Nessa
guruli
ვენეციაში მივდივარ
რიალტოს ხიდი მომიკითხე.

რომ გითხრა, მაგ ქალაქში დაბრუნების სურვილი მკლავს-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ ორი რაღაცის სანახავად მართლა სიამოვნებით ჩავალ. ესაა რიალტოს ხიდი მაქედან გადაშლილი დიდი არხის პეიზაჟებით და მანდვე სუვენირების ქუჩა განთქმული ვენეციური ნიღბებით და მურანოს ქვის სუვენირებით. ეს სულ სხვა სილამაზეა - აშკარად გამორჩეული და თვალწარმტაცი.
მაგრამ ამ 3 თვეში კიდევ ბევრი ქალაქის, სოფლის, მთის, ტბის და ასე შემდეგ ნახვას მოვასწრებ. ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს
ლინიანოში ჩადი მაქედან. სულ რაღაც 80 კილომეტრია და ჩრდილოეთ იტალიის ყველაზე ცნობილი საზღვაო კურორტია. არქიტექტურა და ქალაქის იერსახე არც იქაა განსაკუთრებული - ისტორიული არც არაფერია, გვიანდელი პერიოდის ერთ ეკლესიას თუ არ ჩავთვლით, და არც ქალაქია ტიპური ურბანული სტილის სუპეთანამედროვე მეგაპოლისი, მაგრამ მისი სილამაზე ზუსტად ამ არაურბანულობაში, სიწყნარეში და სიმშვიდეშია - სულიერად დაისვენებ ადამიანი. იმ ციცქნა ქალაქში უამრავი სკვერი, შადრევანი და დასასვენებელი ადგილია, პლაჟი და ადრიატიკის ზღვა კი ცალკე თემაა.