მოოოკლედ, გუშღამ გადავწყვიტე წასვლა და მოუმზადებელი გამოვვარდი სახლიდან.
ფრიად კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს თქმისა არ იყოს, ყველაფერი გადავიტანეთ, წისქვილის ქვის თავზე დატრიალების გარდა და ბოლოს ეგეც დაგვემართა, ერთ-ერთ მინიბუსში საწვავის ამოწურვისა და სოფლებში ძებნისას.
ვიცი, რომ ვიღაცეებმა თავი შეიკავეს წამოსვლაზე იმიტომ, რომ ბევრი კარაველი და კიდევ უფრო მეტი პლუსი ეწერა სიაში,
მართალია, ყველა ერთი ტემპით ვერ დავდიოდით, მაგრამ საოცარი ერთსულოვნება იყო. არც ახალ კარაველებს და არც პლუსებს არ "შეურცხვენიათ" თავი. არაფერი ზედმეტი არ მომხდარა და ყველაფერმა შესანიშნავად ორგანიზებულმა ჩაიარა.
ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ სულ არ მიგრძვნია 48 კაციან(ქალიან)ი გასვლა რომ იყო.
ჰოდა ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვუხადო გოგას, ასე საუცხოოდ ორგანიზებული ლაშქრობისთვის.
ასევე მადლობა ლომს, შორტის და <NINI88>-ს მაისურის (როგორც შემდეგ გაირკვა, მისთვის ძალიან ძვირფასი) თხოვებისთვის. საბედნიეროდ ორივე უვნებლად გადარჩა და უახლოეს მომავალში დაუბრუნდებათ პატრონებს

.
მადლობა ჩვენს მძღოლს - ბატონ სულიკოს, რომელმაც კარაველების ნაწილი გამოგვიყოლა და მგონი ზოგი სახლამდეც მიიყვანა.
და რა თქმა უნდა, მადლობა ამ გასვლის ყველა მონაწილეს, ასეთი შესანიშნავი დღე რომ მაჩუქეს

.
გმადლობთ ყურადღებისთვის.
LEVANIKO
პახმელიაზე რომ მთაში გამოვედი
ნაბახუსევზე

.
ისე შენ რომელი იყავი?
სულ მაინტერესებდა, ლევანიკო და მისი პლუსები თუ წამოვიდნენ-თქო და ვერ გავარკვიე.