2008 წლის მარტში, როდესაც ყველას ყელში ამოგვივიდა მისი სიურპრიზები, გადავწყვიტეთ, სამაგიერო გადაგვეხადა. თან გადაგვეხადა განსაკუთრებულად და გრანდიოზულად

.
პირველად მე და ცხელი შიკოლადი ვბჭობდით და არ ვიცი საიდან მომივიდა მაისურების იდეა. ალბათ მანამდე რაღაც ვარიანტებიც გვქონდა, კარგად არ მახსოვს. ანუ უნდა დაგვემზადებინა მაისურები წარწერით - "მე მიყვარს წივწივა" და რომელიმე გასვლაში მოულოდნელად გვეჩვენებინა.
ეს იდეა სხვა მეგობრებსაც გავაცანით. ისეთებსაც, რომლებიც კარგად (ზოგიც საერთოდ) არ იცნობდნენ წივწივას, მაგრამ რატომღაც მაშინვე დაგვთანხმდნენ

.
მოკლედ, შევიძინეთ მაისურები და წარწერაც გავაკეთებინეთ.
ასევე დავამზადეთ დროშა, რომელზეც ეწერა წივწივას ფორუმული ხელმოწერა, ოღონდ მრავლობით რიცხვში - "ბევრი გვაქვს სანახავი!".
ყველაფერი მზად გვქონდა. საჭირო იყო მხოლოდ გასვლის შერჩევა.
პარალელურად მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი წივწივასთან.
30 მარტს ცხელი შიკოლადის დაბადების დღე იყო და მისთვის "გაჩალიჩებაზე"" ვფიქრობდით.
წივწივას მისთვის საძილე ჰქონდა ნაყიდი და ასევე ლაშქრობაში უპირებდა გადაცემას.
დანარჩენი ყველაფერი წივწივასთან ერთად დავგეგმე, ისე რომ არაფერზე ეჭვი არ აუღია

. ადგილიც თვითონ შეარჩია და დროც ერთად დავთქვით.
ანუ 6 აპრილის ბოჭორმის გასვლაზე დაიგეგმა 2 ოპერაცია:
ოპერაცია "წივწივღოველები"
ბოჭორმის ციხეზე კარგ მომენტს შევარჩევდით, წივწივას დავაყეენებდით ფოტოაპარატით და აპარატიდან რომ გამოგვხედავდა, უცებ გავიხსნიდით ელვა შესაკრავებს და მაისურებს გამოვაჩენდით.
ოპერაცია "ცხელი შიკოლადის დღეობა"
ბოჭორმს ციხეზე წრიულ კოშკში შევგროვდებოდით ყველანი და ცხელ შიკოლადს დავავალებდით წივწივას შორს გაყვანას. რომ ვითომ როცა დაბრუნდებოდა, ჩვენ წრეზე დალაგებულები, მაისურებით დავხვდებოდით. სინამდვილეში კი ბუშტები უნდა გაგვებერა და ტორტზეც სანთლები უნდა დაგვენთო. ადვილად რომ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა, ფურცელზე ამობეჭდილი "30 მარტი" გვეჭირებოდა ხელში.
ანუ ამ შემთხვევაში წივწივამ იცოდა რომ შიკოლადი უნდა გაეტყუებინა შორს, შიკოლადს კი პირიქით

.
უი, სინამდვილეში მესამე ოპერაციაც იგეგმებოდა, რომელიც მოგვიანებით გავიგე

.
თუ გაუგებრად დავწერე რამე, მითხარით და უფრო დეტალურად ავხსნი.