არც არავინ დაგვიჭერს (არასანქცირებული) და არც უსარგებლო რამეში (სანქცირებული) გადავყრით კაპიკ-კაპიკ ნაგროვებ ფულს.
ბავშვებიც რა გახარებულები იქნებიან
წარმოიდგინეთ მათი ანთებული თვალები, ღიმილიანი სახეები.
ვხვდები ეხლა რასაც ფიქრობთ
ასე რომ...
ნუ წაართმევთ ობოლ ბავშვებს სიხარულს !!!
ნუ ჩააქრობთ მათ თვალებში იმედის ნაპერწკალს !!!
გწამდეთ მიწაზე სიკეთის და მაღლა ღმერთის
სიკეთეს ღმერთი ათმაგად (ათ რაციად) დაგიბრუნებთ...
ისე, pauna-ს შეთავაზება მომეწონა. GPS კაი ვეშია. ამასთან GPS არ გასცემს ელექტრო ტალღებს, მხოლოდ ღებულობს თანამგზავრიდან მიღებულს, ანუ უკვე არსებულს, რომელიც ისედაც ჩვენს გარშემოა, ამდენად ჯანმრთელობას დამატებით არ ვნებს. რაცია კი გასცემს რადიოტალღებს, რითაც საფრთხეს უქმნის მის მომხმარებელს.
ლაშქრობებში ჯანმრთელობისთვის დავდივართ და თუ ზედმეტი გამოგონებებით თავი დავიავადეთ, მაგი რაღა გამოვა.
ზოგიერთებს გემახსოვრებათ ლამა ლაშქრობებში სასტვენით რომ დადიოდა. უსტვენდა კიდევაც. და ერთმანეთის დაკარგვის შანსი მცირდებოდა (თორემ ყველას ერთად დაკარგვის ალბათობა ისევ იგივე რჩებოდა - ლამა ხომ მაინც ლამაა -მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა
