




Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ეს თუ მოკლე შინაარსია და ...Int3lig3nt wrote:ე.ი. ახლა მეძინება და მოკლე შინაარსს დავწერ, დანარჩენი ხვალ.
(მოგვიანებით ჩავასწორებ პირველ პოსტს წესების მიხედვით).
ჰოოდა რა ხდება ახლა...
გუშინ საღამოს ბატონმა გვალვამ დამირეკა. უნდოდა კუს ტბიდან ფუნიკულიორამდე გზის დაზუსტება, რათა დღეს ძმასთან და პატარა ძმისშვილებთან ერთად გაელაშქრა.
შეძლებისდაგვარად ავუხსენი და მარშრუტში ბულბულების ჭალაც შევიდა.
ტელეფონი დავდე თუ არა, მზაკვრული იდეა მომივიდა. ვიფიქრე, რომ მაგარი იქნებოდა, ბულბულების ჭალაში შესულ ბატონ გვალვას, კარაველები დახვედროდნენ მწვადით (თან ამას წინათ არშემდგარი ბულბულების ჭალის მწვადაობაც განხორციელდებოდა).
მაშინვე შევეხმიანე წინა თემის აქტივისტებს, ასევე ყველას, ვინც მაშინვე თავში მომივიდა და გადავწყვიტეთ ეს გეგმა განხორციელებულიყო.
ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ არ ვიცოდით, რომელ საათზე აპირებდა გვალვა გალაშქრებას (გუშინ ვერ მითხრა, ჯერ არ ვიციო).
ვინაიდან თან პატარა ბავშვებიც უნდა ხლებოდნენ, ვიფიქრე, დილაადრიანად ალბათ არ გავლენ-თქო და შეხვედრა 11:30-ზე დავთქვით, კუს ტბის ასახვევთან.
დღეს დილით ვაგზალზე გავედი, წესიერი სამწვადე ვერ ვნახე და სარდელების ყიდვა ვარჩიე.
წყნეთის ავტობუსში ვიყავი, გვალვას ტელეფონმა რომ დარეკა. ვუპასუხე და მაშინვე გაითიშა. ვრეკავდი და მიუწვდომელიაო. გულმა რეჩხი მიყო. ალბათ უკვე იქ არის და სიურპრიზი ჩაგვეშალა-თქო.
დაგვიანებით მივედი კუს ტბის ასახვევთან და თითქმის ყველანი ადგილზე დამხვდნენ.
კიდევ ვცადე გვალვასთან დაკავშირება და თვითონ გადმომირეკა. ახლა დავტოვე ბულბულების ჭალაო. მეც უკვე აღარ ვუთხარი ჩვენი განზრახვის შესახებ, ჩვენს გამო გეგმები არ შეცვალოს-თქო.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ავედით ბულბულების ჭალაში თერთმეტნი:
1. მირანდა
2. მთაშენკა
3. ბივრილი
4. პოკაჰონტასი
5. თამუსია
6. ნინი85
7. კავკასიკას და
8. დოლიძელი
9 ალექსა
10-11. ზღარბელიგენტი.
შევწვით სარდელები, ლუდით დავილოცეთ.
მოგვიანებით წივწივა, მარმენიო და ლედი შემოგვიერთდნენ. ვითამაშეთ და ვიხალისეთ.
მალე ისევ დაგვტოვეს და პოკაჰონტასი და ნინი85-იც წაიყვანეს.
(მოგვიანებით ვკაიფობდით წივწივაზე - ორი გოგოთი ამოვიდა და ოთხით წავიდაო)
საღამოსკენ ილია, მისი და და სიძე შემოგვიერთდნენ ბავშვებითურთ და 7 საათისთვის წამოვედით კიდეც.
ვაკის პარკამდე ფეხით ჩამოვისეირნეთ და დავიშალეთ.
სულ ეს იყო.
გმადლობთ ყურადღებისთვის.
P.S. მე ფოტოები ფაქტიურად არ გადამიღია, მხოლოდ მწერებს ვუღებდი.
ავატარსაც გავს და პოკაჰონდასსაცTamusia wrote:აუ ნა-თია ავატარს არ გავს?
z g a r b i wrote:ავატარსაც გავს და პოკაჰონდასსაცTamusia wrote:აუ ნა-თია ავატარს არ გავს?