან და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ კარველებს გადავუღე.
სხვა, სცენაზე გადაღებულ ფოტოებსაც დადებს ალბათ.
ეს კი რაც ჩემს აპარატში აღმოვაჩინე:
Last edited by Mta Mkvarebia on 01 ივლ 2010, 12:38, edited 1 time in total.
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.
არაჩვეულებრივი დრე იყო მართლაც
"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.
ძალიან კარგი დღე იყოოო
ამდენი კაი ხნის უნახავი მეგობრები ვნახე....
გაიხარეთ!!!!!
და კიდევ ...
კაი საქმე გაკეთდა
თუ არ ვცდები სადღაც 500-მდე ხელმოწერა შეგროვდა (ხევსურული კოშკის დადგმაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში)
რა ხდება ამ საკითხზე?
დაადგება საშველი?
ამდენი კაი ხნის უნახავი მეგობრები ვნახე....
გაიხარეთ!!!!!
და კიდევ ...
კაი საქმე გაკეთდა
თუ არ ვცდები სადღაც 500-მდე ხელმოწერა შეგროვდა (ხევსურული კოშკის დადგმაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში)
რა ხდება ამ საკითხზე?
დაადგება საშველი?
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.
lamalama wrote:თუ არ ვცდები სადღაც 500-მდე ხელმოწერა შეგროვდა (ხევსურული კოშკის დადგმაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში)
სად გეცალა ამ თემის პირველი წერილის წასაკითხად? . "დაბომბვის" თემაში ხომ ვეღარ იაქტიურებდი მერე:
Mta Mkvarebia wrote:... სულ 1008 ხელმოწერა შეგროვდა. მეტიც შეგროვდებოდა, მაგრამ მეტი ფურცლები არ გვქონდა...
"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.
Mta Mkvarebia
გაიხარე
ხო კიდევ რა მინდა ვთქვა კი არა და გკითხო
რა ეშველება ამ საქმეს?
ხელმოწერები მხოლოდ?
გაიხარე
ხო კიდევ რა მინდა ვთქვა კი არა და გკითხო
რა ეშველება ამ საქმეს?
ხელმოწერები მხოლოდ?
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.
lama
იმავე პირველ წერილში რომ ბმული დავდე, იმ თემაში გოგა წერდა:
იმავე პირველ წერილში რომ ბმული დავდე, იმ თემაში გოგა წერდა:
დეტალურად კი დღეს შეგვიძლია ვკითხოთ ამის შესახებGAMARJOBA SAKARTVELO wrote:2შაბათს ან 3შაბათს ამ ფურცლების ასლებს გადავიღებთ და 2გინალს თბილისის მერს გიგი უგულავს, 1 პირს კი ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს გავუგზავნით.
ძნ დიდი იმედი მაქვს, იდეა გახორციელდება თბილისს კიდევ 1 შესანიშნააააავი ნაგებობა შეემატება, თუშ-ფშავ-ხევსურეთს კი სტუმარი მოუმრავლდება
"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.
Mta Mkvarebia
ლიკა, დიდი მადლობა ფოტოებისთვის ჩემო კარგო :*
რა კარგი დღე იყო, იმდენი საყვარელი ადამიანი გნახეთ და თანაც იმდენი ხნის უნახავები, ისეთი მონატრებულები, რომ ძალიან ვისიამოვნე ამ დღით.
საღამოც ძალიან კარგი გამოვიდა, მოკლედ ყველაფერი იყო რაღაც არაჩვეულებრივი

...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...
მზის დაბნელების მსგავსი...
- tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
"მთის საჩუქარი ბარს" 26.06.10.
ძალიან კარგი საღამო იყო!
მოვირბინე დაგვინებით, გამგზავრებამდე კარაველებს ვნახავ და დავემშვიდობები-მეთქი, ხევსურული საღამოთიც დავტკბებოდი...
თითქმის მაშინვე, როგორც კი ფეხი შევდგი მზიურში, გამარჯობა საქართველომ ჩამავლო ხელი და ხელმოწერების მაგიდასთან გამამწესა
ჰოოოდა, ძალიან კმაყოფილი ვარ!
რა უცებ შეგროვდა ხელმოწერები!
ყოჩაღ, მეგობრებო, ყოჩაღ ძალა ერთობაშია!
დარწმუნებული ვარ, ეს დიდებული ინიციატივა წარმატებით განხორციელდება.
წასვლის წინ დადებითად დავიმუხტე თქვენგან...
მომენატრეთ!

Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir