კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
საქართველო უცხოურ პრესაში – 2010 წლის მაისი
ჩვენ მთელი თვე არჩევნებს ველოდით. გვინდოდა თუ არ გვინდოდა – ჰაერი სლოგანებით, დაპირებებით და კანდიდატების ღიმილიანი სახეებით იყო გაჟღენთილი. „მხიარული“ თვე აღმოჩნდა მაისი: ჯერ იყო და თბილისში პოლიციის და დამოუკიდებლობის დღეებისადმი მიძღვნილმა აღლუმებმა, მოსკოვში კი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების ზეიმმა გაგვართო. შემდეგ ვიხილეთ დრამატული შეხლა-შემოხლა ფსევდო-რელიგიურ მოტივებზე აღმოცენებულ ჯგუფებს და გამოხატვის თავისუფლების დამცველებს შორის. ყველაფერი კი 30 მაისით – არჩევნების დღით დაგვირგვინდა. ამასობაში მსოფლიო გეოპოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის ორომტრიალშია გადაშვებული. თუ მაისის პრესას გავეცნობით, ეს ყველაფერი ხელის გულზე გადაგვეშლება
მიშას დაბრუნება
მაისი საქართველოში მუნიციპალური არჩევნების თვეა. ეს ამბავი მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. სტატიები ყვებიან წინასაარჩევნო სიტუაციაზე, კანდიდატების რეიტინგებზე, აკეთებენ პროგნოზებს და გადამწყვეტ თარიღს ელიან. ერთ რამეზე ყველა თანხმდება, ესაა ტესტი სააკაშვილისთვის და გამოცდა მთელი მისი მთავრობისთვის – მსოფლიომ უნდა გაარკვიოს, იქონიოს თუ არა იმედი, რომ საქართველოს მყიფე დემოკრატიისგან რამე გამოვა. ისიც ყველას აინტერესებს, რა ბედი ეწია სააკაშვილის რეიტინგს 2008 წლის ომის შემდეგ და რაღა თქმა უნდა, ინტერესს ამძაფრებს ის, რომ თბილისის მერობა პრეზიდენტობის ტრამპლინად განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგიური კვლევები სამთავრობო გუნდის დიდი უპირატესობით გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ, საქართველოს და თბილისის მუნიციპალური არჩევნები საერთო მოლოდინისა და მსჯელობის საგანი გახდა.
ეუთო-მ ადგილობრივი არჩევნებისთვის უჩვეულოდ ბევრი – 200-მდე დამკვირვებელი მოგვივლინა. პრეზიდენტმაც პირობა დადო, რომ არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდებოდა. როგორც Eurasia Review წერს – „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ამ არჩევნების შედეგები გამოავლენს ქართული დემოკრატიის სუსტ და ძლიერ მხარეებს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის დემოკრატიული მისწრაფებები სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშეა“.
არჩევნებამდე იყო პოლიციის დღე და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი. ამ ღონისძიებებს მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, ბევრს გაუჩნდა კითხვა – რისი დემონსტრირება სურდა ამით სააკაშვილს? “ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი დღით ადრე, წაგებული ომის შემდეგ პირველი პოლიტიკური გამოცდის დროს, სააკაშვილს თბილისში კვლავ ტანკები გამოჰყავს და ქართულ ხუთჯვრიან დროშებს აფრიალებს. გზავნილი ასეთია: პრეზიდენტი კვლავაც მყარად ზის უნაგირზე” (Der Standard). ოპოზიციამ ეს გააპროტესტა. აღლუმი ზოგმა ხელისუფლების კუნთების თამაშად შეაფასა, ზოგმაც არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლად, სხვებმა კი მას საბჭოთა გადმონაშთი უწოდეს. მართლაც, „აღლუმი მხოლოდ საქართველოში შეიძლება გახდეს ასეთი დაპირისპირების საგანი“(EURASIANET). ამას გარდა ოპონენტები სააკაშვილს ოპოზიციის მარგინალიზაციაში, მედიით მანიპულირებასა და ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრებაშიც ადანაშაულებდნენ. რომ აღარაფერი ვთქვათ პრეტენზიებზე წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, სადაც მრავალი ტრადიციული პრობლემა გამოიკვეთა:
საარჩევნო სიები – მიუხედავად ამის მოსაწესრიგებლად გაღებული გარკვეული ძალისხმევისა, სიების სანდოობა კვლავ ეჭვს აღძრავდა, თუმცა ხელისუფლების გარდა, აქ ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება. მავანთა აზრით, მათ შეეძლოთ, ეს ამოცანა საკუთარ თავზე აეღოთ და ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას სერიოზულად მიდგომოდნენ(Eursia review) .
დაუბალანსებელი მედია – ანგარიშებში ნათქვამია, რომ ნაციონალური არხები მაქსიმალურად ეწეოდნენ უგულავას წინასაარჩევნო რეკლამირებას, ფაქტიურად დაუფარავად უჭერდნენ მას მხარს, თუმცა ეუთო-მ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც დაუფასა დაბალანსებული მაუწყებლობა. მართალია საქართველოში არსებობს მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი არხები, მაგრამ მათი დაფარვის თუ გავლენის მასშტაბები ნაციონალურ არხებთან შედარებით ბევრად მცირეა. ამაზე საუბრობს გია ნოდიაც, სტატიაში “ნაწილობრივ თავისუფალი ქართული პრესა“ (RadioLiberty).
