ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
miqgio
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 29 აპრ 2009, 20:22
Location: Tbilisi
Contact:
ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Post by miqgio » 19 მაი 2010, 17:01

Mta Mkvarebia

ძალიან კაი, დიდი სიამოვნებით მოვალ და დავესწრები, მარა მე და ჩემს თანამშრომლებს ეხლა გვჭირდება მუშაობის პროცესში

თუ ვინმე მომაწვდის ამ ფოტოებს საავტორო უფლებები დაცული იქნება

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Post by Mta Mkvarebia » 19 მაი 2010, 17:20

miqgio
მე ამ გასვლაში არ ვყოფილვარ. შემოვლენ ამ გასვლის მონაწილეები თემაში და გიპასუხებენ და ფოტოებსაც გამოაგზავნიან ალბათ :) .
მაგრამ ჩვენ 8-11 აპრილს ვიყავით ტაოში და გადავიღეთ ოშკი, სწორედ ჩვენმა ჯგუფმა აღმოაჩინა მაცხოვრის ფილის დაკარგვა :( .
აი თემა:
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.
ამ თემაშიც დაამატებენ ალბათ მონაწილეები ფოტოებს და მერე დაუკავშირდით ავტორებს, თუ რომელიმე ფოტო დაგაინტერესებთ.
Image

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Post by Nini_A » 19 მაი 2010, 17:50

miqgio
ალბათ ყველა გამოგიგზავნის ამ საქმისთვის ფოტოს, ძალიან ბევრი ახალი ბზარია ტაძრის მკლავებზე, ასევე სვეტებზეც ჩუქურთმები ჩამოშლილი იყო, 1 წლის წინ ვიყავი ბოლოს და გული მომიკდა კიდევ ბევრი რამ იყო ჩამოშლილი ამჯერად
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
miqgio
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 29 აპრ 2009, 20:22
Location: Tbilisi
Contact:
ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Post by miqgio » 19 მაი 2010, 17:51

დიდი მადლობა Mta Mkvarebia, ძალიან ყურადღებიანი ხარ

იქაც დავწერე და თუ ვინმე შემეხმიანება ძალიან დაგვეხმარება მუშაობაში

User avatar
miqgio
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 29 აპრ 2009, 20:22
Location: Tbilisi
Contact:
ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Post by miqgio » 19 მაი 2010, 18:02

Nini_A

სამწუხაროდ ვიცი ჩვენი ექსპედიცია იყო ოშკში აპრილის დასაწყისში და ჩავატარეთ აზომვითი სამუშაოები

ჩვენი ხელმძღვანელი იბრძოდა იმ ხის მორის შეცვლისთვის ამრა ერშევძელით :(

იმედია ღვთის წყალობით და ჩვენი ძლისხმევით ყველაფერი კარგად გამოვა

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Post by ika-bebo » 19 მაი 2010, 20:54

Domeniko
რა ღირს ხომ არ იცი?
რომ დააპირებ მომწერე და დაგიჯავშნი მე კორპორატიული ფასი მაქვს და ალბათ ესე მაქსიმუმ 20 ლირად გამოხვალ.
შაბათს წავალთ ჩვენ ალბათ. შენ როდის აპირებ?
მე ვეღარ მივდივარ 22-ში ბანკეტი მაქვს და 24 დან 30 ჩათვლით გამოცდები დამინიშნეს, გადატანა რომ ვითხოვე მწარე უარი მივიღე და სხვა გზაც აღარც მაქვს.
პ.ს. თემა რომ არ გავაოფოთ აწი PM-ში გადავიდეთ.
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Post by z g a r b i » 19 მაი 2010, 22:12

miqgio
ეგ ხის მორი რომ ვნახე გული მომიკვდა.. ეგ დაიჭერს იმხელა თაღს? :?

საერთო ჯამში, გასვლით ძალიან კმაყოფილი ვარ აუცილებლად წავალ კიდევ, ცოტა მეტი ხნით. გემრიელად მოვივლი ტაოს :)

ჰო, რატომღაც ჩამრჩა იუსუფელი. ძალიან მომეწონა ეს პატარა, მთაზე შეფენილი კოხტა ქალაქი. თითქმის არ მოძრაობდნენ მანქანები..

