ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 13 ივნ 2010, 14:04
წერილი გადმომაქვს გვალვას მიერ გახსნილი თემიდან...
საოცარი სიმშვიდის მატარებელი ადამიანი იყო. საერთოდ, მე არ მიმართლებს ბედი ასეთების პოვნაში, მაგრამ ის ერთ-ერთი იყო ვისაც მე ვიცნობდი. ძალიან იშვიათად შევხვედრივარ ამგვარ ადამიანებს და მერე მათთან, თუნდაც რამოდენიმე წუთით ყოფნა ძალიან დიდი ხანი მამახსოვრდება. ზოგი, თითქოს წყნარია და მშვიდი, და არც ყურადღებას იქცევს თითქოს, მაგრამ ეს ხშირად მხოლოდ მოჩვენებაა... ნამდვილი სულიერი სიმშვიდე სხვაა და ეს რჩეულთა ხვედრია მხოლოდ, რათა მათ ეს ყოველივე სხვებსაც გადასდონ და სხვებიც ჩაითრიონ სიმშვიდეში.... ეს ესაა გავისტუმრე ჩემს მარანში მოსული სტუმრები, ოთხი-ხუთი ჯამფილა გამოვცალეთ და დავლოცეთ საქართველო, მცხეთა, მოვიხსენიეთ წინაპრები, შევიწიეთ უფალი და საღვთისმშობლოც ვთქვით, მაგრამ რომ წავიდნენ მერე მივხვდი, რომ თურმე სულ ვარვარას შესანდობრებს ვსვავდი და ვამბობდი ეს დრო... თურმე გულში მისი შესანდობარი ითქმებოდა ჩემდა უნებურად... ალალი იყოს მისი სულისათვის...
ეს ერთადერთი სურათი, რომელიც მე მას გადავუღე, არის გოდერძი ჩოხელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გუდამაყარში. ბედნიერია ის ადამიანი და მეტადრე გოგონა, რომელმაც ამ დრღეს სხვა რაიმე არ ამოირჩია და ეს დღე რომელიმე თბილისურ ვაიბარ-რესტორანში კი არ გაატარა სხვებივით, არამედ წამოვიდა იქ, სადაც ალბათ მთელი საქართველოს მეოთხედი უნდა წამოსულიყო, მაგრამ მეათასედი წამოვიდა მხოლოდ...
შემთხვევით მგონი არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე და არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ მან თავის კარვულ სახელად ბარბარე დაირქვა, ხოდა ამის გათვალისწინებით ჩვენ, ისე, როგორც შატილის ასულის შემთხვევაში, გვინდა დავაწერინოთ წმ. ბარბარეს ხატი, რომელსაც რომელიმე ტაძარს ან მონასტერს შევწირავთ. იმედი მაქვს, რომ ამ წამოწყებას, ისევე, როგორც წინა შემთხვაში, ბევრი კარველი შემოუერთდება და ჩვენ ჩვენი ვარვარას სახელზეც დავაწერინებთ ხატს მისი სულის მოსახმსენიებლად.
მახსენდება ჩვენი შატილიონკას სახელზე ქოზიფაში შეწირული ხატი. როდესაც ეს ხატი ავიტანეთ ქოზიფაში (მაკენას ორგანიზებული თემაა!) იქაურმა ბერმა გვითხრა, რომ "სანამ ცოცხალი ვარ თქვენ თამარს მოვიხსენიებ ლოცვებშიო.........." გამოგიტყდებით და საკუთარი თავი ძალიან შემეცოდა მაშინ...
მეგობრებო მოდით კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ ამ ჭირის გარშემო და შევაგროვოთ ხუთ-ხუთი ან ათ-ათი (...) ლარი ჩვენი ვარვარას სახელზე ხატის დასწერად. ჩვენ უკვე გვაქვს ამის გამოცდილება და მოდით კვლავ გავერთიანდეთ ჭირში. ხატის დაწერის შემდეგ ჩვენ ერთად გადავწყვიყოთ სად და როდის წავაბრძანოთ ხატი მისთვის განკუთვნილ ტაძარში... თქვენს მიერ გაღებულ თანხას მე თავად შევაგროვებ. ჩვენს ყოჩაღ მთაშენკას დახმარებას ვთხოვ კვლავინდებურად...
თქვენი ქვევრი.

