ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
-
Falcon
- მაწანწალა
- Posts: 646
- Joined: 22 ივლ 2009, 22:46
- Location: აქ
Post
by Falcon » 10 ივნ 2010, 23:42
ცოტა ხნის წინ სამსახურიდან შეხება გვქონდა საქართველოს სხვადასხვა სკოლის პედაგოგებთან. (ჩემს კოლეგებთან) საუბრებში ერთერთმა პედაგოგმა სოფელ ატოციდან (ქარელის რ-ნი) აღნიშნა, რომ დანაგვიანებული გარემო დიდი პრობლემა იყო სოფელში და გვთხოვა თუ შესაძლებელი იქნებოდა დავხმარებოდით დასუფთავების აქციის ორგანიზებაში.
ვიფიქრე დასუფთავების აქციის ადგილობრივი კულტურული ძეგლების (წმ. გიორგის და წმ. მარინეს სახელობის ეკლესიები, ზღუდერის ეკლესია) მონახულებასთან გაერთიანება - აქ საკმარისად არის ასეთი აქციების გამოცდილება, ჰოდა იმედი მაქვს პრაქტიკულ რჩევებს მოვისმენ თუ მოხერხდა ამ გასვლის გაკეთება.
დასუფთავების აქცია სავარაუდოდ იქნება 19 ან 20 ივნისს
(ჩასწორება: ეს თარიღი შერჩეული იყო თავდაპირველად, როდესაც ამ აქციის იდეა განჩნდა, თუმცა მოგვიანებით აქცია გადაიდო 2010 წლის ნოემბრისათვის - ჩასწორების დასასრული). ეხლა საქმე რაშია: მთავარი მომენტი ამ აქციის არის ის, რომ დასუფთავებაში სკოლის მოსწავლეები უნდა იყვნენ ჩართულები. დღეს ველაპარაკე სკოლის მასწავლებელს და 18 ივნისს ეწყებათ არდადეგები - ეს ნიშნავს რომ დასუფთავების აქციის პერიოდში უკვე არდადეგები იქნება, ჰოდა რამდენად იქნება შესაძლებელი მოსწავლეების მობილიზება არდადეგების პერიოდში ცოტა ეგ მაფიქრებს.
მოკლედ, მოგვიანებით კიდევ დაზუსტდება დეტალები. ამ ეტაპზე ქარელის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა არის და მანქანაც გამოყოფილია შეგროვებული ნარჩენების გასატანად. სხვა დეტალებს ვაზუსტებ.
დიდი სიამოვნებით მივიღებ პრაქტიკულ რჩევებს

Last edited by
Falcon on 24 ოქტ 2010, 17:45, edited 1 time in total.
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 ივნ 2010, 23:49
Falcon
კგია, რომ მოსწავლეების ჩართვას ფიქრობ.
შევეცდები, ამ მხრივ მეც დაგეხმარო.
ჩემი წამოსვლა, ცოტა არ იყოს, სათუო იქნება, რადგან 2დღიანი :კარავული: გასვლა მაქვს მოფიქრებული.
ტომრების საქმე როგორ არის?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
Falcon
- მაწანწალა
- Posts: 646
- Joined: 22 ივლ 2009, 22:46
- Location: აქ
Post
by Falcon » 10 ივნ 2010, 23:57
ტომრებს შევიძენ, ოღონდ უნდა მითხრათ სად შეიძლება ამის გაკეთება. თუმცა არ ვჩქარობ ჯერ შეძენას, რადგან როგორც დავწერე იმის გარანტია ვერ მივიღე, რომ მოსწავლეების მობილიზება მოხდება, ხოლო ამის გარეშე ამ დასუფთავების აქციას მგონია რომ აზრი არ აქვს - ასე რომ, გადაჭრით ჯერ ისიც არ ვიცი რამდენად მოხერხდება ამ გასვლის გაკეთება. მალე გაირკვევა.