და კიდევ - ხანძთის გზას რომ ვედექით, რამდენიმე სახლი დავინახე - ულამაზეს ხეობას გადამყურე, ციცაბო მთაზე შეფენილი.
დაბლა, ტერასებად ხილ-ბოსტანი გაეშენებინათ. საკმაოდ ძნელი უნდა იყოს ისეთ ადგილას ცხოვრება, საქონლის ყოლა და მიწაზე მუშაობა.
მიუხედავად ამისა, ის ხალხი მაინც არ ტოვებს ამ ლამაზ ადგილს და ბარისკენ არ მოიწევს. შრომობს და თავიც გააქვთ. ასე ვთქვათ, მთას ამაგრებს.
მოკლედ, პატივს ვცემ იმ ხალხს და კარგი იქნება ბევრი ქართველი თუ მიბაძავს :)
Image

User avatar
miqgio
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 29 აპრ 2009, 20:22
Location: Tbilisi
Contact:
ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Post by miqgio » 19 მაი 2010, 22:34

z g a r b i
მაგ მორმა თავის დროზე კი გადაარჩინა ანგრევას ეს უნიკალური გალერეა მარა ეხლა უკვე ძირი აქვს გამომპალი და სასწრაფოდ საჭიროებს გამოცვლას

ისე მე ოსჰკის გარდა მარტო ხახოლის ტაძარი მაქ ნანახი და დიდი სურვილი მაქ მთლიანად მოვიარო ეს ადგილები.

2-ჯერ ვიყავი უკვე ამ ტერიტორიებზე და ხანძთა ვერ ვნახე :(

იმედია შემდეგ ტურში მეც მივიღებ მონაწილეობას და ვნახავ სხვა ადგილებსაც :)

ika-bebo
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 18 აგვ 2009, 01:03
Location: *ტაო-კლარჯეთი*
ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Post by ika-bebo » 19 მაი 2010, 23:19

miqgio
აუ არადა აპრილში რომ ვიყავი ეგ ვერ მოვიფიქრე თორემ გამოვუცვლიდით მე და ჩემი თურქი მეგობარი კარგად დაუმეგობრდით იქაურებს და კარგადაც დავცილდით. რჩევებიც მივეცი ფულს რომ თხოვენ იქ ჩასულ ტურისტებს ის მოხუცი კაცი, ჯობიათქო დადოთ ყუთი და იქ უფრო ჩაგიყრიან ვიდრე ესე ძალადობით მოცემათქო და პირობაც მივიღე ესე ვიზამთო.
მე რომ მკითხო მთავარია სწორედ მიუდგე იქაურ მაცხოვრებლებს და ძალიან კარგ შთაბეჭდილებასაც დაუტოვებთ და მისიანათაც მიგვიღებენ.
ვისაც კი ვიცნობ საელჩოში ნამყოფებიც არიან ოშკში და მომხრეებიც, რომ რესტარვაცია დაიწყოს იქ.
რამე დახმარება თუ დაგჭირდებათ თქვენს გვერდით მიგულეთ (საელჩოსთან, იქაურებთან და რავი რითაც შემეძლება გვერდში დაგიდგებით)
ტაო-კლარჯეთჲ უსაზღვრო ტკივილი და სიამაყე!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Post by lama » 19 მაი 2010, 23:30

დიდი მოლოდინით ვცელი ჩემი თხოვნის შესრულებას

გთხოვთ

თუ გადაუღეთ აია სოფიაში მაცხოვრის ფრესკას ფოტო იქნება დადოთ?

:wink: :wink: :wink: :wink:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Post by guruli » 20 მაი 2010, 00:13

miqgio
მაგ მორმა თავის დროზე კი გადაარჩინა ანგრევას ეს უნიკალური გალერეა მარა ეხლა უკვე ძირი აქვს გამომპალი და სასწრაფოდ საჭიროებს გამოცვლას
კიდევ კარგად მოაღწია მაგ მორმა - ჯერ კიდევ როდის შეუყენა ამერიკიდან ჩასულმა ვახტანგ ჯობაძემ, ჩვენი თიკო-ერის ნათესავმა. მგონი, არცაა ახლა ცოცხალი, ეგ მორი კი ისევ იკავებს ოშკის მორღვეულ კედელს. :cry:
z g a r b i
ჰო, რატომღაც ჩამრჩა იუსუფელი. ძალიან მომეწონა ეს პატარა, მთაზე შეფენილი კოხტა ქალაქი. თითქმის არ მოძრაობდნენ მანქანები..
მეც კარგად მახსოვს ეგ კოხტა ქალაქი. არადა, რა კლდეებშია აშენებული იმხელა შენობები. :roll:
და კიდევ - ხანძთის გზას რომ ვედექით, რამდენიმე სახლი დავინახე - ულამაზეს ხეობას გადამყურე, ციცაბო მთაზე შეფენილი.
დაბლა, ტერასებად ხილ-ბოსტანი გაეშენებინათ. საკმაოდ ძნელი უნდა იყოს ისეთ ადგილას ცხოვრება, საქონლის ყოლა და მიწაზე მუშაობა.
მიუხედავად ამისა, ის ხალხი მაინც არ ტოვებს ამ ლამაზ ადგილს და ბარისკენ არ მოიწევს. შრომობს და თავიც გააქვთ. ასე ვთქვათ, მთას ამაგრებს.
მოკლედ, პატივს ვცემ იმ ხალხს და კარგი იქნება ბევრი ქართველი თუ მიბაძავს
ხანძთისკენ სამანქანო გზიდან რომ ბილიკზე გადადიხარ, იქ ერთი ოჯახი ცხოვრობს, მე ეგენი დამამახსოვრდნენ კარგად. იმ გზას მაშინ აკეტებდნენ და ტრაქტორი ჩვენც შეგვხვდა იქვე. ის ასასვლელი გადათხრილი იყო, იქით იმათი ბოსტანი ეღობებოდა და გაგვიჭირდა ბილიკზე ასვლა. უკან რომ დავბრუნდით, ორივე ცოლ-ქმარი იდგა თოხით ხელში და ჩამოსასვლელს ასწორებდა. თითქოს არაფერი, მაგრამ მე მაინც კარგ ჟესტად მომეჩვენა იმათი მხრიდან - ხომ შეეძლოთ ეთქვათ, აი, დარდი, თუ ვერ ჩამოვლენო, რასაც დარდიმანდი ქართველების უმეტესობა ნამდვილად იტყოდა. :) თან ისე კეთილგანწყობილი ღიმილით შეგვხვდნენ...
ika-bebo
მე რომ მკითხო მთავარია სწორედ მიუდგე იქაურ მაცხოვრებლებს და ძალიან კარგ შთაბეჭდილებასაც დაუტოვებთ და მისიანათაც მიგვიღებენ.
+10000000000000000000000
თან ძალზე წამგებიანია და უგუნური იქ დაკარგულ მიწებზე და ისტორიულ წარსულზე ლაპარაკი - ისტორია წარსულში დარჩა, თუნდაც ისტორიული სამართლიანობისთვის დღეს საზღვრების გადასინჯვას არავინ დაუშვებს, მაგრამ იქ ქართული კულტურა, ქართული ეთნოსი არ უნდა დაიკარგოს. აი, ამას სჭირდება სხვანაირი მიდგომა, ტაქტიანი, აწონილ-დაწონილი, მეზობლობასა და პოლიტიკურ პარტნიორობაზე დამყარებული, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე გათვლილი.

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Post by Nini_A » 20 მაი 2010, 10:54

miqgio
guruli
ika-bebo
მგონი სჯობს ასეთ საუბრებისთვის გახსნათ ცალკე თემა, ვინაიდან ეს თემა არის კონკრეტულ თარიღებზე კონკრეტული ჯგუფის მოგზაურობის აღსაწერად, მათი შთაბეჭდილებებისთვის და ფოტომასალისთვის


დიდ ბოდიშს გიხდით მაგრამ მგონი ასე სჯობს :)
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Post by lama » 20 მაი 2010, 11:02

დიდი მოლოდინით ვცელი ჩემი თხოვნის შესრულებას

გთხოვთ

თუ გადაუღეთ აია სოფიაში მაცხოვრის ფრესკას ფოტო იქნება დადოთ?

:)
:)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Nino M
მაწანწალა
Posts: 311
Joined: 16 ივლ 2008, 14:27
Location: Tbilisi
ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Post by Nino M » 20 მაი 2010, 12:23

მოკლედ მშვენიერი ტური იყო, ძალიან ლამაზი ადგილები მოვინახულეთ თან ლამაზ საზოგადოებასთან ერთად. ძალიან კი დავიღალე მე პირდად, მაგრამ ეგ არაფერი, რაც მთავარია ვისიმოვნეთ, დროულად ჩამოვედით და სამსახურშიც არ დამიგვიანია :)
დიდი მადლობა ყველა მონაწილესა და ორგანიზატორებს!!! :)
დროის უქონლობის გამო ვეღარ მოვახერხე ჩემი სურათების ატვირთვა, ნელ-ნელა მეც დავდებ აწი სურათებს.


კახა
- LAMA აბა ამ ფრესკას ხომ არ გულისხმობდი??

Image
გვიყვარდეს ერთმანეთი!!!

User avatar
Nino M
მაწანწალა
Posts: 311
Joined: 16 ივლ 2008, 14:27
Location: Tbilisi
ტაო-კლარჯეთი და სუმელა-აია სოფია, 14-16.05.2010

Post by Nino M » 20 მაი 2010, 12:24

Nini_A
ძალიან ლამაზი სურათები გადაგიღია გენაცვალე
გადააწოდე რა კარგია რამეა
:) :lol: :lol: :lol:
გვიყვარდეს ერთმანეთი!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]