Last edited by
qvevri on 13 ივნ 2010, 23:40, edited 1 time in total.
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 13 ივნ 2010, 14:10
Mta Mkvarebia wrote:qvevri
მისასალმებელი წამოწყებაა. ჩემი იმედი გქონდეს, თუკი რამე შემეძლება

-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 13 ივნ 2010, 15:31
ვაიმე...ვერ წარმომიდგენია ვარვარას გარეშე...უსაყვარლესი ადამიანია..
ეს გასვლა კი ყველას გამორჩეულად გვიყვარს.....ამის მერე ხომ...კიდევ უფრო....
-
Ninukala
- იეტი
- Posts: 4473
- Joined: 14 მაი 2007, 10:53
- Location: წყნეთი
-
Contact:
Post
by Ninukala » 13 ივნ 2010, 23:54
კარგი წამოწყებაა გიორგი... და ხომ არ იცით პანაშვიდები როდის გაიმართება, მისამართი ხომ იცით ვინმემ?
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 14 ივნ 2010, 00:01
Ninukala
და ხომ არ იცით პანაშვიდები როდის გაიმართება, მისამართი ხომ იცით ვინმემ?
იმ თემაში წერია ეგ ყველაფერი, ნინ. სამშაბათს და ოთხშაბათსაა პანაშვიდები. დელისზე, ე.წ. პროფკავშირთა სახლის უკანაა მისი კორპუსი.
ამ ფოტოებზე ახლაც ისეთი განცდა მაქვს, რაც შატილიონკას სურათებზე მქონდა - ყველა ფოტო სულის შემძვრელია, ემოციურად ძნელი და დამტვირთველი, თან ვერც ვუძლებ მათ შეხედვას, მაგრამ თან მინდა, რაც შეიძლება ბევრი დაყაროთ - თითქოს ფოტოებს ისიც თან მოჰყვება ჩვენამდე.

-
kiki
- იეტი
- Posts: 1518
- Joined: 29 ივნ 2007, 17:25
Post
by kiki » 14 ივნ 2010, 00:04
Mta Mkvarebia wrote:Mta Mkvarebia wrote:qvevri
მისასალმებელი წამოწყებაა. ჩემი იმედი გქონდეს, თუკი რამე შემეძლება

+1
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 ივნ 2010, 00:13
qvevri
ვუ1დები ამ წამოწყებას.
გვითხარი, რას ფასობს ხატის დაწერა, რა ზომის წარმოგიდგენია.
ავტორად ვინ გეგულება?
რაც შეეხება ტაძარს, სადაც შევწირავდით, ვემხრობი საზღვრისპირა ტაძრისთვის შეწირვის გეგმას.
აგრეთვე, ხატის შესაწირად გთავაზობთ ბათუმის წმინდა ბარბარეს ტაძარს, ბულვარის პირასაა, ახალ სასტუმრო :შერატონის: გვერდით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 14 ივნ 2010, 09:17
ხატის ზომები სავარაუდოთ A4 ან უფრო მოზრდილი იქნება. მისი სავარაუდო ფასი კი მერყეობს 200 დან 250 ლარამდე. რაც მეტი ფული შეგროვდება, ხატის ზომაც შესაბამისად გაიზრდება. მოდით ავიღოთ ისევ ისეთი ზომა, როგორიც შატილის ასულის შემთხვევაში იყო. ავტორი იგივე უქნება, ვინც წინა ხატი დაწერა, რადგან კაი გვარიან შეღავათს გვიკეთებს ხოლმე.
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 14 ივნ 2010, 11:49
qvevri
დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით. ფულს მთაშენკა აგროვებს?
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 14 ივნ 2010, 11:58
ეგ ყველაფერი კარგი - აუცილებლად შემოგიერთდებით, მაგრამ ერთობლივი ლოცვები არ წაგვეკითხა მის სახელზე ორმოცამდე?
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 14 ივნ 2010, 12:04
Naia
თუ მე მნახავთ მე მომეცით და თუ მთაშენკას ნახავთ იმას მიეცით. ასე უფრო მოხერხებულია.
guruli
გაუკეთოთ ორგანიზება, ნამდვილად კარგი აზრია.
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 14 ივნ 2010, 12:12
qvevri
მივესალმები წამოწყებას, რაც მალე დაიწერება ხატი მით უკეთესი !
guruli
ერთობლივ ლოცვებში ფსალმუნების ჯგუფს გულისხმობ ალბათ ირაკლი, ნამდვილად კარგი აზრია, დავიწყოთ მაშინ შეგროვება.
მე შემიძლია I კანონი წავიკითხო 40 დღის მანძილზე, დანარჩენი კი მსურველებმა რიგის მიხედვით გადაინაწილეთ.
მეაც გავთუშდ მეაც!
-
Ninukala
- იეტი
- Posts: 4473
- Joined: 14 მაი 2007, 10:53
- Location: წყნეთი
-
Contact:
Post
by Ninukala » 14 ივნ 2010, 12:31
qvevri
მგონი ფულის შეგროვება როგორც შატილიონკას შემთხვევაში, პანაშვიდების დროს იქნება უფრო ხელსაყრელი... შენც იქნები გიო და მთაშენკაც...
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 14 ივნ 2010, 12:46
ხვალ წერეთლის მხრიდან წავალ პანაშვიდზე, ვინმე თუა აქეთ, წავიყოლიებ, ფულსაც იქ დავდებთ, როცა შევიკრიბებით...
აცხა ღორებო
