დედოფლისწყარო, ვაშლოვანი, ვაჩნაძიანთკარი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
დედოფლისწყარო, ვაშლოვანი, ვაჩნაძიანთკარი

Post by Ivane Goliadze » 21 ივნ 2010, 00:48

1. რეგიონი: კახეთი

2. მარშრუტის დასახელება: თბილისი, დედოფლისწყარო(ზემო ქედი), ვაშლოვანი (ალესილები, მიჯნის ყურე), გურჯაანი(ვაჩნაძიანთ კარის სამების ტაძარი)

3. ხანგრძლივობა: 2 დღე

4. სირთულე: საშუალოდ რთული(ოფროუდისმაგვარი :D )

დანარჩენის დაწერას აზრი არ აქვს


მოკლედ დავიწყებ წერას:


დიდი ხანია ლაშქრობაზე არ ვყოფილვარ და დამავიწყდა შთაბეჭდილებების წერა, მაგრამ ვეცდები დავწერო რამე საინტერესო. ცოტას მეგობრებიც შემომეშველებიან და იქნებ თქვენამდეც მოვიტანო სათქმელი კარაველებო.

დიდი ხნის სურვილის და მცდელობების შემდეგ დადგა მომენტი როცა გადავწყვიტეთ ვაშლოვანში გამგზავრება. ამ ყველაფერს ლამას და სრულიად ტობა თრეველის დაჟინებულმა მონდომებამ და შეასხა ფრთები. გადაწყდა გავდიოდით პარასკევს საღამოს 7 საათზე. თუმცა რიგ მიზეზთა გამო გავედით 10:30ზე.
მონადირის ჰიუნდაი გალოპერში ჩავსხედით მე, ლამა, პაუნა, ნიკა(არა კარველი მაგრამ კარაველებისთვის ცნობილი ქონგურის სახელით :D ) და თავად მონადირე.

დავადექით გზას და 01:00სთვის უკვე ქვემო ქედში ვიყავით ლამას პაპისეულ სახლში სადაც ჩვენი შესანიშნავი მასპინძლები გველოდნენ თბილი გულებით.

რა თქმე უნდა სუფრა გაიშალა და 3 საათამდე მოვულხინეთ.
დილის 5ზე მაღვიძარამ და ლამამ ერთდროულად გამაღვიძა.
-ადე ბიჭო მზის ამოსვლა გადავიღოთო. მე, ნიკა, პაუნა და ლამა (მონადირეს ღრმად ეძინა :D )გავეშურეთ იქვე ულამაზეს საყარაულო გორაკზე სადაც კვირაცხოვლობის ხატი მდებარეობს. ულამაზესი ხედი იშლება ამ გორაკიდან. დაბლა ალაზნის ველი იშლება და ჭიასავით დაკლაკნილი ალაზანი მიედინება ნელი დუდუნით მინგეჩაურისკენ.
მზემაც ამოწვერა და მოგვიშვირა გადასაღებად თავისი წიტელი სახე. მერე ნელ-ნელა გაყვითლდა და ღრუბელს მისცა თავი.

ჩვენ კი მონადირე გავაღვიძეთ და გავეშურეთ ნაკძალისკენ. (დედოფლისწყაროში ვიზიტორთა ცენტრიც მოვინახულეთ).
მივდიოდით პირდაპირ მიჯნის ყურისკენ, მაგრამ სურვილი გვქონდა ალესილების და მერხლების ქალაქის მონახულებისაც, თუმცა ამისთვის დრო არ გვყოფნიდა(ჩვენ ასე გვეგონა :D ).

გავცდით სოფ. კასრისწყალს და წავედით ყურისკენ. მივდივართ და გული გვწყდება ალესილებზე, მაგრამ იმედს არ ვიკლავთ რომ მასაც მალე ვნახავთ. სადრაც ორი საათის სიარულის შემდეგ შეგვხვდა მერცხლების ქალაქი. ჩვენ გვეგონა აქაც იყო ეს ქალაქი და ისევ გავაგრძელეთ გზა. აქ მოხდა ღმეთის საჩუქრის აღმოჩენა. პირდაპირ მივადექით ალესილებში :D თურმე სხვა გზით გვივლია და მიჯნის ყურის ნაცვლად ალესილებისკენ წამოვსულვართ. მერე კითხვა კითხვით გამოვიგენით გზა და დავადექით სწორ გზას, თუმცა ისევ ვეჭვობდით გზის სისწორეს. მაგრამ უკვე ყველაფერი კარგად იყო.

თავი აფრიკის შუაგულში გვეგონა. მივდიოდით ამ უნიკალურ ლანდშაფტში და ვიძირებოდით მის მორევებში. უკვე ისე დავიჯერეთ აფრიკაში ყოფნის ამბავი ლამას თუთიყუშიც კი მოელანდა. :lol: ცოტაც და მარტორქას დაინახავდა :D

გადავედით კანიონებზე და დაიწყო ჩვენი ოფროუდ თავგადასავალიც თუმცა Hyundai Galloper -მა თავი შეგვაყვარა, დაამტკიცა მისი ძალა და მიწასტან მოჭიდება.