გარდა ამისა არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი ტრადიციული საარჩევნო პრობლემები, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსი, საბიუჯეტო თანხების პირადი კამპანიისთვის გამოყენება, ზეწოლა ოპოზიციურ კანდიდატებზე – განსაკუთრებით, რეგიონებში და ა.შ. მოკლედ, ყველა ის გარემოება რაც საფუძველშივე უარყოფს თითოეული მონაწილისთვის თანაბარი სათამაშო პირობების პრინციპს.
საბოლოოდ, არჩევნების დღემ მშვიდად ჩაიარა – მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თბილისში არეულობის დაწყებასაც ვარაუდობდნენ. ამ აზრს ამყარებდა პოლიტიკური ოპოზიციის, ნოღაიდელისა და ბურჯანაძის ვიზიტები მოსკოვში. როგორც სარა მარკუსი წერს – „საქართველოში რეალურად შფოთავენ ოპოზიციის ორი წევრის აქტივობის გამო, რადგან ისინი რუსეთთან და პუტინთან დაახლოვებას ცდილობდნენ. ამ ორივე პოლიტიკოსმა შოკში ჩააგდო ქვეყანა იმით, რომ რამდენიმე თვის წინ მოსკოვში ჩავიდნენ და პუტინს ჩამოართვეს ხელი. მას შემდეგ ისინი კიდევ იყვნენ რუსეთში და გამარჯვების დღეს, 9 მაისს ორივე სააკაშვილის სასტიკ მტერს პუტინს ეწვია მოსკოვში. ზოგიერთს მიაჩნია, რომ რუსეთი რამენაირად გამოიყენებს ამ ორს, რათა საქართველოში ხელისუფლება შეცვალოს“ (Telegraph). რა თქმა უდნა, შფოთის საფუძველი არსებობდა. აკი ნოღაიდელი თბილისში „ბიშკეკის გამეორებით“ ღიად იმუქრებოდა. ამას გარდა, დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდა ოპოზიციასა და პოლიციას შორის პოლიციის დღის აღნიშვნისას მომხდარი შეტაკება, ამას დაემატა არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ფსევდო-რელიგიურ მოტივებზე აღმოცენებული დაპირისპირება საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის, როცა ერთი მხარე რელიგიურ იდეალებს „იცავდა“, მეორე კი გამოხატვის თავისუფლებას – ბევრმა ამაშიც რუსეთის ხელი დაინახა – „ანტი-დასავლური განწყობა საქართველოში რეალურად პრო-რუსული სიმპათიების სინონიმია, ამიტომ საქართველოში ბევრი ორთოდოქსალური ჯგუფების გააქტიურებას უფრო დიდი ამოცანის, პრო-რუსული პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ნაწილად მიიჩნევს“ – წერს გია ნოდია (RadioLiberty).
ასეა თუ ისე, თვის ბოლოსკენ ალბათ ყველა ინტუიციით ვგრძნობდით, რომ სიტუაცია არც ისე ფეთქებადსაშიში იყო, როგორც ოდესღაც, წარსულ არჩევნებზე. მართლაც, არჩევნების დღემ მშვიდობიანად ჩაიარა – მცდარი აღმოჩნდა ვარაუდები სააკაშვილის რეიტინგის სავალალო ვარდნის შესახებ: სახელისუფლებო კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ოპოზიციამ აღიარა დამარცხება, მოსახლეობამაც არჩევნების თემა მალევე გადადო გვერდზე და თბილისში ცხელმა, ჯერ-ჯერობით მაინც მშვიდობიანმა ზაფხულმა დაისადგურა. პირველადი მონაცემებით საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები ტრადიციულად შეასაფასეს: ხარვეზებიანი, მაგრამ დემოკრატიის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი.
სახელისუფლებო გუნდის გამარჯვებამ, თუნდაც უსამართლო წინასაარჩევნო პირობებში, ბევრი რამ ცხადი გახადა: პირველ რიგში, ამან მთელ რიგ ოპოზიციურ პარტიებს მიუთითა არასწორ სტრატეგიაზე, რომლებიც სულ რაღაც ერთი წლის წინ მასობრივ საპროტესტო მიტინგებზე სააკაშვილის გადაყენების პირობას სდებდნენ. გამოჩნდა ისიც, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომელსაც მოსკოვი ელოლიავება და რომელზეც გავრცელებული მოსაზრებით საქართველოს მთავრობის შეცვლის შემთხვევაში ფსონს სდებს, არც ისე დიდ აღფრთოვანებას იწვევენ მოსახლეობაში. მიუხედავად მათი მცდელობისა, წარმოჩინდნენ როგორც მთავრობის ალტერნატივა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხში (The Jamestown Foundation). საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ თბილისის მერის არჩევნები საქართველოს პრეზიდნეტს დაეხმარა (NewYork Times).
მიშა დაბრუნდა.
მთავარი ადამიანებია
მარტივი დაკვირვებითაც შეიმჩნევა, რომ 2008 წლის ზაფხულის შემდეგ საქართველოს მთავრობის რიტორიკა კონფლიქტური რეგიონების საკითხს შეძლებისდაგვარად გვერდს უვლის. ყოველ შემთხვევაში, ეს მთავარი თემა ნამდვილად აღარაა. რა ხდება ამასობაში კოკოითისა და ბაღაფშის სამფლობელოებში?
სამხრეთ-ოსეთი მძიმე მდგომარეობაშია, ომის აჩრდილები თან სდევს და ღამით კოცონთან შეკრებილი ბოევიკები საქართველოსთან (გნებავთ – დანარჩენ საქართველოსთან) წარსულ და მომავალ ომებზე საუბრობენ. „სამხრეთ-ოსეთის მოქალაქეები ისევ ზღვარზე რჩებიან და იარაღზე უარის თქმა არ სურთ“ – იტყობინება BBC-ის კორესპონდენტი, რომელმაც ამ რეგიონში იმოგზაურა. ეს ალბათ არ არის სამხრეთ-ოსეთის ცხოვრების სრულყოფილი სურათი, მაგრამ ერთი რამ ცხადია: არაფერი შესაშური იქ არ ხდება.
იგივეს თქმა შეიძლება აფხაზეთზე. სეპარატისტებს რუსეთის მიერ აღიარებული „დამოუკიდებლობა“ ძვირი უჯდებათ: რუსი ჯარისკაცები და მუშები, გაზიდული რესურსები, რომელშიც სოჭის ოლიმპიადისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობას უნდა მოხმარდეს და ა.შ. – აფხაზეთი იძარცვება. როგორც გიორგი ბადრიაძე თვლის, გამოსავალი მხოლოდ ერთია: განდგომილები უნდა დავარწმუნოთ, რომ მათ ორი ურთიერთგამომრიცხავი არჩევანი აქვთ: ან დარჩნენ რუსეთის მივიწყებულ გარეუბნად, ან შექმნან მომავალი ევროპულ საქართველოსთან, რაღა თქმა უნდა, სრული ავტონომიის გარანტიებით (The Guardian).
