
ფოტოები კი, ერთი კადრი რაარი - ისიც კი არ გადამიღია არც მე და მემგონი არც არავის ვინც კი ნავში იჯდა (ანდა როგორ გადავიღებდით).
ასე რომ, გასვლის არამოჯომარდე მონაწილეებო, რომ აგვაცილეთ ბოლო წერტილამდე და ჯერ იქ რომ გვაფიქსირებდით თქვენი ლამაზი ფოტოაპარატებით თუ როგორ გვიტარებდნენ ინსტრუქტაჟს, და მერე ჩვენ რომ დაშვება დავიწყეთ და თქვენ მანქანით რომ დაუყევით ფშავის არაგვს ნაპირ-ნაპირ და ხიდებზე რომ იყავით ჩასაფრებულები ფოტოკამერებით ჩვენი დაძაბული სახეების დასაფიქსირებლად, და მერე რომ და მერე რომ... აღარ გავაგრძელებ, მოკლედ თქვენ, ჰო თქვენ შემოგქცერით ახლა მოჯომარდეთა მთელი არმია, და მთელი წწწ.კარავი.გე და ელის დღევანდელი მშვენიერი გასვლის ამსახველ ფოტოებს. ჰოდა მჯერა რომ დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი


მე მანამდე ცოტა შესავალს გავაკეთებ

ამ გასვლის იდეა გაჩნდა რამოდენიმე კარაველის ერთ-ერთი ჩვეულებრივი შეკრების დროს, გრძელი სამუშაო დღის შემდეგ (ჩვენთან ერთად თამუნა_გუდარეხი და წივწივა რომ იყვნენ მახსოვს. სხვებიც იყვნენ მარა აღარ მახსოვს ვინ - მე მაპატიეთ

ფორუმზე სამომავლო გეგმებში თემაც გაიხსნა და იქ შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ ვითარდებოდა სიტუაცია.
აგერ ამ გასვლის დაგეგმვის ბმულიც http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4319&start=0
დათქმულ დღეს და დათქმულ დროს - 20 ივნისის 13:00 საათისათვის შევიკრიბეთ "რედისონთან". ვინაიდან მინიბუსებში ადგილი იყო, ნაია და მისი მგზავრებიც მინიბუსში მოთავსდნენ და 30 წუთის დაგვიანებით დავიძარით ფშავისკენ - სოფ. მაღაროსკარისკენ.
წამომსვლელებს შორის იყვნენ:
1. ნაია
2. გამარჯობა საქართველო
3. მთაშენკა (არ უჯომარდია, მარაა, სურათები გადაიღოო ავ თვალს არ ენახვება თურმე


4. Don
5. QEBURIUS
6. kappa
7. ბასილა
8. წივწივა
9-15. წივწივას 7+
16. Tamuna_gudarexi
17. Falcon
18. shalva
19. რიფი
20. ეკა (იგივე marmenio)
21. tiskrine
22. Diaman
23. ოპტიმისტი
24. ვანსკი
25. GOGOLA
26. ციცი
27. ნინი_85
28. კარვის მეგობარი ალექსანდრე (99%-ით მოვდივარო)
29. shalva+
30. LiBrA
31. megzuri
32. ქეთი (Falcon-ის +)
33. L/F
34. L/F + (არ უჯომარდია)
35. Shanshika.
36. Kakatuli – არ უნდა ეჯომარდა ვითომ და ყავა უნდა წამოეღო, მაგრამ იჯომარდა კიდეც და ყავაც წამოიღო სათლით
37. აცაბაცა
38. ილია - ჯომარდობის გარეშე
39. მიქაელი
40. Hereti - არ უჯომარდია, ფოტოებს იღებდა ესეც მაგარს

41. მელექსა - ამას წესით ლექციები უნდა ქონოდა, მაგრამ რედისონთან მისულს იქ დამხვდა. ესეც არ იკმარა და იჯომარდა კიდეც



რამოდენიმეს გარდა ყველამ იჯომარდა.
დავეშვით 6 ნავით.
ტრასის სიგრძე იყო 15 კმ.
სირთულის კატეგორია 2.2 - 2.3.
დაშვება, როგოც თავიდან იყო ნათქვამი მიეძღვნა კარაველი ვარვარას ხსოვნას.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც.
გაინტერესებთ ვინ გაიმარჯვა და რა მიიღო პრიზის სახით ამ გუნდმა? ეს ყველაფერი ქვემოთ დაიწერება

თან სურათების თანხლებით ბევრად კარგად გამოვა მემგონი ქრონოლოგიის აღწერა. ასე რომ, ფოტოების მფლობელებო, ბურთი და მოედანი თქვენია და სხვებთან ერთად მეც დიიიდი ინტერესით ველი თქვენს ფოტომასალას.
კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, ასევე ყველა მონაწილეს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ნიმიბუსის მძღოლებს (ვანო ერქვა ერთს).
გაგრძელება (ალბათ) იქნება