ყველა სირთულე გადავლახეთ და კანიონშიც გავისეირნეთ. ალაზნის პირას კოღოების შეტევა გადავიტანეთ და უკან გამოცეშურეთ.

უკანა გზაზე არსად გადაგვიხვევია და ისევ ჩვენი მასპინძლის სუფრას მივუჯექით ქედში ცასულები.

ნამდვილი თავგადასავალი ჯერ კიდევ წინ გველოდა,
დღეს თავები ძვლივს ავწიეთ ნაბახუსევებმა (ჩემს გარდა, მე არ ვსვამ :D)

დილით ლამას ბიძამ ლოგინშივე დაგვალევინა ცივი ლუდი,
ლუდზე უარი არ გაგვივიდა და ლოგინშივე შევბრუვდით :D
მერე სუფრაზეც დავჯექით და 01.30სთვის გავედით დედოფლისწყაროში, ელიას მტაზე. აქ ჩვენმა გზააბნეულობამ ისეთი გზით მიგვიყვანა რომ მანქანა დიდი ბალახებში ლამის დაიკარგა და ორმოშიც აღმოჩნდა მარჯვენა საბურავები. ამ ყველაფრის შემდებ მე ჭინჭრით დავისუსხე და მანქანას ანტენა მოტყდა :(
მაგრამ ადვილად გადაილახა ისევ გალო[ერის წყალობით ყველადერი. ავედით ელიას მონასტერში და წამოსვლა აღარ გვინდოდა. თუმცა წინ ვაჩნაძიანთ კარი გვიხმობდა.

აქედან ვაჩნაძიანთ კარამდე მსვიდობით ვიმგზავრეთ თუ არ ჩავთვლით გურჯაანში შეხვედრას ლოლასთან :D :lol: :lol:

ლოლას და სოფოს(ნიკი არ ვიცი სამწუკაროდ) ნახვამ გაგვახარა და გაგვამხიარულა. თუმცა გული დაგვწყდა რომ ვაჩნაძიანთკარში ვერ წავიყვანეთ ადგილის უქონლობის გამო.

ამის შემდეგ კითხვა-კითხვით მივადექით მონასტრის ასახვევს. გზიდან 10-11კმ იყო. მაგრამ აქ ნამდვილი ოფროუტ ტური გველოდა თურმე. ჩვენთვის ურთულესი ტალახიანი გზა დავძლიეთ. ბევრჯერ ჩავრთეთ ე.წ "პანეჟენნი" და მივაღწიეთ მონასტერს. აქ სიტყვები არ მყოფნის მონასტრის ასაღწერად. ეს უნდა ნახოთ

აქაც კოღოებმა გამოგვყარეს. თუმცა დროულად. 10 წუთი რომ დაგვეგვიანა დიდი თქეში მოგვისწრებდა და იქედან ჩამოსვლა გართულდებოდა ჩვენი თოხარიკისთვისაც კი ჩვენნაირი მძღოლების ხელში :D

მერე ცოტცოტა კურიოზებით კაჭრეთამდე მოვაღწიეთ, ვიმწვადავეთ და წამოვედით სახლებში.

იმედია გაიგებთ ნაწერის აზრს :D

დანარჩენი იმ 4მა დაწეროს.
ფოტორეპორტაჟიც მოვა მალე
Last edited by Ivane Goliadze on 22 ივნ 2010, 12:05, edited 2 times in total.

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
დედოფლისწყარო, ვაშლოვანი, ვაჩნაძიანთკარი

Post by Ivane Goliadze » 21 ივნ 2010, 01:05

დავიწყებ ფოტოებს. ოღონდ ჯერ ცოტას დავდებ
მეზარებვა ყველა
დაღლილი ვარ :)

პანორამა ყარაულის გორიდან ალაზნის ველისკენ
Image

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
დედოფლისწყარო, ვაშლოვანი, ვაჩნაძიანთკარი

Post by Ivane Goliadze » 21 ივნ 2010, 01:25

ახლადამოსული მზე ალაზნისველის თავზე
Image

Image

ტობა ტრეველის დროშა და მედროშე
Image
ჩვენ(როგორც უკვე გითხარით მონადირეს ეძინა)
Image

ისევ მედროშე
Image

ნიკა ტობას მაისურით
Image

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
დედოფლისწყარო, ვაშლოვანი, ვაჩნაძიანთკარი

Post by Ivane Goliadze » 21 ივნ 2010, 01:57

ქედში შევიარეთ მიტოვებულ ავიაბაზაზე სადაც გავერთეთ :D
Image

Image

პაუნა თვითმფრინავის ნაწილებს ეძებს :D
Image
ჩვენი გმირი და ტობას დროშა
ImageImage

ავოე
Image
Image

ლამა ასაფრენ ბილიკზე დავსვით საჭესთან :D
Image


User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
დედოფლისწყარო, ვაშლოვანი, ვაჩნაძიანთკარი

Post by Ivane Goliadze » 21 ივნ 2010, 02:18

უკვე ნაკრძალისკენ წავედით

ჩვენ
Image

მერცხლების ქალაქი
Image

გზა ალესილებისკენ
Image

Image

Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
დედოფლისწყარო, ვაშლოვანი, ვაჩნაძიანთკარი

Post by teo- » 21 ივნ 2010, 02:57

მმმ ფოტოები მაგარია


ეს ლაშქრობის თემაა თუ ტობატრეველის რეკლამა?

