გამარჯობათ, ახლა ვკითხულობ და მიხარია რა კარგი ფორუმი გვაქვს. დიამერტალურად განსხვავებული აზრებია და ორივე მართალია თავის ამბავში. დაიმახსოვრეთ-----ნებისმიერ შეფასებაში არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, თუნდაც არასაწყენ სიტუაციაში. დამეთანხმებით, ეს არც ისე კარგია.
თავის მხრივ, წახალისების ფორმები იდეის მამოძრავებელი ძალაა და ესეც გასათვალისწინებელია. ერთი სიტყვით, კარგადაა მოსაფიქრებელი, რომ ეს ყველაფერი ლაშქრობების პოპულარიზაციას მოემსახუროს და არა პირიქით.
აი მაგალითად, დავაწესოთ პრიზი "ვინ მიირთმევს ყველაზე მეტ ხინკალს" ლაშქრობაში. ეს, რა თქმა უნდა, არანაირად არ გამოიწვევს გაუგებრობას და ყველა დაინახავს, ვინაა ყველაზე დიდი ღორმუცელა და პრობლემაც არაა. პირიქით, სახალისო და სასაცილო იქნება. მაგრამ ახლა ვთქვათ დაწესდა პრიზი "ყველაზე მხიარული". აი აქ სიფრთხილეა საჭირო. იქნებ მე კახური იუმორი მომწონს და ჭუნას ვთქვათ იმერული. ვინ გადაწყვიტავს ჭეშმარიტებას? ან ვინაა ყველაზე გულადი და უშიშარი? "კრიტში" მივიდეთ გასარჩევად?
მოკლედ, მე წინააღმდეგი არ ვარ პრიზაობების, მაგრამ ალბათ კარგადაა ჩამოსაყალიბებელი.
არ ვიცი ძველი შუმერები ამბობდნენ, თუ ახალი ტვინგამორეცხილი ამერიკელები, მაგრამ გამიგია, რომ ურთიერთობაში ბზარის შეტანას თმის ბეწვისხელა ნაპრალიც ყოფნისო.
მგონი ესაა სულ. ხელიც დამეღალა
და კიდე...
პროვაიდერი ხომ არ გამოგვეცვალა? დავიტანჯე სანამ შემოვედი ახლაც და სულ ასეა...
