კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 09 ივნ 2010, 12:22

1. რეგიონი:
ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს რაიონი, ალგეთის ეროვნული პარკი

2. მარშრუტის დასახელება:
თბილისი-მანგლისი-არხოტი-ნაპილნარი-კლდეკარი და იმავე გზით თბილისისკენ

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
საშუალოდ რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
30 ლარი ავტომობილის საწვავისთვის

6. მონაწილეთა რაოდენობა :
6

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
rifi

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი ნაპილნარი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დაახლოებით 190 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
დაახლოებით 20 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ბუნებრივი კლდეკარი და კლდეკარის ციხე (და ყველაფერი გარშემო... :wink: )

12. საბანაკე ადგილები:
სოფელ ნაპილნარის ზემოთ, ტყის პირას.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
დასახლებულ ადგილებში არხოტი, ნაპილნარი და შემდეგ კლდეკარის ციხესთან კასპის მიმართულებით ქვემოთ, ხევში რამდენიმე წყარო. ყოველი შემთხვევისთვის, მიზანშეწონილია, საკმარისად შეივსოს წყლის მარაგი სოფელ ნაპილნარში.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოსახერხებელი ფეხსაცმელი, რომელიც არ სრიალებს ადვილად და მზისგან დამცავი საშუალება

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ადრიანი ზაფხული (ყვავილებით სავსეა) და ალბათ ადრიანი შემოდგომა

16. რისკები, საფრთხეები:
კოღოები, სავარაუდოდ ქვეწარმავლები

17. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის:
ლაშქრობა რკონში გადასვლით

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მობილური ოპერატორები შეფერხებით მუშაობს გზადაგზა. კლედაკარის ციხეზე კარგად იჭერს ყველა ოპერატორი.


19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
ალგეთის ეროვნული პარკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
877 10 18 21 ბატონი გოჩა აფციაური
ასევე სოფელ არხოტში რეინჯერი თამაზი


20. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები:

წერტილები ფეხით გავლილ მიახლოებით გზას აღნიშნავს.
Image
კლდეკარის ციხე, მდებარეობს ზ.დ. 2053 მ
41°44'35.58"N 44°12'38.22"E


21. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით

10 :)

22. სასარგებლო ბმულები

სხვა გასვლის თემა ამავე მიმართულებით:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=91 ... c&start=45


Image
Last edited by tamuna_gudarexi on 10 ივნ 2010, 00:41, edited 1 time in total.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 09 ივნ 2010, 12:48

