აბა მეგობრებო, ნიამორმა წელს ყინულზე დაგაღალატე. თუმცა მეც მიღალატეს... არ მიწყინოთ ზაფხულისთვისაც ვგეგმავ რაღაც სიურპრიზებს... თუმცა მანამდე 18 თებერვალს ყინულის შეჯიბრის შესახებ ნფორმაცია, რომელიც ხვალინდელ გაზეთ "ლელოში" იქნება დაბეჭდილი...
ბუნებრივია შემოკლებულ ვარიანს გთავაზობთ
კვირა დილით ვერის ბაღში შეკრებილი ახალგაზრდა, უკვე გამოცდილი და ლეგენდად ქცეული მთამსვლელები ისე დააგდგნენ გორისკენ მიმავალ გზას, რომ ბოლომდე არ იცოდნენ როგორი ამინდი და რაც მთავარია ყინულის ფენა დახვდებოდათ საასპარეზოდ. წელს პირველად, მრავალწლიანი შესვენების შემდეგ მთამსვლელთა ეროვნულმა ფედერაციამ და თბილისის ალპურმა კლუბმა მივიწყებული შეჯიბრის “ალპინისტური ორჭიდი” აღდგენა მოახერხა. 18 თებერვალს ბულდერინგისა და საქართველოს პირად პირველობაზე ყინულზე ცოცვაში გამარჯვებული ლევან თათარაშვილი გახდა. მას გარდამავალი თასი გადაეცა.
პირველ სახეობაში მამაკაცი მთამსვლელები იანვრის ბოლოს მეკლდეურთა ახალ დისციპლინაში ბოლდერინგში შეეჯიბრნენ. ასპარეზობა თბილისელმა ლევან თათარაშვილმა მოიგო.
საქართველოს პირად პირველობაზე ყინულზე ცოცვაში 48 ახალგაზრდა მთამსვლელი გატარდა რეგისტაციაში.მხოლოდ ვაჟები, გოგონებს იმდეია მომავალ წელლს დაუშვებენ შეჯიბრზე ...
მონაწილეებს საკონტროლო დროს 3 წუთი დაუთქვეს და შეჯიბრიც დაიწყო.
პირველად საუკეთესო შედეგი ლერი ნიგურიანმა უჩვენა. დაახოებით 20 წუთში შედეგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორმა და მთამსვლელმა ნიკა ლებანიძემ გააუმჯობესა. კიდევ რამდენიმე წუთში ნიკას შედეგი მეკლდეურთა ახლგაზრდა მწვრთნელმა გიორგი კომახიძემ გააუჯობესა. სამეულის მიერ ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება კიდევ სამ მონაწილეს შეეძლო. მოლოდინი გამართლდა - სამეულის იდილია პირველად ლენტეხური წარმოშობის პროფესიონალმა მეკლდეურმა გურამ გაზდელიანმა დააღვია, შემდეგ ლევან თათარაშვილმა შედეგი გააუმჯობესა. გამარჯვების პრეტენდეტთაგან სულ ბოლოს სტარტზე მიხეილ ხერგიანის დისშვილი გიორგი ნიგურიანი გავიდა, თუმცა მესტიელმა მთამსვლელმა ამჯერად მხოლოდ მესამე შედეგი აჩვენა.
რაც შეეხება ორჭიდს როგორც ავღნიშნეთ ის ლევან თათარაშვილმა მოიგო. სხვათა შორის ლევანმა 4 თებერვალს კიდევ ერთი შეჯიბრი მოიგო ყინულზე ცოცვაში. ასე, რომ მას წელს ბადალი არ ჰყავს.
ხვალ ფილმების განრიგსაც მოგაწვდით. იმედია, დარბაზში ტევა არ იქნება

))))))