ხოდა ამდენი გამოქვაბულის ნახვამ გვიბიძგა სადმე რამის მიკეშვისკენ..N67 wrote:
ფერდობის 4-5 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელზეც ეკლესიაა, საკმაოდ საინტერესო რამეა. არის ბევრი გამოქვაბული, ტალღოვანი ფლატეები და ბუნებრივი ძეგლი - ე.წ. ბაზალეთის სვეტი. სვეტი რომელიღაც შვერილზე დგას, გამაგრებული ქვიანი მიწისგანაა. როგორც თვალით შევაფასე, დიამეტრი 1-1,5 მეტრია და 5-6 - მეტრი სიმაღლე.

ბევრი ვიფიქრეთ და ვიქექეთ ჩანთებში, თუ ცოტა, ბოლოს მშვენიერი განძი გამოგვივიდა -
1.
გომის 200 გრამიანი არყის VIP გამოშვება, კერძოდ ყველა იქმყოფის სახელით, ცოტა ჩემი ნაფანტაზიარით და რჩევებით გაფორმებული ბოთლი, რა თქმა უნდა, შიგ ცოტაოდენი არაყით, (არ იყოს მერე ასე ცოტა რატოო! ყელის საჰარა საღამომდე უნდა გვეთმინა

2.
ქვევრის მოთხრობის, "სატევრისელი მშვილდოსნის" გრაგნილი. (მოკლედ, დამშვენებული აღმოჩენის პერიოდი აქედანვეა უზრუნველყოფილი

ეს ორივე განძი ერთადაა გახვეული ცელოფნის პარკში და მშვიდად ელოდება მპოვნელს.
როგორც ფოტოებიდან ხვდებით, კეში ბოდორნის ფერდობის ერთ=ერთ გამოქვაბულშია დამალული.

გამოქვაბულები ბევრია და სოფელ ბოდორნიდან უკვე ყურადღებით უნდა იყოთ, რომ სწორად მიაგნოთ. ეკლესიასთან ასვლისას ყველა გამოქვაბული ხეებში დაგემალებათ!

ამ დროს, როცა სოფლიდან ეკლესიამდე მისულებმა ვერ ნახეთ, ან სულაც ეკლესიასთან ზემოდან, ანუ მორე გზით ჩახვედით(აგარაკების და რადიოსადგურის მხრიდან), მაშინ მოგიწევთ ცოტა გაცდეთ ეკლესიას დაბლისკენ, რომ შეძლოთ გამოქვაბულების დანახვა.
ესეც სურათები.
ეს გამოქვაბულია.
იქ ასაძრომად ერთადერთი ცოტა მეტი სიფრთხილე დაგჭირდებათ, რადგან მიწა ადვილად იშლება. მანამდე კი ტყეა.

ვმალავ




ესეც განძი


ფოტომასალა - Ninukala-სი
