gvalva წერდა:
თქვენ თვითონ!
კარავზე ვცდილობდი ეს პრინციპი გამეტარებინა მოდი ეხლა დამარცვლით ჩამოვაყალიბებ:
არავინ თქვენ პოსტებს არ დაარედაქტირებს, არავინ ლაშქრობებს არ მოგიწყობთ, არავინ თქვენ ტვირთს ლაშქრობაში არ ატარებს. ეს ყველაფერი თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ!
აი მორიგი რაუნდიც ვიხილეთ ურთიერთ დაპირისპირების უერთიერთ შეურაცხყოფის.
ის ფაქტი, რომ ყოველი ასეთი შემთხვევა ცუდად "ილექება" თითოეული კარველის ფსიქიკაში და იმ ცნობიერებას ანადგურებს რომლითაც გამორჩეოდა "კარავი" (სხვა ფორუმებისაგან) და რის გამოც იყო ის ასე მიმზიდველი ერთდროს - მგონი უკვე აღარავი ადარდებს, მგონი აღარც შენ გადარდებს ეს ჩემო gvalva.
შეეგუე?
ჩემი აზრით,
ასეთი საკითხებისადმი შენი დამოკიდებულება პრიცპით -
თქვენ თვითონ არ არის სწორი. შენ ხარ ამ ფორულის შემქნელი და გაქვს სხვებისგან გასხვავებული პასუხისმგებლობა როგროც შემოქმედს ქმნილებისადმი

და თუ აქ, შენს მიერ შექმნილ ფორუმზე ისეთი რამეები ხდება რაც შენ არ მოგწონს ( ან იმ იდეებ ეწინააღმდგება რაც საფუძვლად დაედო ამ ფორუის შექმნას) აქტიური ზომები უნდა მიიღო ამის აღსაკვეთად. თუ ფიქრობ რომ ეს დემოკრატიული პრინციპებისგან გადახვევა და ავტორიტარიზმი იქნება (და ეს ასე არ არის) მაშინ რაღაც "ინსტიტუტი" უნდა არსებობდეს კარავზე, ხალხის ჯგუფი რომელზეც შენი როგროც, შემოქმედის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობისა და უფლებების დელეგირებას მოახდენ. მდერატორთა არსებული სისტემა არაეფექტურია, საქმეს ვერ შველიან.
თავის დროზე, "რამკებისათვის" რეალური წონის მინიჭების და იეთტა საბჭოს შექმნის იდეა არ გავიდა და დარჩა იეტობა ასე .... "სტროჩკების" სიმრავლის ამსახველ, ცარიელ ტიტულად.
რაღაც უნდა იღონო.
ალბათ შეამჩნიეთ "კანონზომიერება", რომ ყველა კონფლიქტი ისეთ თემებში ვითარდება რომლებიც არაა კარავისათვის "პროფილური", და ძირითადი მნიშვნელობის . შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ასეთი თემების სიჭარბე თავისთავად ზრდის რისკს კონფლიქტებისა. ამიტომ ასეთი ,"არაპროფილური" თემების მიმართ მოდერირება გაცილებით მკაცრად უნდა ხორცილედებოდეს.... და თუ ვინმეს ეს არ მოეწონება არა უშავს, სხვა უამრავი ფორუმია (და თითოეული კარველი სხვა "დიიდი" ფორუმების უსერიც რომაა ეს საიდუმლო აღარაა, ყველამ ვიცით) და იქ უფრო ნაყოფიერად იკამთებენ ამ საკითხებზე (თუ მართლა ოპონირება სურთ და არა ვინმეს დაგესლვა). კარავ კი ის სპეციფიკა აქვს რომ ასეთი მსოფლმხედველობრივი თემები მისმა "უსრებმა" ლაშქრობებში, კოცონის ირგვლივ მსხდომებმა, ან სუფრის ირგვლივ შეკრებილებმა გაარჩიონ ისე ერთმაეთს, რომ თვალებში უყურებდნენ. ყოველ შემთხვევაში ადრე ასე იყო.
gvalva, ძვირფასო იმ პერველყოფილ ღმერთებს ნუ დაემსაგავსები სამყაროს რომ გააჩენენ (ვთქვათ თიამათი) მერე "დაიძინებენ", მეორე და მესამე თაობის ღმერთები თავის წესრიგს და კანონებს აყალიბენ, პირველს კი სძინავს თავდაჯერებით იქამდე ვიდრე ეს ყვალფერი მასაც არ შეაწუხებს და ..... მერე იწყება დიიდი, სამკვდრო-სასიცოცხლო ომი
[/u]