იმიტომ რომ შემდეგები ჩვენ ვართ -Druides wrote:ისე თუნდაც ჩამოაგდეს პოლონელებს თუ აწყობთ ტრაგედიის ვერსია ჩვენ რატომ ვიყეფებით??????????????????
თუ ესეც გაუვიდათ რუსებს.
არ უნდა გაუვიდეთ...
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
იმიტომ რომ შემდეგები ჩვენ ვართ -Druides wrote:ისე თუნდაც ჩამოაგდეს პოლონელებს თუ აწყობთ ტრაგედიის ვერსია ჩვენ რატომ ვიყეფებით??????????????????
ფორუმ გე ზე შედი, მხოლოდ ამ თემაში ნუ შეხვალ და არ გაღიზიანდები.Druides wrote:თუნდაც ფორუმ.გე ზე რა ხდება მართლა უკვე გამაღიზიანებელია
Druides wrote:Tamari-ch.
არა სერიოზულად მაინტერესებს რატომ აკეთებ ასეთ სულმსწრაფ განცხადებებსრას ნიშნავს ესეც გაუვიდათ რუსებს
გასაგებია რომ შეიძლება ასეთი აზრი გქონდეს მაგრამ რა ფორმითაც გამოხატავს ქართველობა ამ აზრს ფორუმებზე ეს უკვე პირდაპირი ბრალდებაა..... მართალია მთელ მსოფლიოს ჰკიდია ჩვენი აზრი თუ ბრალდება მაგრამ რატომ ასეთი ფორმით
და მარტო შენს აზრზე არ არის ლაპარაკი, თუნდაც ფორუმ.გე ზე რა ხდება მართლა უკვე გამაღიზიანებელია ჯერ ოფიციალური გამოძიება არ დამთავრებულა და ფორუმ.გე ზე დაასრულეს უკვე
ARCHILI wrote:წაიკითხეთ ეს სტატია, ის ფრიად საინტერესოა !
პუტინმა ისევ გაიმარჯვა
ნიუ-იორკ პოსტი
რალფ პიტერსი
ღმერთო ჩემო, ეს კაცი ძალიან მაგარია
რამდენიმე წლის წინ ვწერდი, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო სცენაზე მსოფლიოს ყველა სხვა ლიდერის ფონზე გაცილებით ძლიერ შთაბეჭდილებას სტოვებდა. მას შემდეგ ის კიდევ უფრო ძლიერი გახდა.
მაშინ მას თავისუფლად შეეძლო, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საუზმეზე ეჭამა. დღეს ის პრეზიდენტ ობამას, როგორც სუშის – ნედლს, პატარა ნაჭრებად და კმაყოფილი მიირთმევს.
პუტინი დაუნდობელი, შეუვალი და სისხლისმსმელია. მან კარგად იცის თუ რა სურს და მიზნის მისაღწევად ნებისყოფა გააჩნია, ასევე ფლობს საოცარ უნარს ამოიცნოს უცხოელი კოლეგების და პარტნიორების სისუსტეები.
პუტინი – პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ბოროტების იმპერიაზე საუბრის დაგვიანებული პასუხია. თუკი გიპერი [1] დაუღალავად იბრძოდა საბჭოთა იმპერიის დასანგრევად, პუტინი იგივე ჟინით მიისწრაფვის რუსეთის იმპერიის აღდგენისკენ.
და ამ საქმეში წარმატებებსაც აღწევს მანამდე, ვიდრე ამერიკელი ლიდერები და მათი მრჩეველები რაღაც გაურკვევლობებს ბუტბუტებენ, რადგან არც მკაფიო სტრატეგიული პერსპექტივები და არც რაციონალური წარმოდგენა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე არ გააჩნიათ.
პუტინი არ ჰგავს იმ ადამიანს რომელიც აღტაცებას ღიად გამოხატავს, მაგრამ როგორც სჩანს ის სიცილით კვდება ჩვენს უუნარობაზე. გავიხსენოთ მისი ბოლოდროინდელი სტრატეგიული წარმატებები:
– მან სერიოზულად გააბრიყვა ობამა, როდესაც შესძლო მისი დარწმუნება სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე გაეფორმებინა შეთანხმება, რომელიც ზიანს აყენებს ამერიკულ მარაგებს, რუსეთს კი მხოლოდ ძველმანებისგან გათავისუფლებას ავალდებულებს, რომლებსაც ის ყველა შემთხვევაში მოიშორებდა;
– მან უგო ჩავესთან შეიარაღებით მომარაგებაზე მორიგი შეთანხმება გააფორმა და ვენესუელას არასტაბილურ რეჟიმს კიდევ 5 მილიარდი დოლარის შეიარაღება მიჰყიდა – დამატებით უკვე ხელმოწერილ 4 მილიარდის ღირებულების კონტრაქტებზე. სამხრეთ- ამერიკისთვის ეს უპრეცედენტო შეიარაღების პროგრამა, ვენესუელას და კოლუმბიის „გაერთიანებაზე“ ჩავესის აგრესიულ „ბოლივარიულ“ იდეას ემსახურება;
– გარდა ამისა პუტინმა ფინალში გაიყვანა მისი უკრაინელი პაიკი, დაანგრია რა „ნარინჯისფერი რევოლუციის“ პრო-დასავლური ორიენტაცია. პუტინის მთავარი პრიორიტეტი უკრაინის კვლავ რუსულ საზღვრებში დაბრუნებაა და ამ გზაზე ახლახანს მან გიგანტური ნაბიჯი გადადგა;