კლდეკარის ციხის ნაშთები
(ფალკონის, დათოს და ჩემი თვალით)
Image

Image

Image

Image


კლდეკარი

ქართული ციხე-დარბაზებისა და ციხეების მდებარეობას ხშირად განცვიფრებაში მოჰყავს მნახველნი. ერთ-ერთი ასეთია კლდეკარი.
თეთრიწყაროს რაიონში, თრიალეთის უღელტეხილზე, ოდესღაც ამაყად იყო წამომდგარი ბაღვაშთა ძლიერი გვარის ციხე-დარბაზი. აქედან ხელისგულივით მოჩანს სამხრეთითაც და აღმოსავლეთით - წალკისა და მანგლისის მიდამოები და ჩრდილოეთით - ტანასა და თეძმის ხეობები. ამ წყალგამყოფზე ბუნების იშვიათობას წარმოადგენს კედელივით აღმართული კლდე, რომელსაც ორ ადგილას აქვს კლდეკარი. ერთი მათგანი დაბლაა და მაღალ კლდეში გაჭრილ ვიწრო გასასვლელს წარმოადგენს; მეორე უფრო მაღლაა და შედარებით დაბალ კლდეშია გაჭრილი. ქვემო ქართლიდან შიგა ქართლის ცენტრში (გორის მიდამოებში) მიმავალი მგზავრი ამ კლდეკარს გვერდს ვერ აუვლიდა. აქ კი ბაღვაშთა ციხე-დარბაზი არწივის ბუდესავით იყო გაკრული კლდეზე და ფხიზლად სდარაჯობდა თავის სამფლობელოს. კლდეკარის ციხე-დარბაზიდან უმნიშვნელო ფრაგმენტებადაა გადარჩენილი. სამწუხაროდ, ნაგებობათა მასშტაბიც კი არ ირკვევა. ციხის ერთ-ერთი მონაკვეთის ბოლოებში კოშკების ნანგრევებია. მიწის ზემოთ სასახლეთა ნაშთებიც კი არ ჩანს.
კლდეკარს მეტად რთული და მშფოთვარე ცხოვრება ჰქონია. აქ ციხის აგება, მთელი მისი არსებობა და დაქცევაც უშუალოდ ბაღვაშთა გვარის აღზევებასთან, ცენტრალური ხელისუფლებისა თუ მეზობელი ფეოდალების წინააღმდეგ მათ ბრძოლასთანაა დაკავშირებული.
მემატიანის ცნობით, კლდეკარის ციხე აუგია ლიპარიტ ერისთავს IX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს. მშენებლობის მასშტაბზე არაფერია ნათქვამი.
კლდეკარის ერისთავები შემდეგში ისე ძლიერდებიან, რომ მეფეებსაც კი ეურჩებიან. ერთი საინტერესო მომენტი აქვს აღწერილი ისტორიკოსს. საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლ ბაგრატ III-ს არ ემორჩილებოდა კლდეკარის ერისთავი რატი. მას კი ერთგვარად მფარველობდა დავით კურაპალატი. ძლიერი მამობილის წინააღმდეგ წასვლა კი ბაგრატს არ უნდოდა. როდესაც ერთი შემთხვევის შემდეგ დავითმა ნება დართო ბაგრატს ისე ემოქმედა, როგორც თვითონ ამჯობინებდა, მან დაძრა ჯარი. ციხე-სიმაგრეში მყოფი რატის წინააღმდეგ ბრძოლა არც ისე ადვილი იყო. მეფემ პირდაპირ მისვლას ხერხით მოქმედება არჩია. იგი თრიალეთიდან ჯერ დასავლეთ საქართველოში გადავიდა, ხოლო, როდესაც ზამთარი დადგა, მთელი თავისი ჯარით მოულოდნელად თავზე წაადგა რატის. რატი მზად არ იყო დასახვედრად, ამიტომ უბრძოლველად დანებება არჩია. გამოვიდა ციხიდან, თან გამოიყვანა თავისი ძე ლიპარიტი და შეევედრა მეფეს პატიებას. მეფემ ციხე დაიკავა, რატი კი წავიდა არგვეთში, რომელიც აგრეთვე მის მამულს წარმოადგენდა.
ბრძოლა მეფესა და კლდეკარის ერისთავებს შორის განსაკუთრებით XI საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს გამწვავდა. მან, გარდამავალი უპირატესობით, რამდენიმე ათეულ წელს გასტანა.
პირველ ხანებში კლდეკარის მფლობელი, ერისთავთ ერისთავი ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაგრატ IV-ის მხარეს იყო. როცა ბიზანტიის კეისარმა, კონსტანტინემ, დაპყრობის მიზნით 1028 წელს საქართველოში სარდალი პარაკიმანოსი გამოგზავნა ურიცხვი ლაშქრით, ლიპარიტმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია კლდეკარის ციხესთან მოსულ მტერს და აიძულა იგი უკან გაბრუნებულიყო.
