ვერა, წივწივ, ვერ წავედი

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
Mta Mkvarebia wrote:ვააახ რა მაგარი იყოოო!ძალიან სავსე და გემრიელი დღე გამოვიდა, უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ. ყველაფერი იყო, მზეც, ყაყაჩოებიც და წითლადდაწინწყლულ მინდორში ნახტომების სერიაც, მთის კენწეროებზე სიარული, მლაშე ტბას ზემოდან რომ მოვექეცით გადასაღებად, ანარეკლები ტბაში, მწვანე მდელოებზე თეთრ მძივებად გაბნეული ცხვრის ფარა და ცხენზე შემჯდარი მწყემსები თავის კბილებდაკრეჭილი ნაგაზებით, დოდოს რქა და უდაბნოს თავზე ჩრდილში მჯდარი, განახლებულ მონასტერში ჯერჯერობით ერთადერთი ბერი, სენაკები და ფრესკები დოდოს რქის გამოქვაბულებში, ჩახჩახა მზე ჩიჩხიტურის თავზე და საკმაოდ კეთილგანწყობილი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, ქართველი მესაზღვრის და მერე მირანდას ხელისგულზე დაბრძანებული კაწაწკინტელა კუ (აი ზუსტად იმოდენა გუშინ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტორტზე რომ იჯდა, მაგრამ ამჯერად ნამდვილი
), მერე იყო დავით გარეჯის უდაბნო, ჭექა-ქუხილი და კოკისპირული წვიმა, თავზე ღრუბელი და ფონზე მზით განათებული კავკასიონი და მზის შუქ-ჩრდილები ზურმუხტისფერ მდელოებზე, ტალახში გორაობა, სრიალ-სრიალ-კოტრიალით ჩამოსვლა უდაბნოდან, ლოცვა და ანთებული სანთლები კარველების ხელში დავით გარეჯელის საფლავთან, ულამაზესი ცისარტყელის ყველაზე სრულყოფილი ნახევარრკალი რაც კი ოდესმე მინახავს, მის ქვეშ კვლავ ნახტომების სერია, ულამაზესი მზის ჩასვლა ღრუბლებში. აი როგორი იყო დღევანდელი დღე