ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

Post by Nini_A » 27 მაი 2010, 11:43

საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) ამა წლის 4-6 ივნისს მართავს, ,,ვარძიის სათავგადასავლო ტურნირს”.

ეს გახლავთ ჯგუფური, სპორტული ღონისძიება, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების წესის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოპულარიზაციას ეძღვნება. ტურნირში ოცი (20) 6 კაციანი ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი ფართოდ გაშუქდება ყველა ძირითად ტელეარხზე.

ეჯიბრება 3 დისციპლინაში ჩატარდება:

სირბილი: 6 კმ, ველორდობა: 12.5 კმ, ჯომარდობა: 2.5 კმ.

ჯგუფში 6 მონაწილეა.

მონაწილეთა გადასახადი 100 ლარი/კაცზე. რეგისტრაცია ძალაშია საბანკო გადარიცხვის შემდეგ.


გამარჯვებული გუნდები დასაჩუქრდება სპორტული მარაზიების ფულადი ვაუჩერებით (ვაუჩერების ბიუჯეტი 6000 ლარი).

I ადგილი: 3000 ლარის ვაუჩერი,
II ადგილი: 2000 ლარის ვაუჩერი,
III ადგილი: 1000 ლარის ვაუჩერი


ტურნირის პროგრამა:
პარასკევი, 4 ივნისი: შეჯიბრის ადგილზე ჩასვლა
16:00 გამგზავრება თბილისიდან;
21:00 ჩასვლა ვარძიაში და დაბინავება
21:30 კაპიტნების შეხვედრა და რეგისტრაცია
22:00 მსუბუქი ვახშამი

შაბათი, 5 ივნისი: შეჯიბრი
08:00 - საუზე
09:30 ტურნირის გახსნა
10:00 პირველი სტარტი(1-5 გუნდი)
12:00 მეორე სტარტი(6-10 გუნდი)
14:00 სადილი
14:00 მესამე სტარტი (11-15 გუნდი). ამ გუნდებს სადილი ექნებათ ესტაფეტის დაწყებამდე ან მისი დამთავრების შემდეგ
16:00 მეოთხე სტარტი (16-20 გუნდი)
20:00 მწვადი კოცონის გარშემო
შაბათს შეჯიბრის დროს თავისუფალი გუნდებისათვის შეტავაზებული იქნება ექსკურსიები ვარძიის სამონასტრო კომპლექსში

კვირა, 6 ივნისი: ტურნირის დასკვნითი დღე
10:00 საუზმე
11:00 მკლავჭიდი
12:00 ლუდჭიდი
13:00 გამარჯვებულთა დაჯილდოვება
14:00 lლანჩი
15:00 ჯომარდობა მტკვარზესოფელ მირაშხევიდან ვარძიამდე. დისტანცია 7 კმ. შეჯიბრის მონაწილეებისათვის და ჯურნალისტებისათვის ჯომარდობა უფასო იქნება
17:00 გამომგზავრება თბილისში

დამატებითი ინფორმაცია (პროგრამა, ტურნირის დებულება და მონაწილეთა განაცხადი): www.tourism-association.ge
საკონტაქტო პირებიi:
გიორგი ებანოიძე 871 404 220,
სოსო მექვევრიშვილიi 897 29 82 97
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

Post by Nini_A » 27 მაი 2010, 12:10

ეს ინფორმაცია მომაწოდა საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ და მთხოვეს გამეხსნა სასწრაფოდ თემა, რადგან დიდი სურვილი აქვთ იყოს ერთი გუნდი კარავიდანაც :) , GTA მმართველი გუნდის წევრები ნატა და გიორგი უკვე დარიგისტრირდნენ კარავზე და იმედია მალე გააქტიურდებიან :D
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

Post by ARCHILI » 27 მაი 2010, 12:15

Nini_A wrote:ეს ინფორმაცია მომაწოდა საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ და მთხოვეს გამეხსნა სასწრაფოდ თემა, რადგან დიდი სურვილი აქვთ იყოს ერთი გუნდი კარავიდანაც :)
დააფინანსონ გუნდი ეგრე ძალიან თუ უნდათ ჩვენი მონაწილეობა...

:lol: :lol: :lol:

თორემ სურვილების მსგავსი გამოხატვა უფრო მოზიდვების მენეჯმენტის სურნელს აფრქვევს...

:)

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

Post by Nini_A » 27 მაი 2010, 12:32

ARCHILI
მშვენიერი პრიზებია მინდა გითხრა, სიამოვნებით მივიღებდი მე პირადად მონაწილეობას მაგრამ ვერც ვირბენ და ვერც ველოდრომში მივიღებ მონაწილეობას, აი ჯომარდობის კი რაღაც გამეგება :lol:
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

Post by teo- » 27 მაი 2010, 12:37

არ გამოვდგები ხო მაგისთვის?
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

Post by Jnosy » 27 მაი 2010, 12:57

ველოსიპედი რომ მქონდეს, ვცდიდი:)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

Post by Nini_A » 27 მაი 2010, 13:06

teo-
შენ კიიი გამოდგებიიი, ველოთი და ჯომარდობაში, და სირბილი სხვებს მიანდე :D

მე წამოვალ და ვიყვირებ კარავი კარავიიი :D
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

Post by გვალდა » 27 მაი 2010, 13:06

რა კარგია ეს ტურნირი ტრადიციად რომ იქცა. შარშანაც ზუსტად ამ დროს არ იყო?

5-6 ივნისს ვარძიაში ვიქნები, იქნებ სადმე შეგეფეთოთ :D
სვანეთოლოგი

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

Post by Nini_A » 27 მაი 2010, 13:10

გვალდა
კი მაკა შარშანაც ამ დროს იყო

მე მაქვს დიდი სურვილი გაამარტივონ ცოტა და მივიღებ სიამოვნებით მონაწილეობას, ცალცალკე სახეობებში რომ იყოს აუცილებლად წავიდოდი მარა სამივე ერთად ვერააა :D :D :D
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

Post by ARCHILI » 27 მაი 2010, 13:15

შარშან მაგ დროს მე, ტრულიმ, ამირანმა და ზაზამ 5 დღიანი ტური მოვაწყვეთ სამცხეში...

მაგარი ეგ იყო...

შეგვჯიბრებოდნენ აბა ლაშქრობაში...

:)

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

Post by z g a r b i » 27 მაი 2010, 13:21

ვაა, რა კაია.. :)
მკლავჭიდის და ლუდჭიდის რა გითხრათ და სირბილში (მგონი ველოშიც) კი გამოვდგები :P
პრიზებმაც როგორ მომხიბლა :roll:

მაგრამ როგორ ხდება, გოგო-ბიჭები ერთად ეჯიბრებიან ალბათ ხო? ეგ უკვე რთული იქნება :?
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

Post by teo- » 27 მაი 2010, 13:22

Nini_A wrote:teo-
შენ კიიი გამოდგებიიი, ველოთი და ჯომარდობაში, და სირბილი სხვებს მიანდე :D

მე წამოვალ და ვიყვირებ კარავი კარავიიი :D
ვაიმე არვიცი ველიკის ტარება
არა ექსკურსიას! Image

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

Post by GT.ge » 27 მაი 2010, 13:25

გუნდის ყველა წევრმა უნდა შეასრულოს ყველა ვარჯიში?
ერთობ საინტერესოა... :)
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

Post by Jnosy » 27 მაი 2010, 13:38

Nini_A wrote:teo-
შენ კიიი გამოდგებიიი, ველოთი და ჯომარდობაში, და სირბილი სხვებს მიანდე :D

მე წამოვალ და ვიყვირებ კარავი კარავიიი :D
შენ წარმოიდგინე ძაალიან ბევრს ვაჯობებ სირბილში :)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი 2010, 5-6 ივნისი

Post by Nini_A » 27 მაი 2010, 13:42

GT.ge
z g a r b i
გუნდი შეიძლება იყოს გოგოების, შეიძლება იყოს ბიჭების, ასევე შეიძლება ორივე ერთად გოგოები და ბიჭები :D :D :D

რაც შეეხება თავად შეჯიბრს:
გუნდში არის 6 წევრი:
3 დარბის, 3 ველოთია ხოლო ჯომარდობაში ექვსივე წევრი იღებს მონაწილეობას

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქალაქის ტელეფონზე:
220195 ან მობილურ ტელეფონებზე: გიორგი ებანოიძე 871 404 220, სოსო მექვევრიშვილი 897 29 82 97
Vouloir c' est Pouvoir! :-)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]