
ჩემმა ძმამ მითხრა, ბავშვები უნდა წავიყვანო კუს ტბიდან ფუნიკულიორზეო. რადგან თავჩაღუნული ვშრომობ, ჩემთვის არც შემოუთავაზებია. ნამყოფი ხარ მეთქი და არაო... ნამყოფი არც ვიყავი, მაგრამ მსმენოდა, რომ არც ისე ადვილი გასაგნები იყო, როგორც ეს ჩემი ფანჯრიდან ჩანდა... კონსულტაციისთვის ვანო ავირჩიე და არც შევმცდარვარ, გუგლის რუკაზე ყველაფერი დაწვრილებით ამიხსნა...
რიგით რომელიღაც დარეკვაზე კი მკითხა რომელს საათზე მიდიხართო, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ კომპიუტერთან უნდა იჯდეს, რომ თუ დავიკარგები და დავურეკავ დახედოს და ზუსტად მითხრას მარცხნივ თუ მარჯვნივო...
მე წავიდოდი თუ არა არ ვიცოდი, მაგრამ 4-5 საათში თუ ჩავეტეოდით პრინციპში წავიდოდი...
წასვლა დილის 9-ზე ქონია ჩემს ძმას გადაწყვეტილი... კუსტ ტბაზე რომ ავედით და პირდაპირ გავიხედეთ ზემოთ ისეთი გადატვირთული მოძრაობა იყო ბილიკიზე რომ წინა დღეს ვანოსთან ნამეცადინები გვერდზე გადავდეთ და ჩვენც ამ ბილიკს ავუყევით.
ბილიკი შედის კუს ტბაზე მარჯვნიდან შემოვლას რომ დაიწყებთ, სავარჯიშოების შემდეგ მალევე, იქ ორი შესახვევია, ერთი რაღაც ჭიშკარს მიადგება და მეორე ბილიკია და იმავე მიმართულებით მიდის, საითაც კუს ტბას უვლიდით, მალე გადაივლის წყალი რომ ჩამოდის იმ ადგილს და შემდეგ ადის მაღლა. როგორც გითხარით მოძრაობა მეტად ინტენსიური იყო ამ ბილიკზე.
უკვე ქედზე რომ ახვალთ მარჯვნივ უნდა წახვიდეთ, უზარმაზარი ანძა რომ ჩანს, ანუ, მოციმციმე ანძის საპირისპირო მხარეს მაღალი ძაბვის ანძისკენ. გადასახედები რამდენიც გინდა, თან ერთმანეთზე უკეთესი!
