სამთავისის ტაძარი, ნადარბაზევის ტბა :)
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
სამთავისის ტაძარი, ნადარბაზევის ტბა :)
მოგესალმებით ყველას
გოგას თხოვნით, დღევანდელი გასვლის შესახებ თემის გახსნა და კარაველებისათვის გასვლის მონაწილეთა შთაბეჭდილებების გადმოცემა პირველს მე მხვდა წილად. დღეს პირველად ვხსნი ლაშქრობის თემას და მაპატიეთ თუ რამე უზუსტობა გაიპარება.
1. რეგიონი: შიდა ქართლი
2. ხანგრძლივობა: 1 დღე
3. სირთულე: მარტივი
4. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:მინიბუსის ფასი- 150 ლარი თანაბრად გადანაწილდა ლაშქრობის მონაწილეებზე
5. მონაწილეთა რაოდენობა:9
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. თამუნა_გუდარეხი
3. ნატალია
4. მთა მყვარებია
5. ნაია
6. თ.დ
7. GAMARJOBA SAKARTVELOს +
8. nica-nica
9. ნა-თია
6. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი : GAMARJOBA SAKARTVELO
7. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: გორი, ნადარბაზევის ტბასთან სოფელი ხურვალეთი, სამთავისის ტაძარი კი სოფელ სამთავისშია.
8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თუ არ ვცდები დაახლოებით 75 კმ.
9. ფეხით გავლილი მანძილი: ძალიან მცირე. დაახლოებით 2 კმ.
10. სასმელი წყალი მარშრუტზე:გზად წყალი ყველგან გვხვდება
11. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: განსაკუთრებული არაფერი. ცუდი ამინდის შემთხვევაში საწვიმარი, მზიანი დარის დროს კი სასურველია თან იქონიოთ მზისგან დამცავი ნელსაცხებელი. ნადარბაზევის ტბის გარშემო გაშლილი მდელოებია და მზეც საკმაოდ მწველია.
12. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო : ნებსიმიერი დრო
13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს: სხვილოს ციხე, ამილახვრის ციხე, გორის ციხე, ატენის სიონი.
14. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის: თევზაობა, ტბის გარშემო შესანიშნავ მდელოებზე კი, სხვადასხვა საინტერესო თამაშების თამაში.
15. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: ყველა მობილური ოპერატორი იჭერს.
16. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით: 8 ბალი
ვიმედოვნებ, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია იმ ადამიანებისათვის ვინც ამ ადგილებში ლაშქრობას დაგეგმავს სასარგებლო და ინფორმატიულია .
მოკლედ, თემას გახსნილად ვაცხადებ

მოკლედ დღევანდელი გასვლა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. ეს იყო ძალიან უშუალო, შინაურული ლაშქრობა.
ყველაფერი დაიწყო ჩვეულებისამებრ. დილით შევიკრიბეთ სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილიდან გავედით დაახლოებით 10 საათვისთვის. გზად ავიყვანეთ ნაია და გავემართეთ სოფელ სამთავისიკენ. სოფელში შესვლისას სამხედროებმა გაგავაჩერეს, რომლებმაც სხვილოს ციხის მონახულებაზე ცოტა არ იყოს და უხეშად გვითხრეს უარი. მიზეზი იყო ის, რომ ამ ტერიტორიას, რაც არ უნდა სამწუხარი იყოს ქართველი სამხედროები ვერ აკონტორლებენ და მათ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა თავის თავზე ვერ აიღეს. სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ, გავეშურეთ სამთავისის ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით საათი დავყავით. დავათვალიერეთ ტაძარი და მისი შემოგარენი. სამთავისი ტაძრის მონახულების შემდეგ გავემართეთ ნადარბაზევის ტბისაკენ. ტბასთან მისვლისას მოლაშქრეების ნაწილმა ფეხით გადავწყვიტეთ ტბის შემოვლა, ნაწილი სურათების გადასაღებად ტბის მეორე მხარეს გაეშურა, სხვები კი მინიბუსში დარჩნენ. ტბასთან ახლოს ტყე ჩანდა, რომლის სიახლოვესაც გადავწვიტეთ დაბანაკება. ლაშქრობის მონაწილეებმა ჯერ კიდევ მინიბუსში ყოფნისას გადავწყვიტეთ, რომ დღის ბოლომდე დავრჩენილიყავით ტბასთან და დაგვესვენა.
