ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by meleksa » 12 აპრ 2010, 22:19

გახურდა ისევ ემოციებიიიი :) :) :)
ძალიან მაგარი იყო ყველაფერი :):)

მადლობა ყველას თითოეული ლამაზი და ბედნიერი წუთისათვის... :)

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by meleksa » 12 აპრ 2010, 22:25

რეფორტაჟი როგორც ყოველთვის მაგარია :):)

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by t.d » 12 აპრ 2010, 22:40

ძალიან ლამაზი და კაი დღები იყო გაიხარეთ და გამიხარდა რომ კარველები დავინახე დილის 6 საათზე დიდუბეში>:D:D:D

ფეისბუქის თემაშიც ატვირთეთ რა.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by guruli » 13 აპრ 2010, 02:06

მთაშენკა, გაიხარე თემის გახსნისთვის, თუმცა გლობალი ისევ გაშეშდა და ფოტოები არ ჩანს, მაგრამ იმედია, ხვალ გამოსწორდება. ისე, სასურველია http://www.imageshack.us/ -დან ჩატვირთოთ - რადიკალზე უფრო გამძლეა. :D
მონახულებული ადგილების სიაში სულ პირველად ქაჯთა ციხე რომ წერია, ეგ რომელია? :roll: ვალედან გასვლისას მალევე, გზის დაბლა, პატარა გორაზე რომაა, იმაზე ამბობ? ვიდრე ხილადირის უღელტეხილზე ახვალ, მანამდე? ყველის ციხის ნანგრევების ახლოს - მანდ მისვლამდე? :roll:

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by burdiani » 13 აპრ 2010, 09:29

guruli


მემგონი მერეს ციხეზე ამბობ :)




როგორ მომენატრა ტაო კიდევ მინდა წასვლა :(
საქართველოსთვის!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by Mta Mkvarebia » 13 აპრ 2010, 09:39

guruli
burdiani

არა, ირაკლი, მაგ არაა ქაჯის ციხე. როგორც გიორგიმ თქვა, მგონი შენ მერეს ციხეზე ლაპარაკობ :) , დიღვირთან (Posof) ახლოს რომაა. ქაჯის ციხე ერუშეთის უღელტეხილს რომ გადახვალ იქაა, მაგრამ გზიდან არ ჩანს, სპეციალურად უნდა გადაუხვიო. ჩვენ იმდენი დრო არ გვქონდა, რომ ციხეში ავსულიყავით, მაგრამ ამის გაკეთება თოკებით შესაძლებელი ყოფილა. იმდენად მოიხიბლნენ კარველები ამ იდეით, რომ აპირებენ 2 დღით მარტო ქაჯის ციხის დასალაშქრად წავიდნენ მაგ მხარეში.

თავად ციხის შესახებ რეპორტაჟში მოგითხრობთ :)
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by guruli » 13 აპრ 2010, 12:46

burdiani
Mta Mkvarebia
ფოტოები რომ ვნახე, მივხვდი, სხვა ციხე რომ ყოფილა.

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by anano » 13 აპრ 2010, 12:56

ვაიმეე როგორ ყვავიან დოლისყანაში ისევ ყაყაჩოები...ზუსტად იმ ადგილას სადაც შარშან მე გადავიღე :( გული ამიჩუყდა!

როგორი თეთრი შურით მშურს თქვენი რომ იცოდეთ, თქვე ყოჩაღებო!
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by meleksa » 13 აპრ 2010, 23:52

ისევ ძინავს ხალხს თუ რა ხდება? :roll: :roll: :roll:

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by t.d » 13 აპრ 2010, 23:52

მელექს ეკამ დადო 3 ლინკი ფაცეზე ნახე მიდი.

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by tamuna_gudarexi » 14 აპრ 2010, 11:50

ჯერ მე ვერაფერს ვწერ :roll: დიდად არეული ვარ ტაო-კლარჯეთის შემდეგ ემოციებით... დავლაგდები და მოგახსენებთ...
მანამდე კი, ლიკას მითითება-რჩევით, კვლავ ამ ლექსს გადმოვიტან, რომელიც მეტწილად შეესაბამება ჩემს განწყობას!