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 ივნ 2010, 00:08
Falcon
მეც მინდოდა მეთქვა, რომ შემოდგომის დასაწყისისთვის გადაგვედო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
Falcon
- მაწანწალა
- Posts: 646
- Joined: 22 ივლ 2009, 22:46
- Location: აქ
Post
by Falcon » 11 ივნ 2010, 00:17
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:Falcon
მეც მინდოდა მეთქვა, რომ შემოდგომის დასაწყისისთვის გადაგვედო
ჰო, ერთ-ერთ ვარიანტად მაგას ვფიქრობ, თუ ეხლა არ გამოვიდა
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 ივნ 2010, 00:36
Falcon
შეიძლება, დაგეხმარო ადგილობრივი მოსწავლეების საზაფხულო დასუფთავების შეკრებაში.
წინაზე ბავშვები ყიწვისსა და სამწევრისის დასუფთავებაში დაგვეხმარნენ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
Falcon
- მაწანწალა
- Posts: 646
- Joined: 22 ივლ 2009, 22:46
- Location: აქ
Post
by Falcon » 14 ივნ 2010, 15:45
იქაურ მასწავლებელს კიდევ ვესაუბრე. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ შემოდგომისთვის გავაკეთებთ ამ დასუფთავების აქციას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უკვე არდადეგებია და მაინც მოსწავლეების მობილიზება შეიძლება გაძნელდეს. მეორე (უმთავრესი) ის რომ ზაფხულია, სიცხე, ჰოდა არაა სასურველი ნაგავთან კონტაქტი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომლებმაც შეიძლება მთლად ვერ დაიცვან ჰიგიენის წესები.
ასე რომ, შემოდგომისთვის გააქტიურდება ალბათ ეს საკითხი.
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 ივნ 2010, 01:21
Falcon wrote:იქაურ მასწავლებელს კიდევ ვესაუბრე. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ შემოდგომისთვის გავაკეთებთ ამ დასუფთავების აქციას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უკვე არდადეგებია და მაინც მოსწავლეების მობილიზება შეიძლება გაძნელდეს. მეორე (უმთავრესი) ის რომ ზაფხულია, სიცხე, ჰოდა არაა სასურველი ნაგავთან კონტაქტი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომლებმაც შეიძლება მთლად ვერ დაიცვან ჰიგიენის წესები.
ასე რომ, შემოდგომისთვის გააქტიურდება ალბათ ეს საკითხი.
სწორი გადაწყვეტილებაა.
იმედია, :კარავიდანაც: ბევრი შემოგი1დებით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
Falcon
- მაწანწალა
- Posts: 646
- Joined: 22 ივლ 2009, 22:46
- Location: აქ
Post
by Falcon » 24 ოქტ 2010, 01:21
მემგონი დროა ეს თემა ამოიწიოს.
ჯერ ზუსტად ვერ ვიძახი, თუმცა სავარაუდოდ ნოემბრის მე-2 ან მე-3 კვირისთვის ვგეგმავ დასუფთავების ამ აქციას. მანამდე ადგილობრივ პედაგოგს შევხვდები ამ დღეებში და დეტალებს დავაზუსტებ.
იმედია კარავი იაქტიურებს

-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 24 ოქტ 2010, 09:33
მე მომხრე ვარ ამ აქციის და ვეცდები არ გამოვტოვო! ეხლავე დაიწყეთ ტომრების და ხელთათმანების შეძენა!
ვისაც რამდენი შეუძლია-2, 3 ან ცოტა მეტი...თორემ ისე გამოდისხოლმე, რომ მთლიანად ! ადმიანი ყიდულობს და ეს იაფი სულაც არაა!
ან თუ ის ერთი -ორგანიზატორი ითავებს და გვიყიდით თავიდან თავისი სახსრებით, მერე გზის თანხასთან ერთად 2 ან 3 ლარი რომ ზედმეტი აგროვდეს, დაფარავს იმ ხარჯს და შეიძლება მომდევნო აქციისთვისაც დაგვრჩეს ტომრები, ხელტათმანები ან თანხა!
ადრეც დავწერე ეს მე......იმიტომ, რომ როგორც წესი (არადა, არავის დაუწესებია!) გოგა იხდიდა ამ ხარჯებს.....
