თრუსოს ხეობამ მოახდინა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება,გეიზერები და რამე,მომთაბარეები ცხოვრობენ ისიც ზაფხულში,ზამთარში 10 მეტრი თოვლი იცისო და აქ არავინ რჩებაო,ასე გვითხრა მაშინ ჩვენმა მეგზურმა,ისედაც არ არის სახლები .თითო ოროლა.რაღაცნაირი გაშლილი მთებია,ანტისვანეთი,მაგრამ ულამაზესი...იქ მეცხვარეები ხინკლით გაგვიმასპინძლდნენ......ვაიმე დედა,ისეთი მაგარი იყო
ჰოდა, კიდევ სადღაც ბაღდათის რაიონში ვიყავი არ ვიცი კონკრეტულად სად,ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ,ღრმა ბავშვობაში,მახსოვს მდინარე ,ტყე, პატარა მინდორი და ყვავილების წალკოტი...აჰა და შვლის ნუკრი გამოხტებაო ასეთი შეგრძნება დამიტოვა დღემდე
ლასტილის უღელტეხილი,საშინელი ღამე მანქანაში გათეული,გარეთ ტალახი,მუხლებამდე თოვლი ანუ შემოდგომა იყო..და როს გათენდა ულამაზესი არ ჰქვია ზღაპრული ხედები უშგულისკენ მიმავალ გზაზე,უშგული, მზე და თოვლში მიმობნეული პატარა ყვავილები,რომელიც სად შეიძლება ნახო არ ვიცი..სიზმარში მხოლოდ და მხოლოდ,და სხვაგან არსად.........
ჰოდა, ერთიც კოდორის ხეობა,იუჟნი პრიუტი,ასეთი მაგარი ადგილი რსებობს ნეტავ სადმე?ვიწრო გზა, მარჯვნივ ტყე ,მარცხნივ მდინარე,სადღაც ალბათ შუა გზაზე ულამაზესი ჩანჩქერით,რომლის კიდეზე დადგომა საბედისწეროა და შეტყუება იცის. რო გადავარდე და ვერავინ გშველის....ვაი დედა...მერე გამოჩნდება იუჟნიც,ერთმენეთს მიტმასნილ ორ მთაზე დაკიდებული დასასვენებელი სახლი რომელიც მაშინ გაჩანაგებული იყო და ახლაც ვერავინ ააშენებდა სიტუაციისა და გამო ,ულამაზესი, პატარა, კოხტა,და მართლაც გემოვნებით დაგეგმარებული მიდამო,მიწის ყოველი გოჯი ამ ორ მთას შორის სუპერ პრაქტიკულად გამოყენებული.და მერე მიდიხარ წყაროსთან ,საიდანაც უგემრიელესი მჟავე წყალი გადმოედინება...და რას აკეთებს აქ ქართველი კაცი ? ღვინით სკდება
ესეც მოვყევი რა რაღაცა...ჩემი შთაბეჭდილებები საქართველოს ულამაზესი ალაგების შესახებ.რა თქმა უნდა ჩემი გადასახედიდან