მომდევნო წლებში კი ლიპარიტსა და ბაგრატს შორის განხეთქილება მოხდა. 50-იანი წლების ბოლოს ლიპარიტი ისე გაძლიერდა, რომ თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველოს ბატონ-პატრონი გახდა, უფლისწულის აღზრდაც მიისაკუთრა და მცირეწლოვანი გიორგი რუისის საყდარში მეფედ აკურთხა.
ლიპარიტის ბატონობა არაფრად მოსწონდათ სხვა დიდებულებს. განიზრახეს მისი თავიდან მოცილება. სულა კალმახელმა სხვების დახმარებით შეიპყრო ლიპარიტი და მისი ძე ივანე და მეფეს მიჰგვარა. მეტად გახარებულმა მეფემ ურჩი ყმის შემპყრობნი დიდად დაასაჩუქრა. სულამ ლიპარიტს წაართვა ისეთი ძლიერი ციხეები, როგორიც იყო. არტანუჯი, უფლისციხე, ბირთვისი და ყველის ციხე, მაგრამ კლდეკარი თვით მეფის ჯარმაც კი ვერ აიღო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეფემ მეციხოვნეებს აღუთქვა, რომ ლიპარიტს და ივანეს უვნებლად გაუშვებდა, ციხე დანებდა. მეფემ ციხეში თავისი ჯარი ჩააყენა, ლიპარიტი აიძულა ბერად აღკვეცილიყო, ივანეს კი არგვეთი დაუტოვა.
მომდევნო წლებში ივანემ დაიბრუნა კლდეკარის ციხე. მაგრამ არ ჩანს, თუ რა პირობებში მოხდა ეს დაბრუნება.
იმავე საუკუნის 70-იან წლებში ახლად გამეფებულ გიორგი II-ს განუდგნენ დიდგვარიანი მოხელეები, მათ შორის ივანე ლაპარიტის ძეც. მეფემ განმდგარნი დაიმორჩილა, მაგრამ დასჯის მაგიერ დაასაჩუქრა ისინი; კერძოდ, ივანეს სამშვილდე უბოძა.
ივანემ კეთილად მოპყრობა ვერ შეიფერა და ამის შემდეგ რამდენჯერმე ისევ განუდგა მეფეს.
80-იანი წლების ბოლოს გამეფებულ დავით აღმაშენებელს ქვეყანა აოხრებული დახვდა. მისი ისტორიკოსის სიტყვით, ,,ციხეთა გარეთ" კაცი არსად ყოფილა და შენობებიც დანგრეული იყო. ბევრი თავადიც არ ემორჩილებოდა მეფეს. მხოლოდ კლდეკარი და მისი მიმდებარე მხარე, რომელიც ლიპარიტს ეკავა, ამჯერად დავითს ერთგულებდა. მაგრამ ეს ერთგულება დიდხანს არ გაგრძელებულა: 1094 წელს დავითმა შეიპყრო ლიპარიტი და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საბერძნეთს გააძევა. კლდეკარის საერისთავო კი გააუქმა. ცხადია, კლდეკარის ციხეც ერთხანს დაკარგავდა თავის ძველ ძლიერებას. იმავე ისტორიკოსის ცნობით, XII საუკუნის დასაწყისში თრიალეთი და კლდეკარი ჭყონდიდელის დისწულს, ვინმე თევდორეს უჭირავს.
მეტად უსიამოვნო ფაქტის მოწმე გამხდარა კლდეკარის ციხე 1177 წელს.
როგორც ცნობილია, გიორგი III-ს აუჯანყდა ძმისწული დემნა, რომელსაც ბევრმა დიდგვარიანმა დაუჭირა მხარი. მათ შორის მთავარ დასაყრდენს ორბელიანები წარმოადგენდნენ. თუ პირველ ხანებში სასწორი შეთქმულთა მხარეზე იხრებოდა, მალე მდგომარეობა შეიცვალა - მეფემ დაამარცხა ისინი. აჯანყებულები სასტიკად დაისაჯნენ, თვით დემნას კი კლდეკარში თვალები ამოსწვეს.
მომდევნო საუკუნეებში კლდეკარის ერისთავები უკვე ნაკლებ როლს თამაშობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რის გამოც მატიანეთა ფურცლებზე იშვიათად გვხვდება მათი სახელი.
ასე, მაგალითად, როცა XIII საუკუნის შუა წლებში საქართველოში დაბრუნებულმა დავით-ულუმ შეიტყო, რომ მის მიერ კახეთის მმართველად დატოვებული თორღვა პანკელი განუდგა, რამდენჯერმე მოუწოდა მას. შეშინებული თორღვა არ გამოცხადებულა მეფესთან. მაშინ იგი ფიცით მიუნდვია ხორნაბუჯელს და წამოუყვანია. ტაბახმელას, მეფის კარზე მოყვანილ თორღვას უღალატა მესტუმრე ჯიქურმა, დაიჭირა, გააგზავნა კლდეკარში და იქ კლდიდან გადმოაგდებინა.
გვიანფეოდალურ ხანაში კლდეკარის საერისთავო უკვე აღარ არსებობდა. ამიტომ თვით კლდეკარიც იშვიათად თუ იხსენიება.

