გილოცავთ ბრაზილიელებს ჩვენი გუნდის ზეობას.

შეგეწიოთ აქაურობის მადლი.

;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;

;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;

;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;

;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;

;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;

ფეხბურთის კოჭლი გენიოსის - გარინჩას ახალგახსნილი ბიუსტი ”მარაკანას” შესასვლელში. წამიც და ეგ ბიჭი გამეტებით დაარტყამს ბიუსტს. მასე იქცეოდა ყველა - შორიდანვე გამოექანებოდნენ და ეგზალტირებულნი, ანთებული თვალებით რარაცს ყვიროდნენ და გამეტებით ურტყამდნენ ბიუსტს. გავოგნდი... ჯერ ვიფიქრე, ალბათ, არ უყვართ გარინჩა, მაგრამ მიცვალებულის ასეთი სიძულვილიც რა უბედურებაა-მეთქი... ნანახმა გული იმდენად დამიმძიმა, არათუ იქ, ახლაც რომ ვიხსენებ, ხასიათი მიფუჭდება იმის მიუხედავად, რომ უკვე ვიცი, რატომაც აკეთებდნენ ამას, საქმეში კი თამაშის დამთავრებისას რიოში მცხოვრებმა იმ ქართველმა გაგვარკვია, ადრე რომ დავდე ”მარაკანაზე” გადაღებული ფოტო. თურმე ბიუსტს აწერია, ”დაარტყი და ჩაიფიქრე”. ჰოდა, ურტყამდნენ ბრაზილიელი ყმაწვილები გამეტებით ფეხბურთის კოჭლი გენიოსის ბიუსტს და ჩანაფიქრს ხმამაღალი ყვირილით გამოხატავდნენ. ალბათ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ისეთივე ვირტუოზ ფეხბურთელობას ნატრობდა, როგორიც გარინჩა იყო, მე კი მაინც შემეცოდა სირარიბეში და მარტოობაში გარდაცვლილი ეს ფეხმოკლე ვირტუოზი - სიცოცხლეში ხომ არ ეღირსა სიხარული და არც სიკვდილის შემდეგ ასვენებენ.

ეს ”მარაკანას” მუზეუმი - იმ სახელოვან ფეხბურთელთა ფეხის ანაბეჭდები, რომლებსაც ოდესღაც აქ გაუგორებიათ ბურთი.

ეს თვით ფეხბურთის მეფე ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს პელე!

პ.ს. ფოტოების ავტორი პაატა ნაცვლიშვილი. ახლა ჩემი ნაცოდვილარი ორიოდე ფოტო.
მე და ბრანკო, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალის - ბრაზილია-ჰოლანდიის ერთ-ერთი გმირი. თვალწინ მიდგას, როგორ გადრიკა წელი და გაატარა ბურთი, რომელსაც გამარჯვების გოლი მოჰყვა.

აი, ეს ადგილები ერთად დაგველაშქროს კარაველებს - შაქრის მთა, წვერი გვემალება ნისლებში.

ეს ტროპიკული ტყე მაგ მთის დაბლაა - ტურისტული ბილიკია, რომელიც პიდაპირ ჯუნგლებში შედის, სადაც ყველაფერს შეიძლება შეხვდეთ - მცენარესაც და ცხოველსაც.

შაქრის მთიდან რიოს ბევრი ღირსშესანიშნაობა ჩანს. ერთი მათგანი ტქვენს ფერხთით იქნება გაწოლილი - იახტ-კლუბი. ზევიდან რომ დაჰყურებ, თითქოს ლურჯ ლაგუნაში თეთრი გედები დაცურავენ.
