გვალვა მადლობ!!!! ნამდვილი მეგობარი ხარ!!! არ მეგონა თუ დაზიანებას ასე მალე გამოასწორებდნენ!!! აფერუმ ჩვენს კავშირგაბმულობას
ჩამერთო ინტერნეტი!!!! ვაშააააააა!!!
მაშ ასე, კიდევ ერთხელ ანოტაციები!!!
1 THE HÃ’NEYMOON (15 წთ)
Country: German
2. წამი - მეკლდეურის ცხოვრება (44 წთ)
(MEMENთO – A Bოულდერ Lიფე Lინე)
გამოშვების წელი: 2005
ქვეყანა: ავსტრია
რა მოხდება, როდესაც „გადარეული“ დოკუმენტალისტი, „შეშლილ“ მცოცავს შეხვდება და ერთად ფილმის გადაღებას გადაწყვეტენ?
შეგიძლიათ ამას წინასწარ დაგეგმილი ქაოსი უწოდით, ანდა სულაც ერობლივად შესაქმნელი სანახაობის დასწყისი. თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ, ფილმის გადაღება როგორც იქნა დასრულდა, შედეგი კი საოცრად შთამბეჭდავი, ცარიელი ემოცია.
ოპერატორმა და რეჟისორმა ცოცავა სრულიად განსხვავებულად, პროფესიონალურად და დეტალურად წარმოადგინეს... ბერნდ ზანგლერი კი ფილმში ცოცვის მთელს ფილოსოფიასა და არტისტიზმს წარმოაჩენს. სწორედ ეს არის ფილმის მთავარი სიუჟეტი. ფილმში მოქმედება რამდენიმე ადგილას – “ტიკინ”’, “მეჯიქ ვუდი” და “სილვრეტა მაუნთინს”. ყველა მხარეს საკუთარი ხასიათი, სტილი და გარემო აქვს. “კლდის თითოეული სანტიმეტრი თავისებურად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია. Hჰამბოლდის თვალთახედვით აქ ბუნების ფიქრი და გრძნობები ერწყმიან ერთმანეთს და როგორც შედეგი გვევლიანებიან ადამიანისა და კლდის სინთეზში, კლდის მეტამორფოზა, გარდასახვა სულიერ არსებად.” ბერნდ ზანგელრისF შესანიშნავი და ყველაზე საუკეთესო ასვლები ასახულია ფილმში, მისი სამყარო კი, გასაოცარი სიმაღლეებისა და ბუნების სრულყოფილების ერთობლიობა.
3. წითელი კოშკი (33წთ)
გამოშვების წელი: 2005
ქვეყანა: ავსტრია
ფილმი “წითელი კოშკი” წარმოგვიდგენს კლდეზე ცოცვისა და ექსტრიმის შთამბეჭდავ სინთეზს. ფილმში ნაჩვენები მაღალი დონის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, რომელიც აისახება მე-11 კატეგორიის სირთულის კლდის მონაკვეთის გავლისას. ყოველივე ასახულია ერთ რეალურ სიუჟეტად. იდეა, განსაკუთრებული სპორტული მონაცემები, ფიზიკური ვარჯიში და საბოლოო ჯამში მიღწეული მიზანი. ეს ყოველივე გვაძლევს საშუალებას, რომ გავიაზროთ და განვმარტოთ თუ რას ნიშნავს ასე მისტიკური და მეკლდეურთათვის მიმზიდველი მე-11 კატეგორიის სირთულის მარშრუტი, რა მიზანი ამოძრავებთ მეკლდეურებს მის დასაძლევად. ფილმში ავსტრიელი მეკლდეური ჰერბერტ რანგეტინერი გვიზიარებს თავისი მისწრაფების მთელს ემოციურობასა და ამავდროულად, ამ მიზნის მიღწევის სისადავეს.
5. ლიბი, მონტანა (124წთ)
გამოშვების წელი: 2004
ქვეყანა: აშშ
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენეტზე, უზარმაზარი კლდოვანი მასივის ძირში, კრისტალურად სუფთა მდინარის სანაპიროზე გადაშლილა პატარა ქალაქი ლიბი. ამ პატარა ქალაქში ასბესტის საამქროებია გაშენებული. ამის გამო, ლიბიში, წლების მანძილზე ასობით ადამიანი დაავადა, ან უკვე გარდაიცვალა მავნე ქიმიური ელემენტების ზემოქმედების შედაგად.