http://dzeglebi.com/view.php?id=15
Last edited by tamuna_gudarexi on 09 ივნ 2010, 13:46, edited 1 time in total.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 09 ივნ 2010, 12:49

გიორგის, იგივე rifi-ს (ადრე giorgi.l.), დიდი ხანია, სურდა ალგეთისკენ ლაშქრობა, კლდეკარის მონახულება და იდეების განყოფილებაშიც გახსნა თემა. დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია თემას კარავზე, ამასთან, ბოლო მომენტამდე არ იყო დაწვრილებით დაზუსტებული მარშრუტი და დეტალები, ალბათ ამიტომაც აღარ გაიხსნა თემა სამომავლოებში... როცა ვნახეთ, რომ წასვლის მსურველი ცოტა ვიყავით, გადაწყდა გიორგის ავტომობილით გაგვევლო მანძილი იქამდე, სადამდეც მიისვლებოდა...

რიფის მიერ განხორციელებული პირველივე ლაშქრობა შესანიშნავი გამოვიდა! ვულოცავ და ვისურვებდი კიდევ მრავალი საინტერესო ლაშქრობის მოთავეობა ეტვირთოს :)

Image
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 09 ივნ 2010, 12:59

ვეცდები, საინტერესო არაფერი გამომრჩეს ჩვენი ლაშქრობიდან. თანამოლაშქრეები კი შეავსებენ შთაბეჭდილებებით და ფოტოებით :)
ფოტოები, რომლებსაც მე ავტვირთავ, ძირითადად გადაღებულია დათოს აპარატით თავად დათოს, ჩემ ან მარის მიერ, ასევე რამდენიმე ფოტოს დავამატებ ფალკონის და გიორგის აპარატიდან.

მაშ, ასე:
შევგროვდით შაბათს დილით რიფი, ფალკონი, ნამი, მე, ჩემი და მარი და ჩვენი მეგობარი დათო და გავეშურეთ კლდეკარისაკენ.

რიფი, იგივე გიორგი
Image

ფალკონი - გოგა
Image

რიფის პლიუსი ნამი
Image

ჩემი პლიუსი (და) მარი
Image

ჩემი პლიუსი დათო, მალე იხილავთ კარავზე Buacha-დ :)
Image

თამუნა_გუდარეხი
Image
Last edited by tamuna_gudarexi on 10 ივნ 2010, 11:59, edited 1 time in total.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by arcivi9 » 09 ივნ 2010, 13:53

ვერ გავიგე რაღაც. სამომავლო ლაშქრობებში ეს თემა არ იყო და ისე როგორ წახვედით? :roll:
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 09 ივნ 2010, 14:20

დილით 8.30 საათისთვის დავიძარით. ახალი გზა გამოვცადეთ ვერეს ხეობაში და გავედით თბილისიდან. მანგლისისკენ გზად ულამაზესი ხედები გვხვდებოდა, წვერის წმინდა გიორგის ტაძარსაც გადავხდეთ და გვირილებით გატაპენტილ მინდვრებს.
Image

Image

Image

ამ ლაშქრობას სავსებით სერიოზულად შეიძლება ეწოდოს "სულ პირდაპირ" :) სადაც კი გზის მიმართულება ვიკითხეთ, ყოველთვის გვეუბნებოდნენ - სულ პირდაპირ იარეთო. დავადგებოდით ამ პირდაპირ გზას და სულ მალე გზაგასაყართან ვხვდებოდით. მიდი და იმკითხავე, რომელია პირდაპირ :lol: ასე იყო არხოტის შემთხვევაშიც, ნაპილნარზეც და კლდეკარზეც :) ამიტომ, თუ ვინმე დააპირებთ წასვლას, ძალიან მარტივია - სულ პირდაპირ და მერე უკვე თქვენს მოხერხებულობაზეა დამოკიდებული, მართებულ გზას აირჩევთ თუ არა :)