მხოლოდ ერთი “უმნიშვნელო“ პრობლემა რჩება: როგორ? როგორ დავარწმუნოთ ისინი? ამაზე ოფიციალური თბილისიც ფიქრობს, ან იძულებულია იფიქროს.
2008 წლის ტრაგიკული ზაფხულის შემდეგ, როგორც სჩანს საქართველოს მთავრობა ცდილობს ყველაფერი თავიდან დაიწყოს. რიტორიკაში ტერმინი „ტერიტორიების დაბრუნება“ მორიგ ჯერზე უფრო კეთილხმოვანი სიტყვით ჩანაცვლდა: რეინტეგრაცია – ადამიანები, კონტაქტები, ეკონომიკური, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტები – ამ ყველაფერს რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი სტრატეგია ითვალისწინებს. მინისტრი თემურ იაკობაშვილი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთისა და ოსეთის მთავრობები დათრგუნულები და იმენდგაცრუებულები არიან რუსეთის ფედერაციით. მოსკოვი უარს ამბობს აღებული ვალდებულებების შესრულებაზე, საქართველოს პრეზიდენტს კი სჯერა, რომ „გული და გონება თანხმობას მოიტანს“. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება რეინტეგრაციის ახალი პროექტი: ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო მიმოსვლა, ეკონომიკური პროექტები, ჯანდაცვა, განათლება… და ეს ყველაფერი კულტურული იდენტობისადმი ფაქიზი მიდგომით.
იაკობაშვილი, რომელიც იმედოვნებს რომ საქართველო უახლოეს ათ წელიწადში გამთლიანებას შესძლებს, ახალი მიდგომის (გნებავთ, დავარქვათ ამას „შერიგების მცდელობა“) წარმატებით განხორციელებაში მთავარ როლს ევროკავშირს ანიჭებს – დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის ჩართვა კონფლიქტის მოგვარებაში. „მე ვაცნობიერებ, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ხალხები ერთ რამეში დავარწმუნოთ – მათი მომავალი საქართველოს შემადგენლობაში უფრო ნათელი იქნება. მე მზად ვარ დღე და ღამე ვიმუშაო იმისთვის, რომ კავკასიაში ურთიერთნდობასა და უფრო ინტესიურ დიალოგზე დაფუძნებულ ხანგრძლივ მშვიდობას მივაღწიოთ“ – მინისტრი საჯაროდ სდებს პირობას (openDemocracy).
საკუთარი ხედვები კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პოლიტიკურ ფიგურებსაც აქვთ. მაგალითად, ზურაბ ნოღაიდელი თავს სდებს, რომ რუსეთი თანახმაა უკან წაიღოს სეპარატისტების აღიარება, თუ საქართველო თავად მოაგვარებს ურთიერთობებს. რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს ირაკლი ალასანიაც El Mundo-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ოღონდ მისივე განცხადებით, ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს ნაციონალური უსაფრთხოების ხარჯზე.
საქართველოს „ნაციონალური უსაფრთხოება“ კი სწორედაც ის საკითხია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას:
საქართველოს ოცნება ნატო-ზე
კრემლი დანაკარგების კომპენსირებას იწყებს და წარმატებებს აღწევს. ამაში ეჭვი აღარვის ეპარება. ფერადი რევოლუციების კრახი უკრაინასა და ყირგიზეთში, დასავლეთთან ურთიერთობების დათბობა მოსკოვს საკუთარ ძალებში სულ უფრო არწმუნებს. ბევრი თვლის, რომ ჯერი საქართველოზეა.
აშშ-ს პრიორიტეტებში წამყვანი ადგილი ირანმა, ავღანეთმა და START-მა დაიკავა. ამან მსოფლიოში ამერიკული დემოკრატიის გავრცელების მისია უკანა პლანზე გადაწია. დასავლეთმა უარი სთქვა რუსეთთან კონფრონტაციაზე და გადაწყვიტა, რომ მასთან საერთო ინტერესებზე მუშაობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე „ცივი ომის“ ეპოქის დროინდელ მტრად განხილვა. მსგავსი სიტუაციით დაზარალებული საქართველო ჯიუტად ყველა შანსს იყენებს, რომ დასავლეთს ერთგულება დაუმტკიცოს. ამის მაგალითად ავღანეთში ჯარისკაცთა 1000 კაციანი კონტიგენტის გაგზავნაც გამოდგება.
ცოტა ხნის წინ ნატო-მ მაპი მიანიჭა „ერთი ციცქნა და დანაწევრებულ“ ბოსნიას და ჰერცოგოვინას. როგორც წესი სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ, ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია. მაინც რით იმსახურებდა ბოსნია მაპ-ს უფრო მეტად, ვიდრე საქართველო? მაიკლ ჩეჩირე (Eurasia Review) მიიჩნევს, რომ არც არაფრით. თუ ობიექტური კრიტერიუმების შედარებაზე მიდგა საქმე, საქართველოს წვლილი ISAF-ის საერთაშორისო ძალებში გაცილებით შთამბეჭდავია, ბოსნიასგან განსხვავებით, არც ერთი გაფრთხილება არა აქვს მიღებული და ეკონომიკურ თუ დემოკრატიულ რეიტინგებშიც უკეთესი მაჩვენებელი აქვს. რეალურად ბოსნიის მთავარ უპირატესობას მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ რუსეთი ნაკლებადაა მისით დაინტერესებული. გამოდის, რომ კრემლს ნატო-ში ახალ წევრთა დაბლოკვის ექსკლუზიური უფლება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი ამას თავგამოდებით უარყოფს. სტა ...

- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Last edited by Tamari-ch. on 02 აგვ 2010, 16:59, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
Themenabend: Krieg und Frieden im Kaukasus
Dienstag 3. August 2010 um 22.05 Uhr
Wiederholung am Donnerstag 5. August um 10.00 Uhr
(126mn)
ZDF / ARTE F
Der gewaltsame russisch-georgische Konflikt um Südossetien im August 2008 war auch ein Krieg der Propaganda-Kompanien. Die beiden Dokumentationen des ARTE-Themenabends suchen nach der Wahrheit - nach den Schuldigen dieses Krieges und den wahren Gründen dafür, diesen Krieg überhaupt zu führen.
THEMA : Guerre & paix dans le Caucase
mardi, 3 août 2010 à 22:25
Rediffusion jeudi 5 août à 09H59
(126mn)
ZDF / ARTE F
Deux ans après l’entrée en Géorgie de l’armée russe, le 8 août 2008, ARTE revient sur la ligne de front avec deux documentaires, l’un sur les rapports de force à l’œuvre dans le conflit, l’autre sur la manière dont la propagande a pris le relais des combattants. Une soirée présentée par Thomas Kausch.

Propagandanebel: Die Wahrheit und der Krieg um Südossetien
Saakaschwili, die Pravda und die Wege der Propaganda zu Zeiten des Internets
Der Fünftagekrieg zwischen Russland und Georgien im August 2008 wird von vielen Experten als eine neue Art der Kriegsführung angesehen, die auf hybride Weise einen Kalten und einen „Heißen“ Krieg verbindet. Nach starken Spannungen kam es in der Kaukasusregion zu einem kurzen Aufeinandertreffen zweier Armeen. Bereits davor und vor allem noch lange danach gab es einen Konflikt, der nicht auf dem Schlachtfeld, sondern in den Medien ausgetragen wurde. Ein Krieg, an dem die ganze Welt teilnahm.
ნ--
Russie Géorgie : médias en guerre
Saakachvili, la "Pravda" et les chemins de la propagande au temps d’Internet
La guerre de cinq jours qui opposa en août 2008 la Russie et la Géorgie était un conflit nouveau, hybride, chaud et froid à la fois. Après de fortes tensions dans la région, les deux camps se livrèrent à une brève confrontation armée. Mais déjà auparavant et encore des mois après, une guerre plus froide, médiatique, propagandiste, opposa Tbilissi et Moscou. Une guerre dans laquelle fut impliqué le monde entier.