გარემოს დაცვის სააგენტოს მიაჩნია, რომ ლიბი, ამერიკის ისტორიაში, მასშტაბურობით, ტოკსიკურად ყველაზე დაბინძურებული დასახლებული პუნქტია. ფილმი ლიბი, მონტანა – ეს არის მოგზაურობა მძიმე შრომით შეპყრობილი ადამიანების სამყაროში, რომელიც ნათლად ასახავს “ამერიკული ოცნების” მაძიებელთა საშინელ ბედს.
6 THE NATURALIST (29min)
გამოშვების წელი 2001
ქვეყანა აშშ
Brief Annotation: Kent Bonar, who has been called the "John Muir of the Ozarks," is one of America's great naturalists. Living without modern amenities in the tradition of Thoreau, Leopold and Muir, Bonar has spent his life observing and recording the natural history of the Missouri and Arkansas Ozarks. The Naturalist documents the work and philosophies of this extraordinary modern-day woodsman.
7 PASSAGERS DE L’EVEREST (50min)
გამოშვების წელი : 2004
ქვეყანა საფრანგეთი
Brief Annotation: ------- L'amour résiste-t-il à l'appel des sommets? De Katmandou jusqu'à la cime de l'Everest, l'incroyable épopée de Pierre et Lucile sur le toit du monde nous entraîne dans l'intimité d’une passion amoureuse.
À partir de matériaux d'archives inédits, de photographies, de peintures et d'extraits de correspondance, cette histoire à deux voix nous raconte qu'au-delà de l'exploit sportif, l'Everest peut aussi abriter une folle histoire d'amour.
« Pour décrire le paysage vertigineux de L’Everest, j’ai raconté une histoire passionnelle entre un homme et une femme » pierre dutrievoz
Ce film existe en version sous titrée anglaise, en version doublée chinoise.
Il a été présenté en avant première au Centre National d’Art Contemporain de Grenoble (4 fevrier 2003), à l’auditorium de TF1 le 5 mai 2003
8 ვერტიკალური ამაზონია (63 წთ)
გამოშვების წელი: 2004
ქვეყანა: სლოვაკეთი
აუიან ტეპუი.. ამაზონიის უმაღლესი პლატო.. ინდიელებს სწამთ, რომ მის მწვერვალზე დემონები სახლობენ. ბეკო ონდრეიოვიჩი აღმოჩნდება პირველი, ვინც შეძლებს ამ პლატოს ტრავერსის განხორციელებას. ერთ-ერთი ვერტიკალური კლდის მასივი, მასზე ისეთ ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს, რომ იგი გადაწყვიტავს კვლავ დაბრუნდეს ამავე ადგილას თავის მეგობართან ერთად, რათა დალაშქროს ერთ-ერთი უმშვენიერესი, ხელუხლებელი კედელი. ფილმში “ვერტიკალური ამაზონია” ასახულია ბუნების სიდიადე და თავგადასავლებით აღსავსე დაკარგული სმყაროს. ეს არის ფილმი, რომელიც ემოციურ ზეგავლენას მოახდენს თვითოეულ ჩვენგანზე..
9 პურურამბო (56 წთ)
გამოშვების წელი: 2005
ქვეყანა: სლოვაკეთი
ახალი გვინეა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტროპიკული კუნძულია. უღრანი ტყის მწვანე კედლებს მიღმა მისტიკური, მითიური და საიდუმლოებებით აღსავსე სამყარო იმალება. დატბორილი ნიადაგის ლაბირინთი ადგილობრივ მოსახლეობას იძელებულს ხდის იცხოვროს მაღალ ხეებზე, პრიმიტუილად ნაშენ, ჩიტის ბუდის მსგავს ნაგებობაში, ყოველგვარი საარსებო პირობისა და კომფორტის გარეშე. იცხოვროს ქვის ხანის ადამიანების მსგავსად. ადგილობრივი მოსახლეობას ჯერ კიდევ არ შეხებია თანამედროვე ცივლიზააციის პატარა გადმონაშთებიც კი და არც თეთრკანიანი ადამიანების არსებობის შესახებ აქვს გაგონილი. მათ ტერიტორიაზე შეღწევა მართლაც სახიფათო თავგადასავლად შეიძლება იქცეს. ამ ადგილების სიმყუდროვის დარღვევა სავალალო შედეგით შეიძლება დასრულდეს ნებისმიერი სულიერსთვის; მისიონერების გადმოცემით, ამ მიდამოებში კვლავ კანიბალიზმია გამეფებული..