– პუტინმა მოსკოვთან ყირგიზეთიც დაახლოვა – ცენტრალური აზიის საკვანძო ქვეყანა, რომელიც ენერგორესურსების მნიშვნელოვანი მიმწოდებელია;
– გასულ კვირას პუტინმა მხარი დაუჭირა ყირგიზეთის მთავრობის დამხობას, რომელსაც აშშ მხარს უჭერდა და უფრო მეტად გადაკეტა სივრცე ავღანეთში ჩვენი არმიის მომარაგების უმნიშვნელოვანესი მარშრუტისთვის. ობამას ადმინისტრაციამ სერიოზული დარტყმა მიიღო („სად ხარ, ყირგიზეთო?“);
– ავიაკატასტროფა, რომელშიც რუსეთისადმი შეურიგებელი პოლონეთის პრეზიდენტი და მისი მთავარი მრჩეველები დაიღუპნენ, შესაძლოა პუტინისთის უზარმაზარი წყალობა და იღბალია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომელზეც ყურადღების გამახვილება ღირს. რუსეთის მეზობლებმა როგორც სჩანს ეს უკვე გააკეთეს;
– ქვეყნის შიგნით პუტინი ეკონომიკასა და მასობრივი ინსფორმაციის საშუალებებზე განაგრძობს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას. (რატომ არ აპროტესტებენ დასავლელი კოლეგა-ჟურნალისტები?) ის შესანიშნავი სნაიპერია, კლავს და იჭერს „საჭიროებისამებრ“, მაგრამ მასებს არ ატერორებს. (ერთადერთი პრობლემა რომელთან გამკლავებაც მან ვერ შესძლო, ქვეყნის შიგნით ისლამური ექსტრემიზმია – იქ ძლიერი, მისი შესაფერისი მეტოქე ჰყავს);
– რაც შეეხება ირანს, აქ პუტინი ბებერ და ბრძენ კატას ჰგავს, რომელიც ობამას კატა-თაგვობანას ეთამაშება. ვიდრე მოსკოვი თეირანთან საიდუმლოდ განაგრძობს ვაჭრობას, პუტინი პრეზიდენტ მედვედევთან ერთად ცუდი და კარგი პოლიციელის თამაშს თამაშობს და თეთრ სახლს აიძულებს დაიჯეროს, რომ რუსეთი ამჯერად მაინც მკაცრ სანქციებს დაუჭერს მხარს (სარა პეილინი უფრო ადრე შეუერთდება ქალების ანტი-პაციფისტურ მოძრაობას).
ჩვენი პრეზიდენტი კი ამ დროს, პუტინის წისქვილზე წყლის დასხმას განაგრძობს. ამ კვირაში ჩატარებულ „ამბიციურ ბირთვულ სამიტზე“ (რომელზეც ვერაფრის მიღწევა ვერ მოხერხდა) ობამამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არაფრად არ ჩააგდო. პუტინი ამაში რთულ სიტუაციაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის განახლებაზე თანხმობას დაინახავს (ჯერ ყირგიზეთი, შემდეგ საქართველო?), ხოლო უკრაინელი მარიონეტის ვიქტორ იანუკოვიჩისთვის ობამამ დრო გამონახა.
და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ადმინისტრაცია ავღანეთში ნარკოტიკების წინააღმდეგ ომს რუსეთის ნაცვლად აწარმოებს, ხოლო ნარკობარონების სისხლიან ხოცვა-ჟლეტაზე ჩვენ საკუთარ სამხრეთ საზღვარზე დუმს და ხელს არ ანძრევს.
კვირას, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი კრაკოვში თავისუფლებისმოყვარე პოლონეთის პრეზიდენტს საბოლოო პატივს მიაგებს, ობამას სერიოზული ტესტის ჩაბარება მოუწევს. თუკი იგი დაუშვებს, რომ პოლონურ საფლავებთან ფოტოები იმ დროს გადაუღონ, როდესაც ის იხუმრებს და ილაზღანდარებს პუტინთან და მედვედევთან ერთად, ეს მთელი რეგიონისთვის საშინელი გზავნილი იქნება, რომელიც სულ რაღაც ოცი წლის წინ მოსკოვის თათებს ძლივს დაუსხლტდა.
პუტინი ნამდვილად არ არის კარგი ადამიანი, მაგრამ ის ჩვენი დროის დიდებული, შესაძლოა ყველაზე ნიჭიერი სახელმწიფოს მეთაურია, თუმცა იმავდროულად ის სახიფათო ადამიანიცაა.
და ეს ცუდი ამბავია? ჩვენს ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიაში პრეზიდენტობის ვერც ერთ კანდიდატს ვერ ვხედავ, რომელიც მას ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.
უბრალოდ გული გისკდება როდესაც ხედავ, რომ ძველი „კაგებეშნიკი“ მტკიცედ და თანმიმდევრულად იმარჯვებს ჩვენს დრომოჭმულ პარტიებზე, რომლებიც მდარე პროდუქციის მწარმოებელ ქარხნებს დაემსგავსნენ.
რალფ პიტერის ახალი წიგნის სახელწოდებაა Endless War („დაუსრულებელი ომი“).
[1] რონალდ რეიგანის მეტსახელი.
![]()
![]()