მანგლისიდან პირდაპირ გავაგრძელეთ გზა და მივედით სოფელ არხოტში, სადაც ალგეთის დაცული ტერიტორიის რეინჯერი უნდა გვენახა და მასთან დაგვეტოვებინა მანქანა.
შინ რეინჯერის შვილი დაგვხვდა. ბიჭები მასთან აზუსტებენ მარშრუტს რუკაზე. კლდეკარისკენ შეგიძლიათ წახვიდეთ სოფელ უგუდეთის გავლით ანდა ნაპილნარის გავლით. ეს უკანასკნელი ბევრად ამოკლებს გზას, თუმცა, როგორც ვფიქრობ, უფრო რთული უნდა იყოს. თუკი ნაპილნარისკენ მიმავალ გზას აირჩევთ, როგორც ჩვენ, მთავარი მითითებაა, რომ ელექტროგაყვანილობის ბოძების გასწვრივ იაროთ. ასე გზას არ დაკარგავთ.

Image

იქვე რეინჯერის ორი ულამაზესი და უსაყვარლესი შვილიშვილიც იყო. ერთი დამემალა მე. გოგას ფოტოებზე კი ნახავთ.

Image


Image
სოფელ არხოტიდან უკვე საფეხოსნო გზა იწყება. მძიმედ აღჭურვილ-დატვირთულები შევუდექით აქა-იქ ტყესა და მინდვრებში მიმავალ გზას. გარემო მშვენიერი იყო, ამაზე ბევრს არ დავწერ, ფოტოებიდან თავად იხილავთ.

არხოტიდან გასვლამდე ეს პატარა ხიდი უნდა გადაიაროთ

Image
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 09 ივნ 2010, 14:36

რეინჯერის, თამაზის, სახლი სოფლის ბოლოშია. ამ ფოტოზე ჩანს სწორედ, სადაც მანქანა დავტოვეთ. ასე მოვიტოვეთ არხოტი უკან.

Image

რატომ არის დათო ასე დატვირთული? ჩვენც არ ვიცოდით თავიდან და გზადაგზა ნელ-ნელა გვაოცებდა... ჰამაკიო, ჭურჭლის სარეცხი საშუალებაო, ჭაღიო და ლამის დივანიც გაგვიშალა იქვე. მარტო ამ ნივთებით კი არა, იუმორით დატვირთულიც იყო :) ლაშქრობებში მეტად გამოცდილი ადამიანია და, იმედი მაქვს, რომ მალე კარაველთა რიგებში ჩაირიცხება ოფიციალურადაც :)

Image

გზად ამ ფერმის ნაშთთანაც გაივლით და მომდევნო ხიდსაც რომ გადახვალთ, შეგიძლიათ იცოდეთ, რომ ნაპილნარი უკვე ახლოსაა :)


Image

Image

Image

ამინდში გაგვიმართლა, თუმცა მზემაც ნამეტანი მოინდომა, არ ზოგავდა სხივებს. აღმართებში ადგილ-ადგილ ვისვენებდით და წავიხემსეთ კიდეც.

Image

Image

სოფლისაკენ აღმართს სანამ შეუდგებით, პატარა ჩანჩქერია და ულამაზესი გვირილების მინდორი.
Last edited by tamuna_gudarexi on 09 ივნ 2010, 14:54, edited 1 time in total.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by Shanshika » 09 ივნ 2010, 14:50

ვაა ყოჩაღ თქვენ :D


...
:roll:
...Finding Inspiration...