10 კირანი მონღოლეთის თავზე (86 წთ)
გამოშვების წელი: 2004
პირველი საჯარო ჩვენება 2005 წლის ივნისში შედგა
ქვეყანა: აშშ
კუმა – ახალგაზრდა ყაზახი ყმაწვილი, თვისი ბაბუის ტრადიციას აგრძელებს. თავად ბაბუა წინაპრების საქმიანობას მისდევდა და მთაგორიან სამშობლოში არწივების მომთვინიერებელად გვევლინება. იქ, უკიდურეს დასაველთ მონღოლეთში იგი ახორციელებს თავის ოცნებას – ახალგაზრდა კაცმა დაიჭირა და გაწვრთნა საკუთარი არწივი. კუმა არწივების ადგილობრივი უბადლო მომთვინიერებელის, ხაირათხანი დახმარებით, სრულყოფილად ეუფლება არწივით ნადირობის თიტქმის მივიწყებულ ხელოვნებას.
11A•NOM•A•LY- ანომალია
გამოშვების წელი: 200-
ქვეყანა: აშშ
ფილმი ასახავს უძლიერესი მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტების არანორმალურ ატლეტურ მონაცემებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების ყოველგვარ კანონზომიერებას სცდება. გახდით ამ საოცარი ადამიანების ვირტუალური თანამგზავრები და შეიგრძენით მსოფლიოს საუკეთესო და ჯერ კიდევ აუთვისებელი ადგილები, რომლებიც ამ სპორტსმენების სნოუბორდისა და სათხილამურო ამბიციების დასაკმაყოფლიებელი არეალი ხდება. ფილმში მოთხრობილია ჯერემი ჯონსის ხედვით აღქმული ალიასკა, ერიკ რონნერისა და ჯეიმ პიერის 25 წლიანი მსოფლიო რეკორდები თავისუფალ ვარდნში, სეტ მორისისა და ჯერემი ნობისის სანაოსნო მოგზაურობა კანადის გარშემო.
თვალი ადევნეთ რაიდერების დინამიური ცხივრების სტილს იაპონიის, მაროკოს, ალასკას, ასპენის, შვეიცარიის, კორსიკასა და საფრანგეთის მთიან ფერდობებზე.
12SHACK THERAPY
გამოშვების წელი: 200-
ქვეყანა: აშშ
ფილმში მოთხრობილია მსოფლიოს საუკეთესო სერფერების სპორტული ცხოვრება. ფილმი გადაღებულია მსოფლიოს ყვლაზე ეგზოტიკურ ადგილებში, რომლებიც სერფერებისათვის ნამდვილ სამოთხეს წამოადგენენ. თქვენ გახდებით მომსწრენი, თუ როგორ მოყავთ რეალობაში ყველა ოცნება. საინტერესო თავგადასავლებისთვის ისინი კაროლინას, ლოფტენის კუნძულებსა და მსოფლიოს სხვა მრავალ და უმშვენიერეს კუთხეებში მოგზაურობენ.
ფლმში გამოყებნებულია კინემატოგრაფიის ისეთი მიღწევები, როგორიცაა საჰაერო, წყლალქვეშა და ლანდშაფტური გადაღებები. პიროვნებები, მოგზაურობა, რისკიანი ქმედებები – ეს ყველაფერი ფილმში აღბეჭდილი სერფერების ცხოვრების სტილი და მათი საინტერესო ყოფის თანმხლები მოტივია.
13. Huck and Chuck
გამოშვების წელი: 2006
ქვეყანა შვეიცარია
ფილმი არის ფრირაიდერებზე. ეს არის დაუვიწყარი ექსტრემი თხილამურებით. მვერვალებიდა გაუკვალავში.
14."Une Nuit d'hiver"
გამოშვების წელი: 2006
ქვეყანა შვეიცარია
იმავე თემატიკაა რაც პირველი შვეიცარულ ფილმი. სალმაოდ ორიგინალური რეჟისორული ხედვით. თუ მიხვდებით და პარალელს გაავლებთ ქართულ ტრეალობასთან ერთო მ ოსაწვევი დაჯიოდების საღამოზე
15. ჟანუს სინფონია (30 წთ)
ქვეყანა რუსეთი
ეს არის ფილმი მთამსვლელებზე. ამას უნდა უყურო და ისწავლო ტექნიკურ მარშუტებზე სიარული!