ციცანა/გვანცა ჯობავა

საქართველოდან საქართველოში


ჩამოიქცევაო, - მოლამ, - ქართულ გალობაზე
იშხნის კედლები, უნდა გაჩუმდეთო...
და ოშკთან მოლურად აყივლდა,
მიწას გაერთხა და...
კედლები არა, და ძრწოლვით ჩამომექცა
მკლავები, ცრემლი ლოცვა-ლოცვა
დამცვივდა.

იშხნის გუმბათს ვერ ახედავ მშვიდად, მარტივად,
უფლის ზეცისფერი თვალის ფერი აქვს,
გრძნობ, რომ შესციცინებ უფალს თვალებში,
და დღე ემსგავსება ბერულ კელიას.

ოშკის გუმბათს ვერ ასწვდები ასე მარტივად,
კაცის თვალის ჩინი მას ვერ შესწვდება,
უნდა უფალს სთხოვო, რომ დაიჯერო,
მზესთან მიგიშვა და სული გეწვება.

ხახულში ჩაგვირაზა მოლამ კარები,
პარხალშიც ვერ შეაღწევ ასე მარტივად,
შევდივარ ფეხშიშველი (მუსლიმანივით),
და თავს ვაჯერებ, რომ შლეგი მარტი ვარ,

სხვას რას მივაწერო, ტაძარ-მეჩეთში
გვერდიგვერდ ვლოცულობთ მე და მუსლიმი,
ის ალაჰს ადიდებს ხელებაპყრობილი,
მე - ღმერთს, და ამ სასჯელს სიმწრისგან ვუცინი.

დოლისყანაში თურქი ბავშვები ასპარეზობას მართავენ,
მათთვის არაფრისმთქმელ საკურთხეველში
ველოსიპედებით დაქრიან,
მე კი, კედლებს ვკოცნი, თან ერთს ვუთვალთვალებ,
იქნებ ქართველია, ნეტა, რა ჰქვია?!...

ოთხთა, მომეჩვენა, უფრო მშვიდი იყო,
როგორც ოცნებების ძვალშესალაგი,
გინდა იგალობებ, გინდა ლოცვას იტყვი,
აქ არც მოლა გიშლის და ვერც ალაჰი.

შემდეგ დაბრუნება... საქართველოდან საქართველოში
ჩავდივარ,
მომაქვს ღამე მთების სიგრილით და დილა -
ტაოს სუსხით, ნიავით...
მომაქვს ქვები - სანთლის ნაღვენთივით,
ტაძარს ჩამომწყდარი ცრემლები,
მომაქვს ჩემი ბაგე - მიწანაკოცნია!
მომაქვს სევდა და თავს ვევლები.

თურმე რა ძნელია, როცა არ გინახავს,
უფრო ძნელი - როცა გინახავს,
კლარჯეთს შევატოვე ჩემი თვალები და
ტაძრის ნაპრალებში ინახავს.
როცა დავბრუნდები სულ სხვა დაბრუნებით,
ავაციმციმებ მადლიან ღამეში,
მერე ფეხს მოვირთხამ იშხნის გუმბათის ქვეშ,
კრძალვით ჩავეკვრები უფალს თვალებში.

ამ წამს მინდა უცებ ყველა დავივიწყო,
ვიგრძნო მარტო დავრჩით მე და ღმერთი,

შეშლილს დავემსგავსო, ისე დავიყვირო:

ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი,
ტაო, ტაო, ტაო-კლარჯეთიიიიიიი!...........

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by tamuna_gudarexi » 14 აპრ 2010, 11:52

ლიკა, მშვენიერი ფოტოებია...
იქ დამსვა ისევ ნეტავ!

აი, ასე აღბეჭდავდა შესანიშნავ კადრებს ჩვენთვის ჩვენი მთამყვარებია! :)

Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by namcecuna » 14 აპრ 2010, 13:18

რატომ პასიურობთ? :oops:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by meleksa » 14 აპრ 2010, 18:26

ხან ასე იჯდა და ისვენებდა :):):)
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი 8-11.04.10.

Post by guruli » 15 აპრ 2010, 10:46

არ ეკადრება ამ თემას ასეთი პასიურობა :!: :!: :!:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]