უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 24 მაი 2010, 15:12

ამ ფოტოს სახელი იქვე მოუფიქრეს

:
"შემოხაზეთ ნომერი 6,
მოვდივარ დასვენებით, გპირდებით დასვენებას
პარტია: "ფერარი"
ლილიკა
"არ გიყურებთ, გოგოებოოოო

"

-
tamari-khevi
- მაწანწალა
- Posts: 464
- Joined: 08 დეკ 2008, 11:13
Post
by tamari-khevi » 24 მაი 2010, 15:17
ფოტოებით გადმოეცით თქვენ მიერ დანახული სილამაზე...........მე ვერ შემოგიერთდით,მაგრამ სულით თქვენთან ვიყავი,...........
-
Killroy13
- ასფალტზე მოარული
- Posts: 7
- Joined: 12 მაი 2010, 09:16
- Location: ЗемлÑ
Post
by Killroy13 » 24 მაი 2010, 15:37
გუშენდელი დღიდან ვზივარ და არ ვიცი რა დავწერო.
სამწუხაროდ სე იყო მეორე და საბოლოო გასვლა თქვენთან ერთად ამ წელს, დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ყველას რომ მიმიღეთ თქვენს თბილ, მეგობრულ,მხიარულ და მოგზაურობით სავსე ოჯახში. რა თქმა უნდა სულ ორჯერ ვიყავი თქვენთან ერთად მაგრამ დამიჯერეთ არასდროს არ დამავიწყდება ის წუთები რომლბიც თქვენთან გავატარე. ძალიან დიდ მადლობა რომ მანახეთ ის რის არსებობაზეც წარმოდგენა არ მქონდა (კაცხრისსვეტი და დოდოს რქა) გისურვებთ ბევრ და ლამაზ გასვლას და თუ ლაშქრობისას წამოვა წვიმა არ მოიწყინოთ რადგამ წვის შემდეგ აუცილებლად გამოვა ულამაზესი ცისარტყელა.
P.S.მომავალ წელს ისევ შემოგიერთდებით და როგორც ვთქვი ყველა ფოტო იქნება არა უგვიანეს 28 მაისისა.
P.S.S ცუდად დამუშავებული ფოტო ცისარტყელის ქვეშ
http://ifolder.ru/17847826
Last edited by
Killroy13 on 24 მაი 2010, 15:45, edited 1 time in total.
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 24 მაი 2010, 15:55
Killroy13
გაიხარე, სანდრო, სულით კარველო და მოხეტიალე ადამიანო, ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, როცა ისევ საქართველოში იქნები და მოახერხებ ჩვენ ერთად გალაშქრებას, ყოველთვის იცოდე რომ ეს თბილი, მეგობრული და მხიარული ოჯახი ისევ გულღიად მიგიღებს

მანამდე კი ვირტუალურად შეგვეხმიანე ხოლმე.
აბა სასიამოვნო მოგზაურობებს გისურვებთ

, და ველოდებით ფოტოებს, როცა მოახერხებ მაშინ...
გზად მლაშე ტბასთან შევჩერდით
ნაწილი ძირს დარცა, ნაწილი კი მთაზე ავედით იქიდან ფოტოების გადასაღებად
სანდრო, არაკარველი, არაპლიუსი, არამედ რაღაც სხვა

...
მერე ცა ნელ-ნელა გაიხსნა

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 24 მაი 2010, 16:53
დოდოს რქაზე მივედით
დოდოს რქა, მონასტერი, ფეოდალური სენიორია, განათლებისა და კულტურის კერა ძველ საქართველოში; ქართული ხუროთმოძრვრების მნიშვნელოვანი ძეგლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. VI საუკუნის I ნახევარში დააარსა დავით გარეჯელის ერთ-ერთმა მოწაფემ დოდომ.
შედგება სხვადასხვა დროის (VI - XVIII სს. ჩათვლით) გამოქვაბული კომპლექსებისაგან. მთავარი დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო გარეჯის საერთო აღმავლობის პერიოდს - XI-XIII საუკენეებს განეკუთვნება. განსაკუთრებით საყურადღებოა კლდეში გამოკვეთილი წმ. დოდოს მცირე ეკლესია, რომლისაგანც შემორჩენილია საკურთხევლის აფსიდის კონქი, კლდეში გამოკვეთილი უყელო გუმბათი, ჩდილოეთი კედელი და დასავლეთი ნართექსის კედლის ნაწილი. კონქში შემონახულია მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი (VIII-IX სს.) და მნიშვნელოვანი ნიმუში საქართველოში. მოხატულობის მთავარი ფიგურაა ტახტზე მჯდომი ქრისტე მაკურთხებელი მარჯვენით. მარცხენა ხელში უჭირავს გადაშლილი წიგნი, რომელზედაც ქართული წარწერის კვალია შერჩენილი. მაცხოვრის ორსავე მხარეს თითო მედალიონია მოთავსებული. ერთში გამოსახულია ქალის ფიგურა მკერდამდე, მთვარის ქიმით თავს ზემოთ, მეორეში (ასევე მკერდამდე) - ფრიგიულ თავსაბურავიანი ჭაბუკი აგიზგიზებული ჩირაღდნით მარჯვენა ხელში. როგორც ჩანს, პირველი ფიგურა მთვარეს განასახიერებდა, მეორე - მზეს. ამგვარი გამოსახულებანი ადრინდელი ქრისტიანულ სარკოფაგებში გვხვდება. ქრისტეს ქვემოთ გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი, აგრეთვე ტეტრამორფი (ოთხი მახარებლის სიმბოლური გამოსახულება) და ქერუბინი (ექვსფრთიანი ანგელოზი). დოდოს რქის მონასტრის პოლიტიკური-ეკონომიკური ისტორია დაკავშირებულია დავითგარეჯის მონასტრის ისტორიასთან. XII-XV საუკუნეებში დოდოს რქა სამეფო მონასტერი იყო. 1424 წელს ალექსანდრე I-მა დავითგარეჯთან ერთად შესწირა მცხეთის საკათალიკოსო სვეტიცხოვლის ეკლესიას. XIIIXVIII საუკუნეებში გარეშე მტრების (მონღოლების, თემურლენგის, თურქების, ირანელებისა და ლეკების) შემოსევისა და ბატონობის შედეგად დაქვეითდა ბევრჯერ დაცარიელდა. დოდოს რქის მონასტერი ეპარქიქლურად რუსთაველის საეპისკოპოსოში შედიოდა. XV-XVII საუკუნეებში კათოლიკოს-პარტიარქს ემორჩილებოდა, შემდეგ 1760 წლამდე - ნინოწმინდელ ეპიკოპოსს. 1760 წელს დავითგარეჯს შეუერთდეს. გასული საუკუნის მიწურილს გაუკაცრიელდა.
რამდენიმე დღის წინ, დავით გარეჯობას, პატრიარქმა აკურთხა და გახსნა დოდოს რქის მონასტერი. შეკეთებულია მისასვლელი გზაც.
მთავარ ტაძარში

Last edited by
Mta Mkvarebia on 23 თებ 2011, 12:11, edited 1 time in total.