დიდებული დღეები გავატარე ულამაზეს სამეგრელოში....
დილით ჩავედით, დაღლილი ვიყავი ნამეტნავი... უძილობას, რომ ეძახიან იმ მიზეზით ... მივლასლასდი ულამაზეს ტყეში ჩაფლულ ბ-ნი ანზორის ნალიასთან და დავიწყე ფიქრი იმაზე თუ სად დამეძინა... მხოლოდ 6-ის ნახევარი იყო...
გადავწყვიტე "პარალონი" გამეშალა და მინდორზე წამოვწოლილიყავი...
ასეც მოვიქეცი, მაგრამ გავიდა მცირე ხანი და სიცივემ ძალიან შემაწუხა...
ბუნდოვნად მახსოვს ჯნოსი მჭადებს, ყველთან ერთად, როგორ მაწვდიდა ნახევრად მძინარეს და მე როგორ ვიგერიებდი მას....
ძალიან აცივდა. სანამ მზე დაგვადგებოდა მანამდე ათი საათი უნდა გამხდარიყო... მე ეს არ ვიცოდი და ამაოდ ველოდი 2 საათი მზის მოპდგომას...
ავდექი და ავედი ბ-ნი ანზორ სანიკიძის (უკეთილშობილესი ადამიანია, რომელმაც გვიმასპინძლა) ნალიაში...
შევედი და რას ვხედავ ყველა ადგილი დაკავებულია
აუუუუუუუუუუუუუუ
საშინლად შევწუხდი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დავინახე ვანსკი, როგორ ხვრინავდა....
დავფიქრდი და მივედი დასკვნამდე: დამეძინა ერთ მოციცქნულ აივნის კუთხეში, სადაც ქვაბები და ვედროები ელაგა...
მეზარება ქვაბებისა და ვედროების ალაგება და ვდგავარ ასე დაშტერებულკგაშეშებული ვითარცა დამფრთხალი მხეცი, რომელიც მზადაა ჩაიდინოს უდიდესი დანაშაული თვითგადარჩენისთვის....
გაშტერებულდამფრთხალმხეცური მდგომარეობიდან უნდა გამოვსულიყავი და მალევე მიმეღო გადაწყვეტილება....
ხო და როგორც იქნა ავამოძრავე მარჯვენა ჯერ კიდევ გაყინული ფეხი და ვცადე მივახლოებოდი იმ კუთხეს სადაც ავადსახსენებელი ქვაბები და ვედროები იდგა... ერთ ნაბიჯს მეორე მოყვა და დავიწყე გადმოლაგება, თან თავს ვიმხნევებ იმით რომ მალე დავწვები და დამეძინება...
გადმოვალაგე ქვაბგარშოკვედროჭურჭელი და როგორც იქნა დავწექი, მაგრამ ვაიიიიიიიი რას ვამჩნევ... პატარა ზომის აღმოჩნდა საწოლი...
გავიმართე, როგორც იქნა საძილეში და ფეხები მოვკრუნჩხე და თავი მივანდე ფიქრებს დაბურულს... რაღა არ გამახსენდა... დაწყებული ბაღის ასაკიდან დამთავრებული მეორე ფესვ ტურამდე ყველაფერი, მოკლედ წარსულში გადავარდი და კეთილი მომავლის (უახლოესის) იმედით ჩამთვლიმა....
გამომეღვიძა ძძძძძძალიან მაგარ სიცხეში.... ვიგუდებიიიიიიიიიიი....
ძლივს ამოვდივარ საძილიდან გავდივარ ნალიიდან და, რას ვხედავ, ხალხი უკვე სათევზაოდაა წასული....
ზოგი კი მდინარეშია ჩასული და არ ბანაობს!!!!!!!!!!!!!!!!!!
რაღა დამრჩენოდა
შევძახე უზარმაზარი შორისდებული და გავექანე მდინარე ტეხურისკენ.... გავექანე, მაგრამ რას გავექანე, როგორც კი მივუახლოვდი მდინარეს იმ წამს გამახსენდა, რომ შესაძლოა ძალიან ცივი ყოფილიყო და შევჩერდიიიიიი... მერე გამამხნვეს და გამხნევებული ლამა ლომივით შევარდა მდინარე ტეხურაში
აი იქ რა მოხდა ეს უკვე საიდუმლოა....
მადლობა ყურადღებისათვის
უდიდესი მადლიერებითა და სიყვარულით
კახა იგივე
ლამა
ფესვებ ტურს გაუმარჯოს
მიყვარხართ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
წერის ლამური ანუ სიყვარულით სავსე სტილი დაცულია 