GAMARJOBA SAKARTVELO
ფოტოტურში კარაველების ჩართვა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ მათ ცხოვრებაში 1 ლამაზი შტრიხი
შესულიყო და ყველა გასვლაში მეგობრების 1 ნაწილი მაინც ყოფილიყო ჩვენთან 1ად.
შენ რომ არა, წარმოდგენაც არ მექნებოდა ტურიზმის დეპარტამენტის ამ მშვენიერი წამოწყების შესახებ, მონაწილეობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია

.
ჩემი ფავორიტი ფოტოებიდან მხოლოდ ერთი მოხვდა გამოფენაზე, მაგრამ ოდნავი პრეტენზიაც კი არ მაქვს ორგანიზატორებთან, იმიტომ რომ ეგ მათ უფლებებში შედიოდა და უკეთ იციან, რა არის საჭირო საქმისთვის.
ძალიან მინდოდა მაკრო-ფოტო გამეტანა კონკურსზე, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ არანაირად არ შეესაბამება თემატიკას.
მაგრად გამიხარდა, დეპარტამენტის სიმპათია რომ გავხდი და სვანეთის ტურშიც მივიღებ მონაწილეობას

.
თუმცა ასეც რომ არ მომხდარიყო, მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი, იმით რომ 3 ლამაზი დღე გავატარე, საერთო ინტერესების ხალხთან ერთად

(სრულიად უფასოდ

).
რისთვისაც დიდად მადლიერი ვარ პირველ რიგში გოგასი და შემდეგ ტურიზმის დეპარტამენტის.
ჰოდა ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემდეგ ტურებშიც შევძლო მონაწილეობის მიღება

.
ჩემს ფოტოებს საღამოს შემოგთავაზებთ.