burdiani
zura N.
გენაცვალეთ, ბრაზილიელებო. ვისურვებდი, ერთად გვენახოს მაგათი თამაში "მარაკანაზე", თუმცა რაღა დაგიმალოთ და "მარაკანა" ისე, უფეხბურთოდ ბევრად უფრო ლამაზი მომეჩვენა - წყნარი, გარინდებული და სწორედ ამ გარინდების გამო თითქოს ბევრად უფრო ლამაზი, მინაბული, მიმზიდველი...
შეხარბებაში არ ჩამომართვათ - დედას გეფიცებით, არაა მასე. უბრალოდ ამ პოსტს მოუხდება "მარაკანაზე" გადაღებული ეს ფოტო და იმიტომ ვდებ. უცხო ხალხიდან შუაში პაატა ნაცვლიშვილია - ჩემი დიდი კოლეგა და დიდი მოგზაური, რომელმაც იმდენი ქნა, ერთ დღეს ბრაზილიაში ისაუზმა, არგენტინაში ისადილა, ურუგვაიში ივახშმა და ისევ სან პაულუში დაბრუნდა.

მაგას იმდენად უყვარს კარავი, არ გამიბრაზდება მისი ფოტოს უნებართვოდ დადებისთვის, მეორე კი რიოში მცხოვრები ქართველია და არც ის განაწყენდება.

ნეტა მაგ დროს!
