გაკეთა რკონის სამონასტრო კომპლექსის გვერდი
http://saunje.ge/index.php?id=407
ესეც ბიბლიოგრაფია
http://saunje.ge/index.php?id=408
ესე ფოტოგალერეა (აარსრული-
ინტერიერი დასამატებელია)
http://saunje.ge/index.php?id=414
ასევე მოთვსებულია საინტერესო მასალები
რკონი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. -თბ.,1990.-გვ.184-190. - სამონასტრო კიმპლექსის (გალავნის, წმინდა გიორგის, ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიების, კოშკის, სადაზვერვო კოშკისა და სასახლის ) ხუროთმოძღვრების დახასიათება, შემორჩენილი მოხატულობის (XII ს.) ნაშთების აღწერილობა.
http://saunje.ge/index.php?id=410
ჯავახიშვილი ივ. თხზ.ტ.III.-თბ.,1982.-გვ.204. -
"რკონის მონასტრის ისტორია, წარწერების ანალიზი."
http://saunje.ge/index.php?id=412
რკონი //საქართველოს სულიერი საგანძური, წ.I.-თბ.,2005.-გვ.68. - სოფ.ჩაჩუბეთის მიდამოებში მდებარე, ნასოფლარ რკონის VII საუკუნეში აგებული, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მოკლე დახასიათება. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართული აქვს საერთო ხედის ფოტო.
http://saunje.ge/index.php?id=409
რკონი//ჟღერს ქვის ჰარმონია, საკითხავნი ყმაწვილთათვის, ნაკვეთი მესამე, ტ.14, გამ "ციცინათელა", თბ., 2007 წ., გვ. 291-292
http://saunje.ge/index.php?id=409
მეტად საინტერესოა სერგი მაკალათიას ცნობები რკონზე
იქ მოთრობილია რამდენიმე ხალხური თქმულება
http://saunje.ge/index.php?id=413
მაგალითად ეს
მონასტრის მახლობლად, ტყეში დგას დიდი ცაცხვი, რომელსაც ტანი და ტოტები შეტრუსული აქვს დანთებული სანთლებისაგან. ცაცხვის ძირში მიყუდებულია ფილაქვა, რომელიც ვიღაც მალაციძეს სოფ. ქონდარაანთიდან (თეძმის ხეობა) მოუტანია. მალაციძე ავად გამხდარა და ეს ქვა შეუწირავს რკონის ღვთისმშობლისათვის.
ქვაზე უხეშად გამოსახულია ტოტებგაშლილი ხე. მარცხნივ აწერია „ცაცხვის წმინდა გიორგის ხე“. მარჯვნივ გამოსახულია ქალის ფიგურა, რომელსაც ხელში უჭირავს ქოლგა და აწერი: „დედა ღვთისმშობელი“. ამ ქვახატს გარშემო აწერია: „ჩრდილოვეთითგან რაც წყალი დაიღება, აქეთა სამხრეთით ორჯოს ქედიდგან ამოსავლეთით სამაჭალოს წყლამდისინ თავისა რკონისა ღვთისმშობლისაა, ისაკა მალაციძე“.
რკონის ღვთისმშობელში მიმავალი მლოცავები, როდესაც ამ ცაცხვთან გაივლიდნენ, დადგებოდნენ, სანთლებს დაუნთებდნენ და დაილოცებოდნენ, ვისაც შეთქმული ჰქონდა, მას აქ მოჰყავდა ბავშვები, ალოცებდნენ და პირველად შეკრეჭილ ბავშვის თმასაც აქვე სტოვებდნენ.
რკონის ამ დიდ ცაცხვს უწოდებდნენ ჯავახიანთ ცაცხვს. ეს ცაცხვი იყო მათ სამფლობელოში, ამ ცაცხვზე ყოფილა დასვენებული მათი ხატიც, ცაცხვი გაზრდილა და ეს ხატი შიგ დაუტანებია. ამბობენ, რომ რამდენი მამაკაცი ჯავახიშვილი მოკვდებოდა, ამ ხეს იმდენი ტოტი ჩამოტყდებოდა, დაბადების შემთხვევაში კი - ცაცხვს ახალი ტოტი გამოებმოდაო.