http://karavi.ge/viewtopic.php?t=4244&start=0
მოხდა ისე რომ აქციისთვის შეგროვდა იმაზე მეტი შემოწირულობა ვიდრე ვვარაუდობდით, ამიტომ მორჩენილი თანხით რომელიც შეადგენს 220ლარს გადავწყვიტეთ 30 მაისს, კვირა დღეს, არჩევნების გამო ბავშვთა სახლის აღსაზრდელები გავიყვანოთ ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე და მათთან ერთად გავატაროთ ერთი დღე.
არჩევნების დღე შეირჩა იმიტომ, რომ ბავშვთა სახლში არის გახსნილი ერთ-ერთი საარჩევნო უბანი და მოსალოდნელი ხალხმრავლობის გამო დირექტორმა შემოგვთავაზა, ბავშვებს გამოგატანთ თავის აღსაზრდელებიანადო, მათი საერთო რაოდენობა იქნება 40 ადამიანი.
სავარაუდოდ ვიქირავებთ 2 მინიბუსს ან თუ მოხერხდება 1 ავტობუსს, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შემოგვიერთდეს.
ვიკრიბებით:
კვირას, 30 მაისს, დილის 9.30 საათზე, მაიაკოვსკის ძეგლთან,
ბავშვებს ადმინისტრაცია ატანს მათთვის დღის განრიგით განკუთვნილ მშრალ საკვებს, ამიტომ ჩვენ ჩვნს საკვებზე თვითონ ვიზრუნებთ, მოგვაქვს ყველას თავისი საკმარი.
წამოიღეთ ვისაც რა სათამაშო საშუალებები გაქვთ, იქნება ეს ბადმინტონი, ლახტი, ბურთი, მფრინავი თეფში და სხვა. მიიღება სხვადასხვა სათამაშო იდეებიც.
ველი თქვენს გამოხმაურებას