ტყესთან დავბანაკდით, ვისადილეთ, რის შემდეგაც გადავწყვიტეტ, რომ ცოტა წაძინება არ იქნებდა ურიგი. ცოტა ხნის დასვენების შემდეგ ყველანი მოვგროვდით ერთად და სხვადასხვა თამაშებით ვირთობდით თავს
მგონი სიტყვა ძალიან გამიგრძელდა მოლედ დღვანდელი გასვლა იყო ძალიან მშვიდი, სასიამოვნო და როგორც ლაშქრობის მონაწილეების უმარველსობა აღნიშავდა "პენსიონერული".
ეხლა სიტყვა დანარჩენი მონაწილეებისთვის მიმინდვია

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამთავისის ტაძარი, ნადარბაზევის ტბა :)
რა კარგი დღე იყო, შენი გულისაააა
ხანდახან ასეთი ზარმაცული გასვლებიც მჭირდება , თან ჰაერივით. ძალიან ვისიამოვნე .
ყაყაჩოებიც იყო, ცხვარიც, მაფიოზობანაც, მფრინავი თეფშით თამაშიც, მინდორზე კოტრიალიც, სიცილი, კისკისი, "ხონში, კიარადა, სტრასბურგში წაგიყვანს, გოგო"-ც ...
ჩემი ფოტოები ალბათ ორშაბათამდე არ იქნება.
ხანდახან ასეთი ზარმაცული გასვლებიც მჭირდება , თან ჰაერივით. ძალიან ვისიამოვნე .
ყაყაჩოებიც იყო, ცხვარიც, მაფიოზობანაც, მფრინავი თეფშით თამაშიც, მინდორზე კოტრიალიც, სიცილი, კისკისი, "ხონში, კიარადა, სტრასბურგში წაგიყვანს, გოგო"-ც ...
ჩემი ფოტოები ალბათ ორშაბათამდე არ იქნება.
სამთავისის ტაძარი, ნადარბაზევის ტბა :)
აააა. ცხვრის, ყაყაჩოების და სტრასბურგის ამბავი სულ დამავიწყდაა მაგრამ ყველაფერი თავის დროზე ასე ერთბაშად ხო არ მივაყრით ხალხს ამდენ ინფორმაციას
-
- მაწანწალა
- Posts: 464
- Joined: 08 დეკ 2008, 11:13
სამთავისის ტაძარი, ნადარბაზევის ტბა :)
ანუ ყველაფერამ მშვიდობიანად ჩაიარა........ვის გაუგია მამაცი კარაველების უკან დახევა?????????შ|თაბეჭდილებათა ამსახველი ფოტო მასალის დადებას ნუ დაიზარებთ............
სამთავისის ტაძარი, ნადარბაზევის ტბა :)
მშვენიერი გასვლა იყო, დავისვენე და ვისიამოვნე გემრიელად
მადლობა ყველას !!!
მადლობა ყველას !!!
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
სამთავისის ტაძარი, ნადარბაზევის ტბა :)
nica-nica
მარტო სამთავისი და ტბა ნახეთ?
მარტო სამთავისი და ტბა ნახეთ?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
სამთავისის ტაძარი, ნადარბაზევის ტბა :)
ხოო. მხოლოდ სამთავისი და ტბა ვნახეთ. სხვა ადგილების მონახულებასაც ვგეგმავდით, მაგრამ ტბაზე მისვლისას ყველანი მივხვდით, რომ ერთი კარგი დასვენება არ გვაწყენდა. ანუ დასვენებაში იგულისხმებოდა ტბასთან საღამომდე ყოფნა, ცოტა წაძინება და მერე სხვადასხვა თამაშებით გართობა.Tamari-ch. wrote:nica-nica
მარტო სამთავისი და ტბა ნახეთ?
- tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
სამთავისის ტაძარი, ნადარბაზევის ტბა :)
იიიიფ, რა კარგი იყო, შენი გულისა!
