მიმდინარე ანგარიში, რომ გამეხსნა, მხოლოდ მე შემეძლებოდა თანხის გამოტანა ანგარიშიდან. ამიტომაც პლასტიკური ბარათიც შევუკვეთე და იმ შემთხვევაში თუ ქალაქიდან ან ქვეყნიდან გასვლა მომიწევს ბარათის საშუალებით ნებისმიერი, ვისაც კოდს ვეტყვი, შეძლებს თანხის გამოტანას (საჭიროების შემთხვევაში).
ანგარიში გახსნილია ლარში:
მიმღების ბანკი: ს.ს. ბანკ 'რესპუბლიკის' ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი: 220101757
მიმღები: მირანდა მერკვილაძე
მიმღების ანგარიშის # GE35 BR00 0001 0409 3620 50
ანგარიშზე თანხის შეტანა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. ანგარიშზე არსებული თანხა მოხმარდება მხოლოდ სხვადასხვა ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ქალაქგარეთ გაყვანას ექსკურსიის ან ლაშქრობის სახით ან მსგავს ღონისძიებებს. ანგარიშის გახსნის მიზანი არის ის, რომ თუ ადამიანს სურს, რომ თავისი წვლილი ფინანსური სახით შეიტანოს ამა თუ იმ ღონისძიებაში, მაგრამ არ აქვს შეკრებაზე მოსვლის დრო, ნებისმიერ სხვა, მისთვის მოსახერხებელ დროს შეძლოს თანხის შეტანა მსგავსი ღონისძიებებისთვის განკუთვნილ ანგარიშზე.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ჩემს სახელზეა გახსნილი, პირობას გაძლევთ, რომ ამ თანხას არასოდეს და არანაირი სიტუაციის შემთხვევაში გამოვიყენებ პირადი მიზნებისთვის. სიტყვაზე უნდა მენდოთ

ამ თემაში დაიწერება მიმდინარე ანგარიშის შესახებ ცნობები.
ასევე, სურვილის შემთხვევაში, ამ თემაშივე შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ ბავშვებისთვის ღონისძიებების გეგმები.