MIRANDA
იფიქრებს კაცი, 14 აპრილისთვის დისკუსია განგებ შეირჩაო

ეს ხომ დედა ენის დღეა!
თუ რამეს ვიპოვი, ამ პოსტს შევავსებ ხოლმე, მირანდა.
არ ვიცი, რამდენად გამოგადგება, ვფიქრობ, ნაწილ-ნაწილ მაინც შეიძლება ამოიკრიფოს ღირებული ინფორმაცია.
ცნობები ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ ურთიერგამომრიცხავია:
•ქართული გადმოცემის თანახმად მისი შექმნა მიეწერება საქართველოს მეფე ფარნავაზ I-ს ძვ.წ. III საუკუნეში.ქართული მწერლობის უძველესი ძეგლი "შუშანიკის წამება" უეჭველად ცხადყოფს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო მაღალგანვითარებული წერილობითი კულტურა, რაც მხარს უმაგრებს თქმულებას ქართული ანბანის ფარნავაზის მიერ შექმნის შესახებ. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ "ქართლის ცხოვრება"-ში ჩართული "ცხოვრება ფარნავაზისი" არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება.
•ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ.წ. IV-V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ.წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492-493 წწ)). უკანასკნელი მონაცემები (აკადემიკოსლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობითნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000-2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მნიშვნელოვანი მასალები) ადასტურებს, რომ ქართული ანბანის შექმნა ქრისტიანობამდელ ხანას განეკუთვნება.
წყარო:
http://www.igvirtual.net/index.php?opti ... et&lang=ka
ეს საგულისხმო იქნება, ვგონებ:
"ახალი ეპოქა "
# 14 (66)
23-26 თებერვალი, 2001 წელი
ამ საქმეს მიხედვა სჭირდება
მაია ჯალიაშვილი
სამწუხაროა, როდესაც ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომში საქართველოს შესახებ დამახინჯებულ ინფორმაციას წააწყდები. ეს რომ საბჭოთა ეპოქაში ყოფილიყო, არ გაგვიკვირდებოდა, მაშინ ხომ დაუფარავად და გეგმაზომიერად ხდებოდა ეროვნულ ფასეულობათა ხელყოფა, მაგრამ როცა ამგვარ რამეს 1997 წელს გამოცემულ წიგნში წააწყდები, ტკივილთან ერთად აღშფოთებასაც იგრძნობ. ეს არის ნიშანთა და სიმბოლოთა ენციკლოპედია, რომლის შემდგენელია ჯონ ფოლი, დაბეჭდილია მოსკოვში რუსულ ენაზე. თავისთავად მეტად საინტერესო წიგნია, მაგრამ იმ თავში, რომელსაც "ანბანთა მოზაიკა" ჰქვია, ქართული ანბანის შესახებ ასეთ ინფორმაციას წააწყდებით. (გთავაზობთ სიტყვასიტყვით თარგმანს): "ქართული ანბანი შექმნა მისიონერმა მესროპმა მეხუთე საუკუნეში. ეს ანბანი გამოიყენება საქართველოში. იგი ნაწილობრივ ეფუძნება სპარსულ ანბანს, ფალაურს. ქართულ ანბანში ოცდაცამეტი ასოა და იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. დღეს რომ იყენებენ "საერო" ანბანს, უწოდებენ "კხედრულს". მეთერთმეტე საუკუნეში შეცვალა მან თავდაპირველად ხმარებული "საეკლესიო დამწერლობა", კხუტსური". წიგნიერ მკითხველს თვალში მოხვდება ამ პატარა ინფორმაციის უზუსტობანი.
საზოგადოდ, ქართული ანბანის შექმნისა და წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. დღეს კი გამოკვეთილია ორი თეორია - "სემური" და "ბერძნული". ჩვენი აზრით, ყველაზე არგმუმენტირებული ივანე ჯავახიშვილის კონცეფციაა. მეცნიერის აზრით, ქართული ანბანი შეიქმნა ჩვენს წ.აღ. მდე VII საუკუნეში ფინიკურ-სემური ანბანის საფუძველზე. ქართულ ისტორიულ წყაროებში ანბანის შემქმნელად დასახელებულია ფარნავაზ მეფეა, რომელიც ჩვ. წ. აღ. მდე III საუკუნეში ცხოვრობდა და ანბანთან ერთად ქართული სახელმწიფოც ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ინფორმაციაში ნახსენებ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსიას, იგი დიდი ხანია უარყოფილია. მესროპმა სომხებს შეუქმნა ანბანი. მისი მოღვაწეობა აღწერილი აქვს მისსავე თანამედროვე კორიუნს, სწორედ მას ეკუთვნის ზემოთ ნახსენები ვერსია. ქართველმა მეცნიერებმა დიდი ხანია, უგულებელყვეს ეს გულუბრყვილო ვარაუდი ქართული ენის არმცოდნე სომხის მიერ ქართული ანბანის შექმნისა.
ივანე ჯავახიშვილმა ცხადყო, რომ კორიუნის თხზულების თავდაპირველ ვარიანტში ეს ინფორმაცია არ ყოფილა და მხოლოლ გვიან ჩაამატეს ქართულ-სომხური ეკლესიების განხეთქილების შემდეგ (ეს ინფორმაცია სხვაგანაც იყო ჩამატებული, რომლის სიყალბე ზაზა ალექსიძემ გამოავლინა. ქართული ისტორიული წყარო კი გვამცნობს, რომ სომხები სარგებლობდნენ ჯერ ბერძნული და ქართული დამწერლობებით და მესროპმა ქრისტეს მოსვლის შემდეგ შეუქმნა მათ ანბანი: "და ქმნა ასონი მათნი, მსგავსნი ქართულის ხუცურის წერილისა".
ენციკლოპედიაში დამახინჯებულია ტერმინებიც. ხუცურის ნაცვლად "კხუტსური", ხოლო მხედრულის ნაცვლად "კხედრული" წერია.
იმ თავში კი, სადაც ქრისტიანულ ჯვრებზეა საუბარი და უამრავი თვალსაჩინო მაგალითია მოტანილი, სამწუხაროდ, არაფერია ნათვქამი ორიგინალურ ქართული ვაზის ჯვარზე. ამის ხსენება, უდავოდ, გაამდიდრებდა ინფორმაციას.
ჯონ ფოლიმ ასეთი ინფორმაცია, ალბათ, რუსულ ენაზე გამოცემული რომელიმე ენციკლოპედიიდან გადაიწერა, მაგრამ მას, რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება მართებდა.
სამწუხაროა, რომ ეს ყალბი ინფორმაცია წიგნიდან წიგნში გადავა და განმკითხავი არავინ იქნება. ამ საქმეს მიხედვა სჭირდება.
(c) გაზეთი " ახალი ეპოქა "
წყარო:
http://www.opentext.org.ge/01/ae/14/14-30.htm