კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
-
marmenio
- მაწანწალა
- Posts: 545
- Joined: 13 აგვ 2009, 17:08
Post
by marmenio » 07 ივნ 2010, 14:03
აბა კიდევ ერთი კარგი საქმე გავაკეთოთ ერთად
შაბათს, 12 ივნისს, 10:00 სთ-ზე ვიკრიბებით სამთო ქიმიის შენობასთან.
შაბათს, 12 ივნისს მივდივართ დუშეთის ბავშვთა სახლში, სოფელ პირმისაანთკარში და მიგვაქვს წიგნები, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა ლ"-მა აჩუქა ბავშვებს. დაახლოებით 50 წიგნია. /ნოდარ დუმბაძის თითქმის ყველა მოთხრობა და ლექსი, ოტია იოსელიანის ზღაპრები, მსოფლიო ხალხის ზღაპრები, საბავშვო ლექსები, ჟიულ ვერნი...) ამ წიგნებს შორის არ არის
"ტომ სოიერი", "ჰეკბერ ფინი", "პეპი გრძელი წინდა", "უფლისწული და მათხოვარი", "პატარა უფლისწული", "ბიძია თომას ქოხი", "დავიდ კოპერფილდი"....
ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ თქვენც მოგვაწოდოთ საბავშვო ლიტერატურა. კარგი იქნება ზემოთ ჩამოთვლილი წიგნები რომ გაითვალისწინოთ.
ლედიმ ძალიან კარგი იდეა შემომთავაზა. წიგნები ისე უნდა მივცეთ ბავშვებს რომ ჩვენი წამოსვლის შემდეგ სულმოუთქმელად გადაიკითხონ.
ანუ თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც იქ ვიქნებით, ჩვენი წაღებული წიგნებიდან ამოვირჩიოთ ერთ-ერთი წიგნი და იქიდან საინტერესო ადგილები წავიკითხოთ, ისეთ ადგილამდე რომ გაგრძელებამ დააინტერესონ. ან ისეთი ნაწყვეტები, რომ ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში რაიმე კარგი ისწავლონ.
ბავშვების საერთო რაოდენობაა 38.
როგორც დირექტორმა მითხრა უთო არ ჰქონიათ.
ხვალ კიდევ დავრეკავ და ზუსტად მეტყვის რა სჭირდებათ.
წასვლის დროს ცოტა ხანში დავაზუსტებ.
Last edited by
marmenio on 11 ივნ 2010, 14:41, edited 3 times in total.
-
z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
Post
by z g a r b i » 07 ივნ 2010, 14:21
ყოჩაღ ეკა, მომწონს შენი აქტიურობა

:*
ეგ ის ბავშვები არიან მგონი, ბოკელებმა რომ შენობა გაურემონტეს, ჩემი ძმაც იყო და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

სამწუხაროდ ანანური დავგეგმე და მე ვერ შემოგიერთდებით, დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივად ჩაივლის ყველაფერი
-
marmenio
- მაწანწალა
- Posts: 545
- Joined: 13 აგვ 2009, 17:08
Post
by marmenio » 07 ივნ 2010, 15:59
z g a r b i
ახლახანს ვნახე ბოკელების რეპორტაჟი. კი ის ბავშვთა სახლია.
არა უშავს, კიდევ ვაპირებთ სხა ბავშვთა სახლებში წასვლას და მერე შემოგვიერთდები. თუმცა შენი თავი მართლა დაგვაკლდება