Nephros
რა გავიგოთ აქა?

რა გავიგოთ აქა?

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
Tamari-ch.
ერთი და იგივე ინფორმაცია ორ ენაზეა - გერმანულად და ფრანგულად. იმედია მოიძებნებიან აქ ასეთები, რომლებაც ერთ-ერთი იციან. მგონი ურიგო არ უნდა იყოს ვიცოდეთ, რას და როგორ აშუქებენ დასავლურ მედიაში. თან მთელი სტატია არ დამიდია - ანონსის სახითაა. ვისაც დააინტერესებს, ნახავს.
ამასთან, ეს ტელევიზია იმედი და რუსთავი 2 არაა. საკმაოდ სოლიდური მაუწყებელია.

არც გერმანული ვიცი და არც ფრანგული
ამიტომ ჯერ ჯერობით ახალ ამბებს რ2 და იმედით ვგებულობ

ამიტომ ჯერ ჯერობით ახალ ამბებს რ2 და იმედით ვგებულობ

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
Tamari-ch.
რაც მალე დაიწვება მით უკეთესია
თანაც ბოლომდე, датла 

უცხოური ტექსტების თარგმანისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ბმულით:
http://translate.google.com
კვირის ბოლოსთვის მოკსოვში ტემპერატურის მკვეთრ მომატებას ელოდებიან. 40-ს ბევრად აცდება. + აუტანელი კვამლის გამო ორგანიზაციები ოფიციალურად წყვეტენ მუშაობას.

სვანეთოლოგი
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
Ðе будь же вредным, кувшынчик ты мой, ненаглÑдный.qvevri wrote:Tamari-ch.
რაც მალე დაიწვება მით უკეთესიათანაც ბოლომდე, датла
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
ლეონტი
а какда ани на Ð½Ð°Ñ Ð½Ð°Ð¿Ð°Ð´Ð°Ð»Ð¸ веÑело бЫло леонтионок???

სულაც არ ვდარდობ რომ იწვის
ხო რაც შეხება მაგ ცეცხლს ვერ ჩაქრობენ მაგის შანსი არა სანამ სერიოზული წვიმები არ წავა მაგის ჩაქრობა არ გამოვა მიწისქვეშეთიც კი ეწვით.
ხო რაც შეხება მაგ ცეცხლს ვერ ჩაქრობენ მაგის შანსი არა სანამ სერიოზული წვიმები არ წავა მაგის ჩაქრობა არ გამოვა მიწისქვეშეთიც კი ეწვით.
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
აგვისტოა
ეს თვე ხომ არაფერს გეუბნებათ 