http://www.rustavi2.com/news/news_textg ... =1&im=main
ბებრის ციხეზე აღდგენით სამუშაოებს ამინდი აფერხებს
29.04.10 10:06
მცხეთასთან მდებარე, ისტორიულ ძეგლს ბებრის ციხეს აღდგენითი სამუშაოები ამინდის გამოსვლისთანავე დაიწყება.
ამის შესახებ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინიტროს ძეგლთა რეაბილიტაციის ნებართვისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსმა პაატა გაფრინდაშვილი განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის ციხის ნგრევის საფრთხე კვლავ არსებობს, რის გამოც მოსახლეობას მოუწოდა ისტორიული ძეგლის მონახულებისგან მის სრულ რეაბილიტაციამდე თავი შეიკავონ.
`ამ დროისთვის ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ხანგრძლივი წვიმების შედეგად ციხის ტერიტორიის ნაწილი დაიმეწყრა, რამაც ძეგლის კედლის ჩამოშლა გამოიწვია. ნგრევა ამ დრომდე გრძელდება, რომლის შედეგადაც ნგრევა მოხდა. ციხის კედლების ჩამოშლა ამ დროისთვისაც გრძელდება. ჩვენი წამყვანი სპეციალისტები უამინდობის მიუხედავად არსებულ მდგომარეობას უკვე სწავლობენ, რომ ძეგლის განადგურება თავიდან ავიცილოთ და პირველ ეტაპზე გამაგრებითი სამუშაოები დავიწყოთ`, - აღნიშნა პაატა გაფრინდაშვილმა.
მისივე თქმით, ბებრის ციხის აღდგენითი სამუშაოები ამინდის გამოსვლისთანავე დაიწყება, თუმცა მანამდე აუცილებელია ფერდობის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.
შეგახსენებთ, 9 საუკუნის ისტორიული ძეგლის, ბებრის ციხის ერთი კედელი გუშინ ჩამონგრა. ძეგლის დაზიანების მიზეზი კი ინტენსიური წვიმების შედეგად ჩამოწოლილი მეწყერი გახდა.