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by Falcon » 09 ივნ 2010, 16:55

თამუნა მადლობა რეპორტაჟისთვის ;) ნელნელა მეც შემოგაშველებ სურათებს 8)

სურათებამდე კი მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი გასვლა იყო, მართლა ნასიამოვნები დავბრუნდი - მადლობა rifi-ს. ულამაზესი ბუნება, სიმწვანე ირგვლივ, ჰაერში მოლივლივე არწივები. ქედიდან აქეთ გადაიხედავ დაბლა - სქეეელი ტყე, იქით - ხასხასა მწვანე მინდვრები, რომელსაც ზაფხულის მზე კიდევ უფრო ამშვენიერებს. უჰჰ, მაგარი იყო. არ ვიცი სურათები რამდენად კარგად გადმოსცემენ იქაურობას, მაგრამ თვალით ნანახი მგონია რომ ბევრად უკეთესი იყო.

კიდევ ერთი ამბავი - მალე ალგეთის ეროვნული პარკი გაფართოვდება და კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას მოიცავს (მათ შორის რკონის ხეობას, მგონი ბირთვისებსაც) და იქნება თრიალეთის დაცული ტერიტორია.
:wink:
Last edited by Falcon on 11 ივნ 2010, 00:46, edited 2 times in total.

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by Falcon » 09 ივნ 2010, 17:07

იქვე რეინჯერის ორი ულამაზესი და უსაყვარლესი შვილიშვილიც იყო. ერთი დამემალა მე. გოგას ფოტოებზე კი ნახავთ.
აგერ ბატონო, ინებეთ :)

ძაან საყვარელი ბავშვები იყვნენ

Image

Image

Image

Image
Last edited by Falcon on 09 ივნ 2010, 18:06, edited 1 time in total.

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by Falcon » 09 ივნ 2010, 17:24

რეინჯერის სახლთან გავაჩერეთ მანქანა და მოვემზადეთ კლდეკარის დასალაშქრად

Image

მარა მანამდე კარავი.ჯი -ს კვალი ხომ უნდა დაგვეტოვა. ჰოდა დავტოვეთ კიდეც. თუმცა არც კლდეზე მიგვიწერია, არც ხის ქერქზე ამოგვიჭრია - ზედ რიფის მანქანაზე მიაწერა თამუნა-გუდარეხმა :)

Image

ბოლო გადამოწმება გასვლამდე და მზად ვართ

Image

Image


ჯგუფური ფოტო გასვლის წინ
Image

და გავედით :)
Image

Last edited by Falcon on 09 ივნ 2010, 23:51, edited 1 time in total.

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 09 ივნ 2010, 18:40

ნაპილნარამდე გვირილების მინდორში შევისვენეთ და ვინებივრეთ ყვავილების ულამაზეს ზღვაში.

აქ შორს უკვე მოჩანს სოფელი ნაპილნარი:

Image

Image

Image

Image
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamuna_gudarexi » 09 ივნ 2010, 18:49

სოფელი ნაპილნარი აზერბაიჯანული მოსახლეობითაა დასახლებული. ძალიან გულკეთილი და მეგობრული ხალხი ჩანს. ასეთი დატვირთულები რომ დაგვინახეს, შინ გვეპატიჟებოდნენ, დაისვენეთ და გზა მერე განაგრძეთო. ძალიან გაუხარდათ ჩვენი დანახვა... სასიამოვნო მოგონებად წამომყვა მათი ღიმილიანი სახეები. წყლის მარაგი შევივსეთ ერთ-ერთ მოსახლესთან ეზოში, თუმცა მაინც დაგვაკლდა შემდეგ. გზა მიგვასწავლეს, 2 – 3 საათში ახვალთ კლდეკარზეო, პირდაპირ იარეთო (ისევ პირდაპირ)...

Image

Image

Image
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 ივნ 2010, 19:35

tamuna_gudarexi
ძნ მომწონს ასე ოსტატურად გახსნილი თემა.
კგ გასვლა გქონიათ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

tamari-khevi
მაწანწალა
Posts: 464
Joined: 08 დეკ 2008, 11:13
კლდეკარის ციხე, ალგეთის ხეობა/ 5-6 ივნისი, 2010

Post by tamari-khevi » 09 ივნ 2010, 20:43

არაჩვეულებრივად მზიანი და ყვავილიანი გასვლა გქონიათ......ყოჩაღ,კარაველებო,ყოჩაღ............

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]