-
Ledi
- მაწანწალა
- Posts: 629
- Joined: 21 მარ 2010, 15:55
- Location: ალუბლების ქუჩაზე :)
Post
by Ledi » 07 ივნ 2010, 16:29
marmenio wrote:აბა კიდევ ერთი კარგი საქმე გავაკეთოთ ერთად
შაბათს, 12 მაისს მივდივართ დუშეთის ბავშვთა სახლში, სოფელ პირმისაანთკარში და მიგვაქვს წიგნები, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა ლ"-მა აჩუქა ბავშვებს. ამ წიგნებს შორის არ არის
"ტომ სოიერი", "ჰეკბერ ფინი", "პეპი გრძელი წინდა", "უფლისწული და მათხოვარი", "პატარა უფლისწული", "ბიძია თომას ქოხი", "დავიდ კოპერფილდი"....
ვისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ თქვენც მოგვაწოდოთ საბავშვო ლიტერატურა. კარგი იქნება ზემოთ ჩამოთვლილი წიგნები რომ გაითვალისწინოთ.
ბავშვების საერთო რაოდენობაა 38.
წასვლის დროს ცოტა ხანში დავაზუსტებ.
,,ტომ სოიერი" ,,ჰეკლბერი ფინი" ,,პეპი გრძელიწინდა" და ,,ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი"უკვე არის
რაც შეეხება ,,დევიდ კოპერფილდს" ცოტა მეეჭვება ბავშვებს მისი წაკითხვის სურვილი გაუჩნდეთ
ჰო ეს ჩემი ვარაუდია.
-
Hereti
- იეტი
- Posts: 2382
- Joined: 23 თებ 2010, 16:31
Post
by Hereti » 07 ივნ 2010, 16:58
დეტალები რომ დაგვეზსუტებინა ეკ??
საიდან გავდივართ?
რა არის საჭირო? და ა.შ
-
marmenio
- მაწანწალა
- Posts: 545
- Joined: 13 აგვ 2009, 17:08
Post
by marmenio » 07 ივნ 2010, 17:46
Ledi
რა კარგი გოგო ხარ
Hereti
ჯერ ზუსტად არ ვიცით რამდენი შევიკრიბებით. თუ საკმაო რაოდენობის შევიკრიბეთ, მაშინ დავიქირავებთ სამარშურო ტაქსს და დიდუბეში შევიკრიბებით, სამთო ქიმიის შენობასთან, ალბათ 9:00 სთ-თვის.
სასურველია ბავშვებისთვის წიგნის წამოიღება და მცირე თანხის შეგროვება, რომ უთო ვიყიდოთ. (არ ჰქონიათ)
-
Hereti
- იეტი
- Posts: 2382
- Joined: 23 თებ 2010, 16:31
Post
by Hereti » 07 ივნ 2010, 17:47
რა პრობლემაა ვუყიდოთ
-
marmenio
- მაწანწალა
- Posts: 545
- Joined: 13 აგვ 2009, 17:08
Post
by marmenio » 07 ივნ 2010, 17:50
მე ძალიან მიყვარს ,,დევიდ კოპერფილდი" და მე წამოვიღებ. რატომ არ უნდა გაუჩნდეთ მისი წაკითხვის სურვილი ლედი?

-
marmenio
- მაწანწალა
- Posts: 545
- Joined: 13 აგვ 2009, 17:08
Post
by marmenio » 07 ივნ 2010, 17:52
Hereti
ძალიან კარგი. ე.ი გვიერთდები?

-
Hereti
- იეტი
- Posts: 2382
- Joined: 23 თებ 2010, 16:31
Post
by Hereti » 07 ივნ 2010, 17:56
marmenio
რათქმაუნდა ეკა წამოსვლით ალბათ ვერ წამოვალ ჯერ არ ვიცი, მაგრამ უთოს ხარჯებში თქვენტან ვარ
მირანდა მოდის?
-
Hereti
- იეტი
- Posts: 2382
- Joined: 23 თებ 2010, 16:31
Post
by Hereti » 07 ივნ 2010, 17:59
marmenio
12 მაისი გიწერია

-
marmenio
- მაწანწალა
- Posts: 545
- Joined: 13 აგვ 2009, 17:08
Post
by marmenio » 07 ივნ 2010, 18:48
Hereti
გაიხარე მახო.
კი, მირანდა როგორც ვიცი მოდის.
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 07 ივნ 2010, 19:44
ყოჩაღ ეკა, ვამაყობ შენით !!!
ახლა კი მგონი დროა დუშეთის ბავშვთა სახლში წამსვლელების სია შევადგინოთ:
1. მარმენიო
2. ნინი_85
3. ლედი
4.
პ.ს. სავარაუდოთ ხუთშაბათ საღამოს შევიკრიბებით და ცოტა საორგანიზაციო საკითხებზე გავისაუბრებთ

მეაც გავთუშდ მეაც!
-
Hereti
- იეტი
- Posts: 2382
- Joined: 23 თებ 2010, 16:31
Post
by Hereti » 07 ივნ 2010, 19:47
ნინი_85
გამიკვირდა სიაში რომ არ იყავი