-
arcivi9
- იეტი
- Posts: 1737
- Joined: 13 ნოე 2006, 12:29
-
Contact:
Post
by arcivi9 » 24 ოქტ 2010, 16:07
ვფიქრობ რომ მეც შემოგიერთდებით დასუფთავების აქციაში

მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
-
Falcon
- მაწანწალა
- Posts: 646
- Joined: 22 ივლ 2009, 22:46
- Location: აქ
Post
by Falcon » 24 ოქტ 2010, 17:37
კარგია რომ აქტიურობაა თემაში. აუცილებლად დავწერ საორგანიზაციო საკითხებს მოგვიანებით. 2შაბათს შიდა ქართლში ვიქნები და შევხვდები ამ სკოლის პედაგოგს და დეტალებს დავაზუსტებ.
ამ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ამ გასვლაში დასუფთავებასთან ერთად ვნახავთ კულტურულ ძეგლებს (დეტალები მოგვიანებით).
ტომრებს და ხელთათმანებს მე მოვაგვარებ, უბრალოდ თუ ვინმე მეტყვის (მე არ მაქვს კარავულ დასუფთავების აქციებში მონაწილეობის გამოცდილება) სავარაუდო რაოდენობას კარგი იქნება, თუ არა და მე ჩემი ვარაუდებით გავაკეთებ.
მადლობა აქტიურობისათვის

გაიხარეთ!!
Last edited by
Falcon on 24 ოქტ 2010, 17:47, edited 1 time in total.
-
Falcon
- მაწანწალა
- Posts: 646
- Joined: 22 ივლ 2009, 22:46
- Location: აქ
Post
by Falcon » 24 ოქტ 2010, 17:47
სათაურში და პირველ წერილში ჩავასწორე თარიღები - ივნისის ნაცვლად ნოემბერი 2010.
-
NINUCA
- მაწანწალა
- Posts: 718
- Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
- Location: q. Tbilisi
Post
by NINUCA » 25 ოქტ 2010, 23:19
ძალიან კარგია ეს თემა რომ წამოწიე. დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით.
ტომრებს და ხელთათმანებს რაც შეეხება ამ საკითხშიც შევიტან ჩემს მოკრძალებულ წვლილს. ჭუნიკომ სწორად აღნიშნა - დასუფთავების აქციებზე ყოველთვის გოგას უწევს ამ ხარჯების გაღება, რაც ვფიქრობ რომ არასამართლიანია.არავინ არის ვალდებული საკუთარ თავზე აიღოს მთლიანი ხარჯი მათ შორის არც შენ. კარგად მესმის გოგას დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მაგრამ ვისაც აქციაში მონაწილეობა სურს და გული შესტკივა თავის ქვეყანაზე რამოდენიმე ტომარის შეძენაზე უკან არ დაიხევს. მონაწილეებისათვის რამოდენიმე ტომრისა და ხელთათმანის შეძენა ვფიქრობ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, ერთი ადამიანისათვის კი საკმაო ხარჯთან არის დაკავშირებული, მითუმეტეს როცა დიდი ტერიტორიაა დასასუფთავებელი. ასე რომ ან ერთმა ადამიანმა შეიძინოს და მერე მონაწილეებმა გადაინაწილონ ან ყველამ ინდივიდუალურად იზრუნოს (ეს არამგონია მოსახერხებელი იყოს). არ ვიცი რა ფართობია დაბინძურებული და რა დოზით მაგრამ რადგან პედაგოგები ამ პრობლემით ასე არიან შეწუხებულნი ე.ი. დიდი ოდენობით ნაგავთან გვექნება საქმე. ვფიქრობ გონივრული იქნება დაახლოებით 200 ტომარა ვიქონიოთ, ხელთათმანი კი მონაწილეების რაოდენობაზეა დამოკიდებული.თუ დარჩება სხვა აქციებში გამოვიყენებთ, მთავარია არ დაგვაკლდეს.
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 26 ოქტ 2010, 09:29
Falcon
ტომრებს რაც შეეხება, გოგა 200 ცალამდე ყიდულობდა ხოლმე. ცარიელი ტომრები იყიდება კოკა-კოლას ქარხანასთან. გამოფენასა და კოკა-კოლას ქარხნის შორის რომ ჩასახვევია იქ უნდა ჩაუხვიო და მიადგები შაქრისა და ფქვილის გამყიდველებს. ისინი ყიდიან უკვე გამოყენებულ, მაგრამ ნაგვისათვის ვარგის ტომრებს. ყველა ვარიანტში აჯობებს შაქრის ტომრები იყიდოთ, ფქვილის ტომრები ძალიან მოუხერხებელია.