ევროპიდან საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, საბერძნეთი, სლოვენია, იტალია, სლოვაკეთი პანღურისკვრით უნდა გამოყარო სასტუმროებიდან.

ან რა შედეგია, ან რა ფეხბურთი...
ინგლისს ჯერჯერობით ვაპატიოთ, იტალიურად დაიწყეს.
ბრავო სამხრეთ ამერიკელებს... ყველა ნაკრები ფორმაშია, ძაან მონდომებულები თამაშობენ.
ჩილე დემევასა... ესპანეთთან კი წააგებენ, მარა იმედი მაქვს მეორე შეხვედრა ფრე დამთავრდება.
აფრიკელების ასეთ წაკუზვას არ ველოდი... მენტალიტეტ დებილ - დავესესხები ბოსკამპს. ისე კი რა იცი, მესამე ტური წინაა, იქნებ მეორეც გავიდეს მერვედფინალში. ჰო, ერთი ნაღდია, განა გერმანიასთან არ წააგებს.
ბრაზილია საფინალოდ გამოიყურება, კარგი გუნდი ჩანს.
არ გენ ტი ნა
პ.ს. ესპანეთს პირველ ტურში უბრალოდ არ გაუმართლა. ისევე როგორც, შეიძლება ჩილეს ვერ გაეტანა გუშინ, ან ბოლო წამებზე გაეთანაბრებინათ შვეიცარიელებს. ხდებახოლმე, არ შედის ბურთი.