meore monadire
გაუმაარჯოს!
დაპირების გადაკეთებული ასრულება არ იქნება,
თან მეც მინდა მეორედ დავწერო მეორე შთაბეჭდილებები
გზასთან დაკავშირებით გავარკვიე: კარგი ტემპით წმენდენ და თუ ავდრები არ იქნა, 8-9 დღეში გავწმენდთო, თუ არა და ცოტა მეტი - 14 დღე დასჭირდება.
meore monadire
Kakha
ათენგენობა და ხითანობა დაახლოებით ივლისის 11-12-ში უწევს(ანუ აღდგომიდან მე-100 დღესთან ახლოს მყოფ კვირას), მაგრამ ვაპირებ ან მანამდე წავიდეთ, ან მაგის მერე. უფრო მანამდე, ვთქვათ, 7,8,9,10 და აი, რატომ: 10 რიცხვიდან ჯიპებს აღარ ეცლებათ და დღეობებში ხალხის აყვანა-ჩაყვანაში ან სხვა სოფლებში გადაყვანასა და სამზადისში იქნებიან ჩართულები. არც ცხენებს ეცლებათ - ყველა თავის სალოცავში მიდის, ზოგიც სტუმრად გადავა სხვა სოფლებში (ათენგენობა ომალოშიც იქნება და სხვა სოფლებშიც), ამის გამო ცხენტური და, შესაძლოა, ჯიპტურიც აღარ გამოგვივა.
განსაკუთრებით ცხენტური მენანება მაგისთვის, იმიტომ, რომ მე პირადად ეგ მიხარია ყველაზე მეტად
რაც შეეხება ზუსტ თარიღს, ამინდებზეც ვარ დამოკიდებული: ჯიპების ტური კიდევ აიტანს ნალექიან დღეს, მაგრამ ცხენებს ნამდვილად არ მოუხდება (მართალია, ჩემთვის ეგეც რომანტიკაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 99% მასე არ ფიქრობს), ამიტომ ბოლომდე რომ ვისიამოვნოთ, ამინდის გამო შეიძლება რამდენიმე დღე გადაიწიოს.
თუ ვთქვათ 10-მდე დაემთხვა კარგი ამინდები, 1,2,3,4 ივლისი წავიდეთ, თუ მერე გამოიდარა - 7,8,9,10 ივლისი, ანუ 1-დან 10 ივლისამდე დავუმიზნოთ სასურველ ამინდებს.
ARCHILI
აი, ხრეშიანი და უხრეშო ყავა თუ იქნება ეგ აღარ ვიცი, მაგრამა
რაც შეეხება თუშურ ნადიმს, როგორც დღეს გადავამოწმე, ხინკალი, ყაურმა, კოტორი (თხელკედლიანი კარტოფილიანები), ხაშლამა და მწვადები იქნებაო
(მე კოტორი და გორდილა მირჩევნია მაგათ

)
Toma
მაგრად გამიხარდა შენ და ნუსა რომ მოდიხართ!
teo-
ძალიან კარგი
pataputina
zuradiver
დრო და ჟამზე დავწერე უკვე და აი, როგორც ვთქვი, ამინდები უნდა დავზვერო კარგად და გობესაც დავარეკინო მზესთან

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...