სამთავისის ტაძარი სკოლის პერიოდში მქონდა ნანახი და აღარ მახსოვდა, რა დიდებული განცდა მელოდა წინ. თითქოს ცვილისაგან გამოთლილი უუულამაზესი ჩუქურთმები, საოცარი! დიდხანს, დიდხანს ვუცქერდი გაოგნებული. ეგეთი რამ ნიკორწმინდაში დამმართნია ადრე და კიდევ ტაო-კლარჯეთში...
ნადარბაზევის ტბამ მოლოდინი გაამართლა. ულამაზესია, გარშემო ხასხასა მწვანე მდელოთი, აქა-იქ ყვითელი ყვავილების ხალიჩით, ახლოს ტყე საამური ჩრდილით... და შესანიშნავი საზოგადოება. მოკლედ, ყველაფერი იყო დასვენებისათვის.
განსაკუთრებით ლამაზი ყოფილა ტბა მოსაღამოვებულზე. ფოტოებს დადებენ მეგობრებო, იმედია. ისეთი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი, კინაღამ დავრჩი
სამთავისის ტაძარი სკოლის პერიოდში მქონდა ნანახი და აღარ მახსოვდა, რა დიდებული განცდა მელოდა წინ. თითქოს ცვილისაგან გამოთლილი უუულამაზესი ჩუქურთმები, საოცარი! დიდხანს, დიდხანს ვუცქერდი გაოგნებული. ეგეთი რამ ნიკორწმინდაში დამმართნია ადრე და კიდევ ტაო-კლარჯეთში...
ნადარბაზევის ტბამ მოლოდინი გაამართლა. ულამაზესია, გარშემო ხასხასა მწვანე მდელოთი, აქა-იქ ყვითელი ყვავილების ხალიჩით, ახლოს ტყე საამური ჩრდილით... და შესანიშნავი საზოგადოება. მოკლედ, ყველაფერი იყო დასვენებისათვის.
განსაკუთრებით ლამაზი ყოფილა ტბა მოსაღამოვებულზე. ფოტოებს დადებენ მეგობრებო, იმედია. ისეთი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი, კინაღამ დავრჩი
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამთავისის ტაძარი, ნადარბაზევის ტბა :)
ახლა კი ფოტოები
შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან და გავუდექით გზას, საკმაოდ ცოტა ვიყავით ზვიადის 19-კაციან აპარტამენტებიან მინიბუსში და ამიტომ ლამის მხართეძოზე წამოწოლილი ვმგზავრობდით, ცივ ლუდს და ხრაშუნებს მივირთმევდით და ნაყინსაც ვაყოლებდით. მოკლედ ზუსტი საპანსიონატო გასვლა გვქონდა , რომლითაც ისე მოვიხიბლე, რომ მეტი არ შეიძლება , ხანდახან ასეთი ზარმაცული გასვლებიც გვჭირდება თურმე .
გზად ნაიას გავუარეთ, "მიცუბიშის" ცენტრში, მანამდე გოგამ შეირბინა აკრედიტაციისთვის საარჩევნო კომისიაში.
ამიტომ აქ არასრული შემადგენლობით ვართ.
სამთავისში შესვლისას იარაღიანი პირები გაგვხვდნენ გზაზე, და გვითხრეს რომ სხვილოს ციხეზე ასვლაზე არც კი გვეოცნება, თუმცა "გვითხრეს" საკმაოდ ზრდილობიანი ფორმაა, მათი დამოკიდებულების დასახასიათებლად...
ამიტომ მხოლოდ სამთავისის ტაძარი ვნახეთ

სამთავისიდან პირდაპირ ნადარბაზევის ტბისკენ გავეშურეთ და გადავწყვიტეთ, ის დღე ტბასთან მინდორში გვეკოტრიალა და საფუძვლიანად დაგვესვენა
გზად ყაყაჩოს მინდორი რომ დავინახე, სუნთქვა შემეკრა და მუხლი მომეკვეთა , "გააჩერეთ" არც კი წამომცდენია, გოგამ რომ გადმომხედა, თავად სთხოვა ზვიადს მინიბუსის გაჩერება

Last edited by Mta Mkvarebia on 31 მაი 2010, 16:00, edited 1 time in total.
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამთავისის ტაძარი, ნადარბაზევის ტბა :)
- smile traveller
- ბოდიალა
- Posts: 175
- Joined: 17 თებ 2009, 23:04
- Location: aqac me var iqc me var.. la la laa