16 ზურაბი (22 წთ)
გამოშვების წელი: 2006
ქვეყანა: საქართველო
ფილმის ანოტაცია: ახვიდე მწვერვალზე და არ გადააბიჯო მას...
ფილმი მოგვითხრობს ძველი თაობის მთამსვლელ ზურაბ სუჯაშვილზე, მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ოჯახზე, საქმიანობაზე, გარემოსა და ტრადიციებზე, რომლითაც ის ცხოვრობს. მოქმედება ვითარდება საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის - ხევის სოფელ გერგეტსა და მთა მყინვარწვერის(5033 მ) მიდამოებში.
17 საახალწლო ზღაპარი (10 წთ)
გამოშვები წელი 2006
ქვეყანა საქართველო (რუსთავი_2)
ერთ მშვენიერ დღეს, რუსთავი-2-ს გადამღებ ჯგუფს სანტა-კლაუსი დაუკავშირდა და სთხოვა საჰაერო ბურთით იმ ბავშვთა სახლში გაყოლოდა, სადაც 30 პატარა ყოველგვარ ცივილიზაციას მოკლებული იყო... ეს არის გადამღები ჯგუფის უჩვეულო მოგზაურობა და პატარა მასპინძლები, რომლებმაც არათუ ასაახალწლო ზღაპარი აიხდინეს, არამედ ახალი მეგობრებიც შეიძინეს.
18. მათი ვერტმფრენი (სალომე ჯაში) (22 წთ)
გამოშვები წელი 2006
ქვეყანა საქართველო (რუსთავი_2)
ხევსურეთის სოფელ არდოტში ცივილიზაციის მხოლოდ ერთი ნაწილი აღმოაჩინეს. ჩეჩნების ვერტმფრენი მათ მახლობლად ათი წლის წინ ჩამოვარდა . რადგან ის უკვე არც ვერტმფრენად გამოდგა და ვერც ბიბლიოთეკად გადააკეთეს, მასში ძროხებმა დადიეს ბინა, ხოლო ბავშვებისთვის ხევსურული ‘დისნეი ლენდი’ აღმოჩნდა. ფილმი დამტვრეული ვერტმფრენიდან დანახული არდოტელების ოჯახზე მოგვითხრობს, რომელთა სამყაროში არც ელექტროგადამცემი ხაზებია, არც ტელევიზორი და არც ტელეფონი. თანამედროვე ცივილიზაცია მათთვის მხოლოდ მწვანედ შეღებილი რკინის ძარაა.
19. მოლოდინი (14 წუთი)
გამოშვები წელი 2006
ქვეყანა საქართველო (ჯიპა)
ეს არის ფილმი ქალბატონზე, რომელიც მესტიის რაიონში ცხოვრობს. მთამსვლელის ცხოვრება მითვის უცხო არ არის. ცნობილი კლდის ვეფხვის, მიხეილ ხერგიანის და მთელო ცხოვერებაა შეყურებს მწვერვალებს და ელის, როდის დაბრუნდებიან? ხომ მშვიდობით დაბრუნდებიან? ჯერ მამა... შემდეგ ძმა, მეუღლე და ახლა შვილი... ნაზო ხერგიანი ხშირად თავად ადის მწვერვალის ძირში და მთაზე გასულ ოჯახის წევრს კარავში ელოდება.
20. განტვირთვან (14 წუთი)
გამოშვები წელი 2006
ქვეყანა საქართველო
ფილმი გადაღებულია 2006 წელს თბილისში, ბოტანიკურ ბაღში. ფილმის გმირია ახალგაზრდა მთამსვლელი ლევან თათარაშვილი. ის ყოველდღიურ ქალაქური სიბინძურებს ცდილობს თავისებურად გაცილდეს და გამოსავალს განტვირთვაში პოულობს. ამისთვის ფილმის გმირი ბოტანიკურ ბაღს და ცხოვრების ჯანსაღ წესს ირჩვეს. ერთ პიროვნებაში გაერთიანებული ე.წ. ფილმის გადამღები ჯგუფი კი ყველას მოუწოდებს მიბაძონ ლევანს.
21. ლაშქრობა ყელისტბის ზეგანზე (18 წთ)
გამოშვების წელი: 2006
ქვეყანა: საქართველო
22. El Migrant
Country USA (არასაკონკურსო)
23. ტიბეტი (გიო მგელაძე) (არასაკონკურსო)
24. ჟურნალისტური ექსტრემი სვანეთში (არასაკონკურსო