
www.paata.ge
2010 წლის 26 ივნისს ტურისტული კომპანია თებულოტურმა (პაატა.ჯი)ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში, გაიმართა საღამო -
მთის საჩუქარი ბარს
საღამში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები. წარმოდგენილი იყო საქართველოს მთიანეთისათვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები. გაიმართა დები გოგოჭურების მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია.
2007 წლიდან თბილისში, ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება "ხევსურული საღამო მზიურში" . საღამოს საფუძველი ინტერნეტ-ფორუმმა "კარავი.ჯი" ჩაუყარა.
საღამოში ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ვინაიდან საღამოზე ხევსურეთის გარდა მთელი საქართველოს მთიანეთია წარმოდგენილი, საღამოს დაერქვა “მთის საჩუქარი ბარს”.
ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.
საღამოს დევიზია - თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!
კარველებმა წელსაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ ღონისზიებაში. მათი თაოსნობით შეგროვდა ხელმოწერები თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ხევსურული კოშკის აშენების სურვილით. ამ მიზნით კარველების ერთი ნაწილი პარკის ტერიტორიაზე დადიოდა და საღამოს მაყურებლებს აწვდიდა ინფორმაციას იდეის შესახებ და სურვილის შემთხვევაში, ხელმოსაწერ მაგიდასთან მოყავდა, სადაც კარველების მეორე ნაწილი ხელმოწერებს აგროვებდა. სულ 1008 ხელმოწერა შეგროვდა. მეტიც შეგროვდებოდა, მაგრამ მეტი ფურცლები არ გვქონდა.
კოშკის აგების იდეა კარველებს ჯერ კიდევ 2 წლის წინ გაუჩნდათ და ამ თემაში იხვეწებოდა და მწიფდებოდა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1635
ზემოთმოტანილი მიზეზის გამო სცენაზე რა ხდებოდა, თვალს ვერ ვადევნებდი. თუმცა ძალიან საინტერესო საღამო რომ იყო, ამას ხალხის შეძახილები და რეაქციაც მოწმობდა.
ფოტოებიც ძირიტადად ხელმოწერების მაგიდასთან და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ კარველებს გადავუღე.
სხვა, სცენაზე გადაღებულ ფოტოებსაც დადებს ალბათ.
ეს კი რაც ჩემს აპარატში აღმოვაჩინე: