
ცუდად ვარ დილიდან

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:დაკიდევ, არ დამავიწყდება, 1-1 ღვთისმსახური როგორ გაწყრა, როგორ, თუ დასასუფთავებლდ მოდიოდით, რატომ არ შეგვითანხმდითო?
არც იმან გაჭრა, რომ ვუთხარი, რომ მონასტრის ტელეფონები არ გვქონდა (რომ გვქონოდა, იქ მაინც არ იჭერს),
არც იმან, რომ ჩვენ უშუალოდ მონასტრის ეზოს კი არა (მონასტრის ეზო, მართლაც გამორჩეულად სუფთაა და ლამაზი ბაღია გაკეთებული),
გარე ტერიტორიას, ტყესა და გზას ვასუფთავებდით და არც იმან, რომ ბოლოს და ბოლოს,
უფლის მიერ შექმნილი გარემოსთვის ვზრუნავდით...
სიმართლე ვთქვა, კი მრცხვენია რომ მამაოს ვეკამათე.
სხვა თუ არაფერი, ღვთისმსახურია...
ისე კი, უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც ხელი მიმიწვდებოდა, ტაძრებსა თუ ძეგლების წარმომადგენლებს ყოველთვის
წინასწარ ვაცნობდი, ხოლმე.
იქ კი, სადაც გაუფრთხილებლად მივდიოდით, არ მახსოვს, რომ ვინმე გამწყრალიყოს. პირიქით, გვლოცავდნენ კიდეც