მართლაც შესანიშნავი ფოტოებია! გასვლა დიდებული იყო!
მგზავრობა ვანომ გაგვიხალისა ინტელექტუალური თამაშით.
ისე შევაღე კარი, რომ ნამდვილად არ ველოდი, ბოდორნაში ტაძარი მოქმედი იქნებოდა... სასიამოვნოდ გავოცდი! და კიდევ, მსახურებაში პაააწაწინა თეთრფერა სტიქაროსანი მონაწილეობდა, ერთი უნდა გენახათ, როგორ საყვარლად დადიოდა

ანანურში რამდენჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველ ჯერზე, მართლაც, ახალს აღმოაჩენ... ამჯერად ეკლესია, რომელშიც საიდუმლო გვირაბიდან შევიჭყიტეთ...
ჟინვალის წყალსაცავში ჩაძირული ეკლესიის ხილვას ვინ იცის, ოდესმე თუ ვეღირსებოდი! ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა იქაურობამ. ნაპირი ისეთი იყო, ფილმებში რომ მინახავს მხოლოდ - გაუდაბურებული, წყლისგან ფორმაშეცვლილი ხეები უზარმაზარი, დინოზავრისებური ცხოველების ძვლებივით იყო მიმოფანტული ... ამ ადგილას დაშვებამ და უკან ამოსვლამ ლაშქრობის სული შესძინა ჩვენს გასვლას

თორემ ჩვენი უცხოელი სტუმრები, ნატალიას პლიუსებად რომ იყვნენ წამოსული, წუწუნებდნენ, სულ ტრანსპორტში რატომ ვსხედვართ, ეს რა ლაშქრობააო

კი დავამშვიდე, ნამდვილი ლაშქრობის ფასი კი ვიცით კარაველებმა, ჯერ სად ხართ-თქო!

ჩაძირულ ტაძართან მაინც არცერთი ჩამოსულა.
წასახემლებლად და დაბადების დღის აღსანიშნავად მშვენიერი ადგილი შეირჩა. ხალისი შემოიტანა ტორტმა, გოგას რომ შეემზადებინა იუბილართათვის.
სხვათა შორის, ჩვენი მძღოლი ზვიადი სრულად იყო ჩართული ამ გასვლის სულისკვეთებაში და თქვა კიდეც, ხშირად უნდა ვიარო თქვენთან ერთად, ისეთი კარგიაო!

ტყეში მდებარე თვალივის კომპლექსი მეტად საინტერესოა, მის შესახებ მეტი ცნობა მსურს შევიტყო. არის კოშკი, რომელიც ჩამოქცევის პირასაა

ტაძარი და სხვა ნაგებობების ნაშთები. ადგილობრივმა გამყოლმა ღრმა ორმოც გვიჩვენა ეზოში - მღვდელი ურჩ მრევლის წევრს რომ სჯიდა წირვაზე დაგვიანებისთვის, მარხვის დარღვევისთვის ან სხვაო, აქ აგდებდა რამდენიმე საათით ან ერთი დღითაცო... საიდან იცოდა?
ეს გასვლა სავსე იყო ლამაზი ყვავილებით. თვალივის ტაძრისკენ კი ზამბახისებური, მაგრამ მასთან შედარებით ძალიან მომცრო ყვავილები ვნახეთ. მანამდე არ მენახა.
სამწუხაროდ, ჩემი ფოტოაპარატი გაფუჭებულია და ამ დღის კადრები ვერ აღვბეჭდე... თუმცა ფოტოგრაფი მაინც ბევრი გვყავდა!

თბილისისკენ გზად მეტად საინტერესო საუბრებს ვუსმენდი და ჩემთვის ბევრი უცნობი რამ შევიტყვე სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით. მადლობა ჰერეთს და არწივს საინტერესო დიალოგისთვის
Hereti wrote:P.S რატომ იყო თამუნა ასეთი მოწყენილი, მაინც ვერ გავიგე

არ ვიყავი, ჰერეთო, მოწყენილი

ნეტარებისგან გატრუნული გახლდით

)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir