ე.ი.
წამსვლელები:
1.2. არჩილი და ნინოლა (ჩვენი კარვით და საძილეებით) (რბილი)
+
3. vanski (თავისი საძილეთი, კარავსაც გააძრობს) (კუპირებული)
+
4. lama (საძილე, კარავი +4) (კუპირებული)
+
5. lado meleksishvili (საძილე აქვს, კარავი არა) (კუპირებული)
+
6. ilia (საძილე და კარავი აქვს)(კუპირებული)
+
7. 8. ჯნოსი და ჯნოსის პლიუსი მელანო (სავარაუდოდ ყველაფერი აქვთ) (რბილი)
+
9.10.11. არჩილის პლიუსები (ყველაფერი აქვთ) (კუპირებული)
+
კარვების საკითხი:
(ა) მე, ნინოლა + 2
(ბ) ლამა +4 (ლამა, ლადო)
(გ) ჩემი პლიუსები +3
(დ) ილია +2 (ილია და ვანსკი)
(ე) ჯნოსი +2
ყველა დაბინავებულია და ადგილიც კი არის
პარასკევს, 28 მაისს ვხვდებით რკინიგზის სადგურის ბილეთების სალაროებთან 21:00 - 21:20
სენაკში მატარებელი ჩადის 04:34 ამიტომ, მობილურის მაღვიძარები დაყენეთ 04:10 და გაემზადეთ... ასევე, გააფრთხილეთ თქვენი ვაგონის გამცილებელი სენაკამდე გაგაღვიძოთ...

შემდეგ, 31 -ში ღამით (უფრო სწორად, 1 ივნისის ღამე გამოდის) 00:00 უნდა ვიყოთ აბაშის სადგურში - ნუ უფრო ადრეც ვიქნებით... და 06:29 ვიქნებით თბილისში ორშაბათს გამთენიისას...
პარასკევი საღამო 28.05.10
პარასკევს საღამოს 21:00 შევხვდებით ცენტრალური რკინიგზის სალაროებთან და გავემგზავრებით ღამის მატარებლით სენაკში, სადაც ჩავალთ დილის 04:34 საათისათვის.
თუ აქედანვე მოხერხდა სენაკელ მძღოლებთან დაკავშირება, მაშინ ჩასვლისას დაგვხვდება მარშრუტკა (ამას ამ დღეებში გავარკვევ) და წაგვიყვანს ნოქალაქევში მახარიას ბანაკში.
თუ ვერ მოხერხდა და მაშინ სენაკის სადგურში საცოდავად ავეტუზებით რომელიმე კუთხეს და ღამით დაწყებულ ძილს იქ დავასრულებთ... შემდეგ კი ნოქალაქევის სარეისოს ან ნოქალაქევის გავლით მარტვილისაკენ მიმავალ სარეისოს გავყვებით.
შაბათი დღე 29.05.10
ნოქალაქევში ჩასვლისას, დავბანაკდებით მახარიაში... (იმედია, ხალხი არ იქნება თუ არადა მოვძებნით სხვა ბანაკს) შაბათს გავატარებთ მახარიაში, რომელიც ერთ-ერთი შესანიშნავი მოგონებების ავტორია მეგრული ტურის ძველი მონაწილეებისათვის.
შაბათის გეგმაა:
1. ნოქალაქევის დათვალიერება
2. გოგირდის ცხელ წყლებზე ვიზიტი
3. ნოქალაქევის მუზეუმი.
4. მახარიაში თევზაობა მდინარე ტეხურაზე.
5. აღნიშვნა.
6. ღამისთევა მახარიაში.
კვირა 30.05.10
კვირას დაახლოებით 12-13 საათისათვის გავემგზავრებით ბანაკიდან ან წინასწარ დაკვეთილი "მარშრუტკით" გავემგზავრებით პირდაპირ აბაშაში ან გავარკვევთ სარეისო როდის გამოივლის (წინასწარ უნდა გავარკვიოთ) და მას გავყვებით სავარაუდოდ სენაკამდე და შემდეგ აბაშამდე...
შემდეგ აბაშა – სუჯუნა.
კვირის გეგმაა:
1. აბაშა – კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მონახულება.
2. გამგზავრება სუჯუნაში და ჩემი ფესვების გაცნობა.
3. სუჯუნის წმინდა გიორგის ტაძრის მოლოცვა.
4. სუჯუნის სინაგოგის დათვალიერება.
5. ჩემი წინაპრების საფლავების მონახულება.
6. ჩემი გვარის (საგამზარდიოს) უბნის მონახულება და იმ ადგილების ნახვა, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ.
7. საღამოსკენ სადმე ლამაზ ადგილას აღნიშვნა. თუ ჩემმა ნათესავებმა, რომლებსაც იქ გავიცნობ, იკისრეს რამე, ხომ კარგი და თუ არა და ჩვენითაც მოვახერხებთ.
8. აბაშაში დავბრუნდებით ღამით, დავათვალიერებთ ღამის აბაშას, დავაბირჟავებთ სადგურში და დაახლოებით 00:20 ღამის მატარებლით გამოგზავრებით თბილისში.
თბილისში ჩამოვალთ 31 მაისს გამთენიისას, 7 საათისათვის, ასე, რომ სამსახურებშიც მოვასწრებთ წასვლას.
ყველას მოგვაქვს:
1. ფული შიდა გზების დასაფინანსებლად.
2. 2-3 დღის საკვები. ასევე პური 2-3 ცალი
3. საწვიმარი.
4. ფანარი.
5. ანკესი ნებაყოფლობით.
კიდევ???