აფიშა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
აფიშა

Post by likakoo » 12 მაი 2010, 20:52

Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
აფიშა

Post by tamuna_gudarexi » 14 მაი 2010, 15:55

თბილისში გაიმართება ფოტოგრაფიის ფესტივალი "თბილისი Open Air Photo Fest"

14-16 მაისს თბილისში გაიმართება ფოტოგრაფიის სამდღიანი ფესტივალი "თბილისი Open Air Photo Fest", რომელიც ყველაზე მასშტაბური იქნება იმ ღონისძიებებს შორის, რაც კი აქამდე საქართველოში ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით ჩატარებულა.

სამი დღის განმავლობაში ძველი თბილისის ქუჩები, ეზოები და ბაღები - აბანოთუბნიდან თავისუფლების მოედნამდე - არლის ცნობილი ფოტოფესტივალის პროგრამას უმასპინძლებს. დაგეგმილია გამოფენები, ვიდეოპროექციები, დებატები და დაჯილდოების ცერემონიალი.

22 საათიდან 04:00 საათამდე, ღია ცის ქვეშ, 10 ეკრანზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს წამყვანი სააგენტოებისა და გამოცემების საუკეთესო ფოტოები.

ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალი ტარდება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

Image

დამატებით:

http://netgazeti.ge/GE/8/culture/1473/

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
აფიშა

Post by MIRANDA » 17 მაი 2010, 14:49

სამშაბათს, 18 მაისს 19:00 საათზე (ხვალ)

ტურიზმის დეპარტამენტში (თავისუფლების მოედანზე, მერიის ძველ შენობაში) გაიმართება ფოტოგამოფენა... გამოფენის თემა: კახეთი (თუ კახეთის ისტორიული ძეგლები)

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 4 კარ(ა)ველის - Ninukala, marita 777, Naia და Int3lig3nt - ნამუშევრები(ც).


დამატებითი ინფორმაციისთვის დაურეკეთ მონაწილეებს :lol:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აფიშა

Post by Mta Mkvarebia » 18 მაი 2010, 09:45

23 მაისს კარველი თეკლე ბატონიშვილის, იგივე კატო ჯავახიშვილის ახალი წიგნის წარდგინებაა:D .

თარიღი: 2010 წლის 23 05, კვირა
დრო: 19:00 - 20:00
მდებარეობა: "ათონელის თეატრი" (მისამართი: ათონელის ქუჩა 31. მშრალ ხიდთან)



აღწერა:

კატო ჯავახიშვილის ახალი პოეტური კრებული
"მარცხნივ"
თეატრალიზებული პრეზენტაცია

რეჟისორი: ვანო ხუციშვილი.

დასაწყისი: 19 საათზე

დასწრება უფასო

წიგნი ფასიანი
Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
აფიშა

Post by tamuna_gudarexi » 18 მაი 2010, 14:34

Falcon wrote:უკვე წლებია 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედაა გამოცხადებული. წლევანდელი 2010 წელი კი გამოცხადდა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლად :) - შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორებთან ერთად გეგმავს რიგ ღონისძიებებს ბიომრავალფეროვნების წელს ბიომრავალფეროვნების დღის აღანიშნავად (ხომ არ დაგაბნიეთ ;))).

ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, შაბათს, 22 მაისს, ეთნოგრაფიულში, საღამოს 5-დან იქნება:
ფოტოგამოფენა
მოძრაობის თეატრის წარმოდგენა,
ქართული ხმები (თუ არ ვცდები)
ჯგუფი მგზავრების კონცერტი (სადღაც 7-სკენ)

და კიდევ ბეცრი რამ :)

მე იქ ვარ ;)

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
აფიშა

Post by Nini_A » 20 მაი 2010, 12:34

22 მაისს ახმეტის რაიონში, იმართება თუშური (გუდის ყველის ფესტივალი
ფესტივალის პარალელურად გაიმართება დოღი, ადგილობრივი ხელსაქმის ნიმუშების გამოფენა, მწვადის შეწვა და სხვა

დასწრება თავისუფალია
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
აფიშა

Post by lama » 20 მაი 2010, 13:37

Nini_A wrote:
დასწრება თავისუფალია
თავისუფალი იქნება

აბა
ახმეტის შესასვლელში ბილეთები ვერანაირად ვერ გაიყიდება :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აფიშა

Post by Tamari-ch. » 20 მაი 2010, 19:15

დღეს ვიყავი ფილარმონიაში წიგნის ფესტივალზე
და ძალიან ვისიამოვნე (ფასდაკლებებიცაა)

და რამდენიმე კარგი წიგნიც შევიძინე...

ხვალ 6 საათამდე მიდით - ხვალ იხურება...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
აფიშა

Post by ლეონტი » 20 მაი 2010, 19:18

Tamari-ch.
აბა თუ საიდუმლო არაა რა შეიძინე?
და საერთოდ რა წიგნებია ადამიანისთვის საინტერესო?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აფიშა

Post by Tamari-ch. » 20 მაი 2010, 19:31

ლეონტი
ძალიან კარგი წიგნებია
და გულს ნათელი მოეფინა ამდენი რომ ვნახე ერთად - ხალხიც ბევრია
აუცილებლად მიდით...
მე-2 და მე -3 სართულზეა გამოფენა



ძალიან მომეწონა არტანუჯის გამომცემლობა
ჰერეთზე, კლარჯეთზე ძეგლები, კაპადოკია -
თუ საშუალება მექნა ხვალ ვიყიდი..

მე პირადად შევიძინე რისმაგ გორდეზიანის "მითების სიბრძნე"
და იქვე მდგარ ბატონ რისმაგს "ვებრდღვენი" :lol: ავტოგრაფისთვის -
იმანაც მომიწერა და ახლა რისმაგ გორდეზიანის ავტორისეული ხელმოწერით მაქვს მისი წიგნი
ვოტ!

კიდევ შევიძIნე უცნობი ქართული ზღაპრები (გამ ზებრა) - ბოვშებისათვის
საქართველოს ისტორიული ატლასი
ზურაბ კიკნაძეს ანდრეზები - ძალიან კარგი წიგნია !!
ინგმარ ბერგმანის გულახდილი საუბრები
მაია ზურაშვილის - ქართველთა მითო-რელიგიური წარმოდგენები
იური სიხარულიძის ჭანეთი
ლოგოს პრესის გამომცემლობის - მითოლოგია ბავშვებისათვის ასევე ზურაბ კიკნაძის
მანანა ხიდაშელის სამყაროს სურათი არქაულ საქართველოში

აუცილებლად მიდით

ეს ყველაფერი 25- 30 ლარი დამიჯდა სულ
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
აფიშა

Post by Tamusia » 20 მაი 2010, 19:53

Tamari-ch.


ზურაბ კიკნაძის ანდრეზები რომელ გამომცემლობასთან უნდა ვიკითხო და რა ღირდა?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აფიშა

Post by Tamari-ch. » 20 მაი 2010, 20:40

Tamusia
უნივერსიტეტის გამომცემლობაა
აწერია LIGAMUS
მეორე სართულზე იყო
ძალიან მომეწონა
ღირდა თუ ზუსტად მახსოვს - 9 ლარი.

ესეც დღევანდელი შენაძენი

Image
Last edited by Tamari-ch. on 20 მაი 2010, 20:50, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
აფიშა

Post by Tamusia » 20 მაი 2010, 20:42

Tamari-ch.

დიდი მადლობა :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აფიშა

Post by ARCHILI » 20 მაი 2010, 23:14

Tamari-ch.


ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობაა...

:)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
აფიშა

Post by lama » 21 მაი 2010, 11:26

ARCHILI wrote:Tamari-ch.


ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობაა...

:)
რაც მაგრები ვართ

ილიელები ვართ :)
:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]