8)
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
დედოფლისწყარო, ვაშლოვანი, ვაჩნაძიანთკარი

Post by Ivane Goliadze » 21 ივნ 2010, 03:08

ალესილებტან ახლოს
Image

ალესილები (პანოებს მერე დავყრი რომ ავაწყობ)
Image
თოხარიკი ალესილების ფონზე დაქრის
Image

უკვე გადავუხვიეთ მიჯნის ყურისკენ

გზად ყურისკენ
Image

Image

Image

Image

Image
კანიონებს გადავხედეთ
Image

გზად კაპოტზე ვისადილეთ
Image

Image

Image

კანიონშიც დავეშვით
Image

Image

თითქმის მიჯნის ყურესთან ვართ(50 მეტრში)
Image


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დედოფლისწყარო, ვაშლოვანი, ვაჩნაძიანთკარი

Post by qvevri » 21 ივნ 2010, 09:14

Roger Waters(vanichkebi)
სპილოს "ხორთუმი" არ ნახეთ :?:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დედოფლისწყარო, ვაშლოვანი, ვაჩნაძიანთკარი

Post by Naia » 21 ივნ 2010, 09:58

Roger Waters(vanichkebi)
ულამაზესი ფოტოებია და საერთოდ, ულამაზესია ვაშლოვანის ნაკრძალი. მე ვფიქრობ, რომ ეს ადგილი რაც შეიძლება ბევრმა უნდა ნახოს. შარშან ვიყავით კარაველები ვაშლოვანში და ალესილებიდან რომ გადმოვიხედეთ ისეთი შეგრძნება მქონდა, სადმე ჟირაფს ან ზებრას მოვკრავდით თვალს :)

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
დედოფლისწყარო, ვაშლოვანი, ვაჩნაძიანთკარი

Post by nusa » 21 ივნ 2010, 10:15

ვაჰ, ვაჰ....
სუპერ ტურია! :D




მეც ვინატრებდი მანდ მოხვედრას :oops:
Image

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
დედოფლისწყარო, ვაშლოვანი, ვაჩნაძიანთკარი

Post by Nephros » 21 ივნ 2010, 10:37

იმედია ფოტოები ამით არ დამთავრებულა და ვაშლოვანიც იქნება. ერთი პირობა ისიც ვიფიქრე, ამათმა "შემთხვევით" ზაბრისკი პოინტისკენ ხომ არ გადაუხვიეს–მეთქი. ვაშლოვანის შემთხვევაში ამას ალბათ უნდა მოველოდეთ.
ლანდშაფტის შემხედვარეს გამახსენდა, რომ კარავში არასდ შემხვედრია (შესაძლოა არის კიდეც) თემა ქვეწარმავლების შესახებ. კერძოდ, რა უსაფრთხოების ზომებს შეიძლება მიმართოთ გველის ნაკბენის შემთხვევაში? ნაკრძალის ადმინისტრაციულ პუნქტში არის საამისოდ პირველადი დახმარების პუნქტი? წელიწადის რომელ პერიოდში ჯობია აქ წასვლა?
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დედოფლისწყარო, ვაშლოვანი, ვაჩნაძიანთკარი

Post by Naia » 21 ივნ 2010, 10:42

Nephros
ნებისმიერ დროს შეგიძლია წახვიდე. ჩვენ მაისში ვიყავით, როდესაც გველებს დაწყვილების სეზონი აქვთ და მხოლოდ ერთს მოვკარით თვალი, ისიც შეშინებული გაგვირბოდა. კარგი იქნება 'რჩევებში' გაიხსნას ეგეთი განყოფილება. ვაშლოვანის შემთხვევაში როგორც აგვიხსნეს, ანტიგიურზინის შრატს შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება, რისი ფუფუნებაც დედოფლისწყაროში არა აქვთ. ერთადერთი გამოსავალი შვეულმფრენის გამოძახება და დაშავებულის თბილისში გადმოფრენაა.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
დედოფლისწყარო, ვაშლოვანი, ვაჩნაძიანთკარი

Post by Nephros » 21 ივნ 2010, 10:49

Naia
მადლობა. ისე თუ მსგავსი თემა არ არსებობს, ნამდვილად არ გვაწყენდა მისი გახსნა. ვიცი, შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო, მაგრამ მცირე სიფრთხილე ყოველთვის გვმართებს.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]